EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მექსიკური ფახიტასი ევროპულად დაყენებულ რქაწითელთან ერთად »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: kiki

თარიღი: 2020-12-06 14:31:59

მექსიკური ფახიტასი ევროპულად დაყენებულ რქაწითელთან ერთად

ფახიტასი

ფახიტასი ცნობილი მექსიკური კერძია, რომელიც დაახლოებით ბოლო ოცი წელია, რაც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. საქართველში ფახიტასს ძირითადად სწრაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ, სახლში ამ კერძის მომზადება კი ალბათ ბევრ ჩვენს თანამემამულე გურმანს არასოდეს უცდია. წარმოგიდგენთ ქათმის ხორცისგან მოსამზადებელ კლასიკური მექსიკური ფახიტასის რეცეპტს.,ამ კერძთან სათანადო ღვინის შერჩევა-შეხამება კი რასაკვირველია ჩვენ უნდა მოგვანდოთ. 
 
ინგრედიენტები:
 
ქათმის ფილე - 900 გ;
ყვითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი;
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ;
დაფქული ჩილი - 1/2 ჩ/კ;
კაიენის წიწაკა - მწიკვი;
შავი პილპილი - 1/2 ჩ/კ;
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი;
ხახვი - 1 თავი;
ლიმონის წვენი - 1 ს/კ;
დაფქული ძირა - 1 ჩ/კ;
მარილი - 1 ჩ/კ;
დაკეპილი ნიორი - 2 კბილი.
მომზადების წესი:
 
ზოლებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე ან ყვითელი). ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.
 
მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში სულ მცირე ერთი საათით მოათავსეთ.
 
როცა შესაწვავად მზად იქნება, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. ბოსტნეულის მარინადი პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი. გამორთეთ გაზქურა.
 
მექსიკელები ფახიტასს ტორტილათი (შესაძლებელია ბებოს ლავაშით ჩანაცვლება) მიირთმევენ. თუმცა, ჩვეულებრივ, მის გარეშეც ისეთივე გემრიელია.
 
რქაწითელი
 
მექსიკურ ფახიტასს ევროპულად დაყენებული რქაწითელი შეეხამება
 
ღვინის შეხამება:
 
კახური რქაწითელი მართლაც რომ უნივერსალური ქართული ღვინოა, რომელიც ძალიან ბევრი სტილისა და შინაარსის კერძს შეეხამება. თუმცა ცხადია არსეობს კერძები, რომლებთან ღვინის შეხამების დროს მეტად დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. რქაწითელი ქართული ღვინის მოყვარულებს როგორც წესი ტრადიციული კახური მეთოდით, ჭაჭა-კლერტზე დაყენებული წარმოგვიდგენია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ასეთი რქაწითელი გახდა პოპულარული ცნობილი საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც. მექსიკურ ფახიტასთან შესახამებლად კი გადავწყვიტეთ უჭაჭოდ დაყენებული, ევროპული სტილის რქაწითელი შემოგთავაზოთ, რომელიც ფახიტასის მრავალფეროვან გემოთა გამას არ დაჩრდილავს და საკუთარ არომატებსაც ბოლომდე შეინარჩუნებს. წარმოდგენილ კერძთან შესახამებლად ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიიდან "სუფრა ვაინს"-ის 2015 წლის მოსავლის რქაწითელს, "ხარება"-ს ასევე 2015 წლის მოსავლის რქაწითელს და "თელიანი ველის" 2015 წლის მოსავლის საიუბილეო შეფუთვის ღვინოს - "ფიროსმანს"გირჩევთ.
 
 
ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.