EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Mono

ბექა ქირია

kreta

Murketie

Murketi






« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (კ) »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-09 15:26:43

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

13455.166.177.189101112131414.1151616.11717.11819202121.12222.123


კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – “მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

 
კიკნაძე – ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს – “კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.
 

კირკიტაძე - კირკიტაძეთა გვარი იმერეთიდანაა, ძირითადად ჭიათურის რაიონიდან. აღმოჩნდა, რომ კირკიტაძეთა წინაპრები სულაძეები ყოფილან. სოფელ სხვავადან ჩამოსულან სამი ძმანი სულაძეები და იმერეთში დაუდევთ ბინა. ერთ-ერთ ძმას შეეძინა ვაჟები, რომელთაც აუღიათ გვარი კირკიტაძე (იმერეთში ჩიტია "კირკიტა", რომელიც ამ ვაჟს მოუკლავს) და გაფრინდაშვილი (მეორე ვაჟს აუცდენია თოფი ამ ჩიტისთვის და "გაფრინდა-შვილო" შეუძახიათ მისთვის).

კირკიტაძეები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი განშტოებაა ასევე სარალიძეთა გვარი და იმერეთში ამ გვარის (კირკიტაძე, გაფრინდაშვილი და სარალიძე) ხალხს ერთმანეთთან ქორწინება ეკრძალებათ, რადგან ერთი დიდი წინაპრის სულაძეების შთამომავლები არიან

 
კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.
 
კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი “კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.
 
კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან “კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.
 
კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.
 
კუსრაშვილი - საკუთარი სახელი კუსრა_დან.  ახშნის ველიბოდბისხევი ,თელავი, ,ომარაულები საქობო ჩადუნიანი ,წნორი
 
კოკუბა - ობჩა
 
კომლაძე - ხელოვნურად შექმნილი გვარსახელია. (მიწის რეფორმის დროს, რომელიცდაიწყო 1992 წელს, მოსახლეობა დაიყო ორ კატეგორიად: ქალაქად მცხობრებ და სოფლად მცხოვრებად. თავის მხრივს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დაყოფილი იყო კომლებად. კომლი ნიშნავდა
ერთ საოჯახო მეურნეობაში ჩართულ პირთა ჯგუფს, ძირითად ოჯახს. თითუეულ სოფელში იწარმოებოდა საკომლო წოგნი, რომელშიც აღრიცხული იყო თითოეული კომლის შემადგენლობა და ის ქონება, რომელიც ერიცხებოდა). სავანე
 
კომუნაძე - ხელოვნურად შექმნილი გვარსახელია. მიანიჭეს საბავშვო სახლში მოყვანილ უცნობ ბავშვს 1930-იან წლებში. [იხ. ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ., 1981, გვ. 90]. 2009 წ. 10 თებერვალს ბატონმა დავით კომუნაძემ მომწერა [რ. ხუციშვილი], რომ იგი იმერული გვარია და წარმოიშვა საქართველოში პირველი კომუნის - სოფელ პატრიკეთში (წყალტუბოს რაიონი) საპატივცემულოდ. „გვარის პირველი წარმომადგენელი ბაბუაჩემი - შალვა პროლეტარის ძე კომუნაძეა და ის 1 წლის ასაკში ქუთაისში იპოვეს გარდაცვლილ დედასთან, რომლის წარმომავლობის შესახებ ვარაუდობდნენ, რომ დიდგვაროვანი რეპრესირებული ოჯახიდან იყვნენ. რადგან ბავშვმა არ იცოდა ლაპარაკი, ამიტომ სოფელი პატრიკეთის საბჭოს გადაწყვეტილებით, გვარი მისცეს კომუნაძე... 80-იანი წლების ჟურნალ მნათობში დეტალურადაა აღწერილი ყოველივე ეს“, - წერს ბატონი დ. კომუნაძე.
 
კოპალეიშვილი - ვაზისუბანი, იანეთი, სამტრედია, ჭყვიში, ჯიქთუბანი