EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ფრანგული ECA Group ქართულ ბაზარზე წყალქვეშა და რობოტული სისტემებით შემოსვლას გეგმავს »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-11-07 22:22:22

ფრანგული ECA Group ქართულ ბაზარზე წყალქვეშა და რობოტული სისტემებით შემოსვლას გეგმავს

ECA Group

ფრანგულმა კომპანია ECA Group-ი, რომელიც წყალქვეშა კვლევებსა და მონიტორინგს აწარმოებს, საქართველოს ბაზარზე შემოდის. კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლად ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია EXPERTO დანიშნა. EXPERTO- ს ინფორმაციით, ECA Group-ი წყალქვეშა კვლევების, მონიტორინგის, დასუფთავებისა და რეაგირების ტექნოლოგიების გამოყენების ნოვატორადაა აღიარებული. მათი წყალქვეშა და რობოტული სისტემების ნიმუშები საქართველოში არაერთ სექტორშია გამოსადეგი, მათ შორის: ნავთობისა და გაზის, წყლის, ჰიდროენერგეტიკის, პორტის დეველოპერებისა და მენეჯმენტისა და სხვა შავი ზღვის სანაპიროზე მოქმედი დაწესებულებებისთვის.  EXPERTO -ს მმართველი დირექტორის ლუდვიკ ჟიროს განცხადებით, ფრანგული კომპანია წყალქვეშა რობოტების, დრონების და ავტომატური სისტემების, სიმულაციური და სამრეწველო პროცესების ექსპერტად მოიაზრება.

„ჩვენი სისტემები დაეხმარება ქართულ კომპანიებსა და ხელისუფლებას პროდუქტიულობის გაზრდაში, ხარჯების შემცირებაში, უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებასა და დროის დაზოგვაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას დიდი რესურსი აქვს და ქართული ბაზარი მზადაა იმისთვის, რომ გამოიყენოს ჩვენს მიერ შეთავაზებული ახალი ტექნლოგიები',.“ - განაცხადა ECA Group-ის ექსპორტის გაყიდვების ხელმძღვანელმა ჰენრი დიულეველტმა.

1936 წლიდან ECA Group-ი ავითარებს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს კომპლექსური მისიებისთვის, როგორიცაა: თავდაცვა, კოსმოსი, ენერგეტიკა, სიმულაციური, სამრეწველო აღჭურვილობის და საზღვაო სექტორები. 

 

imedinews.ge