EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Giorgi Uertashvili

დევიდ777

blutuza2007

monoo

taia10






« გამოთვალე შენი მშობიარობის დღე - ორსულობის კალენდარი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-11 23:46:18

გამოთვალე შენი მშობიარობის დღე - ორსულობის კალენდარი
 
 
 
I ნიშანი - ჩვეული მენსტრუალური ციკლის არარსებობა
ეს ნიშანი ორსულობის ობიექტური არსებობის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად ითვლება ისტორიულადაც და თანამედროვე მედიცინის ენაზეც. თუმცა ზუსტი „კი" ან „არა"-სთვის მაინც რჩება შემდეგი „თუ"-ები:
თუ არარეგულარული იყო მენსტრუალური ციკლი ორსულობამდეც, ეს ნიშანი უბრალოდ არ ხვდება ყურადღების ცენტრში;
თუ მენსტრუალური ფაზის დაწყებამ დაიგვიანა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჰორმონალური დარღვევებისა და სხვადასხვა დაავადებების (ძირითადად ინფექციურის) არსებობას;
პირიქითაც, შესაძლოა გამოჩნდეს მცირე სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება ქალების 20%-ში და უკავშირდება ემბრიონის იმპლანტაციას (ჩანერგვას) საშვილოსნოს ლორწოვანში.
იმ მომენტამდე, ვიდრე ტესტზე სანუკვარი 2 ხაზი გამოჩნდება, ქალების უმრავლესობა გრძნობს საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ ცვლილებებს, თუმცა ეს სუბიექტური შეგრძნებები შესაძლოა შევავსოთ ობიექტური დაკვირვებებით, რომლებიც დაკავშირებულია ორსულობის დაწყების ყველაზე ადრეულ ეტაპთან.
 
I შეგრძნება - მკერდის შეშუპება და მკერდის თავების მტკივნეულობის მატება
თუ გავიხსენებთ მენსტრუაციის წინა ე.წ. პრედმენსტრუალურ პერიოდს, რომლის დროსაც ქალების უმრავლესობას აქვს მკერდის შეშუპებისა და ერთგვარი მტკივნეულობის შეგრძნება, ორსულობის დაწყებისას ეს შეგრძნებები უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რასაც იწვევს მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებების შედეგად სარძევე ჯირკვლის ლატენტური მდგომარეობიდან ფუნქციურ ფაზაში გადასვლის პროცესი. ამას ემატება მკერდის თავების მტკივნეულობის მატებაც, განსაკუთრებით შეხებაზე, რაც უკავშირდება მექანიკური სტიმულაციის საპასუხოდ ჰორმონის - ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც ორგანიზმს ამ ეტაპზე არ სჭირდება.
თუმცა ნორმადაა მიჩნეული, როდესაც მკერდი ინტაქტური რჩება და ასე ადრეულ ეტაპზე არ იწყებს განვითარებას, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, I ტრიმესტრის მანძილზე ეს სიმპტომატიკა აუცილებლად გამოვლინდება.
 
შეგრძნება 2 - მუცლის ქვედა, საშვილოსნოს არეში სიმაგრის ან დაჭიმულობის შეგრძნება
შესაძლოა დაფიქსირდეს მუცლის ქვედა არეში, იქ, სადაც მდებარეობს საშვილოსნო ერთგვარი სიმაგრის, კვანძის ან დაჭიმულობის შეგრძნება. ეს შეგრძნება უფრო განმეორებითი ორსულობის დროს ვითარდება, თუმცა პირველი ორსულობის დროსაც შესაძლოა იყოს და უკავშირდება საშვილოს კედელში ჩანასახის იმპლანტაციის პროცესს.
 
შეგრძნება 3 - გახშირებული მოშარდვის შეგრძნება
ამ დროს განსაკუთრებით ხშირდება ტუალეტის მოთხოვნის შეგრძნება, რაც ხშირად არც კი მთავრდება მოშარდვის აქტით და თვლიან, რომ
განპირობებულია ზრდადი საშვილოსნოს შარდის ბუშტზე ზეწოლით.
 
შეგრძნება 4 – ვენური ქსელის ინტენსიფიკაცია მუცელსა და მკერდზე.
მუცლის ქვედა არეში შესამჩნევი ხდება ვენური ქსელი. ვენური ქსელი თანდათან ვლინდება მკერდის არეშიც. ეს უკავშირდება ორსულობის დროს სისხლის მოცულობის და მიკროცირკულაციის ინტენსივობის მატებას, განსაკუთრებით ამ „სტრატეგიულად მნიშვნელოვან" ადგილეში.
 
შეგრძნება 5 - სუნისა და გემოს გაუკუღმართება
განსაკუთრებულ ან შესაძლოა ჩვეულებრივ პროდუქტებზეც შეიმჩნევა განსაკუთრებული მოთხოვნა ან პირიქით - საშინელი ზიზღი. უცბათ შესაძლოა გაჩნდეს სურვილი ან ზიზღი რაღაც სრულიად ჩვეულებრივის, მაგრამ ეს სურვილი უჩვეულოდ დაუძლეველია. ამ შეგრძნებას უკავშირებენ ორსულობისადმი ქალის ორგანიზმის ადაპტაციის პროცესში წარმოშობილ საკვებ მეტაბოლიტებზე მოთხოვნის სპექტრის ცვლილებებს, სპეციალური ჰორმონალური სტატუსი კი ხელს უწყობს იმ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის სიმკვეთრის მატებას, სადაც შედის საჭირო ნივთიერებები, ზოგიერთებზე კი პირიქით კლებას მიუღებლობამდე.
 
შეგრძნება 6 - დილის გულისრევა
დილის „შეუძლოდ ყოფნის" კომპლექსში შესაძლოა წამყვანი იყოს გულისრევის შეგრძნება, რომელიც ადრეული ტოქსიკოზის მახასიათებელია და ჩნდება მე-7 კვირისთვის და უმრავლეს შემთხვევაში ქრება მე-12 კვირისთვის. თუმცა შესაძლებელია ეს სიმპტომატიკა მე-7 კვირაზე ადრეც, პირველივე კვირებიდანვე, გამოჩნდეს.
 
შეგრძნება 7 - გუნებ-განწყობილების ცვალებადობა, ტირილის შეგრძნება
გაურკვეველი, მაღალი ამპლიტუდის ემოციები: ხან სრულიად დადებითი, ამაღლებული, ბედნიერებით სავსე, რასაც თან სდევს სასოწარკვეთილების, გაურკვეველი უბედურების განცდა ყოველგვარი მიზეზებისა და მოტივაციის გარეშე ტირილის ეპიზოდებით. ეს ემოციური ტალღებიც უკავშირდება ორსულობის თანმხლებ ჰორმონალურ ცვლილებებს და ქვეცნობიერ შიშებს მკვეთრი სიახლის - ახალი სიცოცხლის - წინაშე.
 
შეგრძნება 8 - დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება
ეს შეგრძნება შესაძლოა ორსულობის ერთ-ერთი პირველი მაუწყებელი იყოს და სხვა შეგრძნებებთან კომპლექსში თითქმის გამონაკლისის გარეშე სდევს თან ორსულობის დასაწყისს. ამ დროს ხომ ენერგიის ძალიან დიდი მარაგი იხარჯება ჩასახული ახალი სიცოცხლისათვის ხელშემწყობი გარემოს მოწყობასა და თავად მის განვითარებაზე.
 
II ნიშანი - სხეულის ტემპერატურისა და ბაზალური ტემპერატურის მატება
ორსულობის ერთ-ერთი ობიექტური მახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მატება 37-37,2 გრადუსამდე, თანმდევი თავის ტკივილის, სახსრებში მტვრევის, დაუძლურების შეგრძნებებით. თუმცა ყველაზე ინფორმატიული ამ დროს ბაზალური (უკანა ტანში გაზომილი) ტემპერატურაა, რომელიც იმატებს ფერტილურ („მაღალი ნაყოფიერების") პერიოდში და შემდეგ მენსტრუალურ სისხლდენამდე იკლებს, მაშინ როდესაც ორსულობის შემთხვევაში ის მაღალი რჩება.
ყველაზე სანდო და ინფორმატიულია ჩვეულებრივი სააფთიაქო ორსულობის ტესტის ჩატარება, რომელიც რეაგირებს მეორე ხაზის გაწითლებით
შარდში მხოლოდ ორსულობის დროს გამოყოფილი ჰორმონის (ქორიონული გონადოტროპინის) აღმოჩენისას. ეს ჰორმონი გამოიყოფა ჩანასახის იმპლანტაციის მე-2-3 დღიდან ე.ი. მოსალოდნელი მენსტრუაციის თარიღამდე ერთი კვირით ადრე. შესაბამისად ამ პერიოდისათვის უკვე შესაძლოა დაფიქსირდეს ტესტის დადებითი პასუხი. თუმცა ხშირია პასუხის დაგვიანების შემთხვევებიც და უკავშირდება ტესტის არასწორად ჩატარებასა და შარდში ჰორმონის ტესტისთვის არასაკმარისი რაოდენობის არსებობას. ამიტომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მენსტრუაციის გადაცდენისას საჭიროა ტესტის გამეორება ყოველ მესამე დღეს.
ხშირად ისმება კითხვა: ძალიან მკრთალი მეორე ხაზი შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ტესტის დადებით პასუხად? პასუხი დადებითია, ქორიონული გონადოტროპინის არსებობა შარდში მხოლოდ ორსულობის დროსაა შესაძლებელი. რაც შეეხება ხაზის სიმკვეთრეს, აღმოჩენილია, რომ მდედრობითი სქესის ემბრიონის არსებობისას ჰორმონის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მამრობითი სქესის დროს. ეს ნაკლებ სანდო ინფორმაციაა ემბრიონის სქესის დადგენისათვის, თუმცა შესაძლოა ერთგვარ პროგნოსტულ ნიშნად გამოდგეს.
ტესტის განმეორებითი უარყოფითი პასუხის დროს ორსულობის ალბათობა შესაძლებელია გადამოწმდეს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - აღმოჩენით, ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია!
რაც შეეხება ექოსკოპირ კვლევას, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე ულტრაბგერითი დასხივება აბსოლუტურად უვნებელია ემბრიონისთვის, ამიტომ მსოფლიო პრაქტიკა მიზანშეწონილად მიიჩნევს პირველი ექოსკოპიური კვლევის ჩატარებას მხოლოდ 12-14 კვირის ვადაზე.
 
*ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდში შინაგანი გაწონასწორებულობისა და სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნებაა, საკუთარი ორგანიზმი და ინტუიცია უხშირესად არ ტყუის. წარმატებები!