EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« NASA სენსაციურ განცხადებას აქვეყნებს უცხოპლანეტელების შესახებ »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2019-01-11 13:04:45

NASA სენსაციურ განცხადებას აქვეყნებს უცხოპლანეტელების შესახებ

nasa-alien

NASA-ს პრეს-მდივანმა ტრიშ ჩამბერსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომელსაც უფოლოგიის სამყარო ასე ელოდა.
 
NASA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტების ცივილიზაციები ნამდვილად არსებობენ და დღესდღეობით სააგენტოს უცხოპლანეტელთა 4 რასასთან აქვს კონტაქტი.  პრეს-მდივანის სიტყვები დაადასტურა გამომცემლობამ „Waterford Whispers News”-მა.
 
ნაციონალური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, „ისეთი რაოდენობის მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო პროგრამებია უცხოპლანეტელებზე, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველამ უკვე იცის მათ შესახებ”.
 
გარდა ამისა ჩამბერსონმა შოკირებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა დედამიწელებს „მოკითხვა” გადმოსცეს. უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლები უკვე ათასობით წელია დედამიწას სტუმრობენ.
 
„როგორ ფიქრობთ, ვინ ააშენა უძველესი პირამიდები და სხვა მეგალითური ნაგებობები მთელს მსოფლიოში? ჩემი აზრით, ყველაფერი გასაგებია”, _ხაზი გაუსვა NASA-ს წარმომადგენელმა.
 
ჩამბერსონმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწელების ქმედებებზე ჩივიან.
 
ისინი უკმაყოფილო არიან კაცობრიობის მიერ ატომური იარაღის გამოყენების გამო, რადგან „ეს ცუდად მოქმედებს პარალელურ სამყაროებზე”.
 
„სინამდვილეში უცხოპლანეტელები საშიშნი არ არიან და მათ მხოლოდ პლანეტის ბუნებრივი რესურსები აინტერესებთ”, – დაასრულა პრეს-მდივანმა – „ამან ჩვენში არავითარი შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს”.
 
ინტერმედია