EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მატარებლის კუპეში ორი მამაკაცი ოდესის მიმართულებით მგზავრობს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2022-02-12 23:41:12

მატარებლის კუპეში ორი მამაკაცი ოდესის მიმართულებით მგზავრობს

two-men-in-train

მატარებლის კუპეში ორი მამაკაცი ოდესის მიმართულებით მგზავრობს. ერთი ახალგაზრდა მოსკოველია, მეორე ხანში შესული ოდესელი ებრაელი. მთელი მგზავრობის განმავლობაში ებრაელს ხმა არ ამოუღია. ახალგაზრდამ ერთხელ ჰკითხა - რომელი საათიაო და ამის პასუხად ებრაელი მეორე გვერძე გადაბრუნდა. მოსკოველს ეწყინა მაგრამ ხმა არ ამოუღია. ის ღამე გათენდა. მეორე დილას ახალგაზრდას გულმა ვერ მოუთმინა და ებრაელს ისევ გამოელაპარაკა:
- რაშია საქმე, თქვენთვის ხომ არაფერი მიწყენინებია?! მხოლოს საათი გკითხეთ და თქვენ პასუხი არ მაღირსეთ.
- არ გეგონოთ, პასუხს გამადლიდეთ ყმაწვილო, მაგრამ თქვენთვის რომ მეპასუხა, ჩვენ შორის აუცილებლად საუბარი გაიმართებოდა, რასაც ურთიერთგაცნობა და საბოლოო ჯამში მისამართების გაცვლა მოჰყვებოდა. სულ მალე ჩვენი მატარებელი ოდესაში ჩავიდოდა, იქ ჩასული კი მერწმუნეთ, სასტუმროში ადგილს ვერ იშოვიდით. ადგებოდით და მე დამირეკავდით. მე რაღა თქმა უნდა, სახლში მიგიპატიჟებდით. თქვენ ერთი ორს იუარებდით და ბოლოს მაინც დამთანხმდებოდით. მე კი სახლში ახალგაზრდა ქალიშვილი მყავს - სარა. თქვენ იგი აუცილებად მოგეწონებოდათ. დაპატიჟებდით კინოში, თეატრში, დისკოთეკაზე და ადრე თუ გვიან ინტიმურ კავშირსაც დაამყარებდით. მერე თქვენ წახვიდოდით, სარა კი "საინტერეო მდგომარეობში" დარჩებოდა. შემდეგ მე შევიტყობდი მომხდარის შესახებ და თქვენ საძებნელად წამოვიდოდი. გიპოვიდით და სარას მდგომარეობის შესახებ გაცნობებდით. თქვენ როგორც წესიერი ახალგაზრდა ცოლად მოიყვანდით. აი სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რა ჯანდაბად მინდა ისეთი სიძე, რომელსაც საკუთარი საათი არა აქვს თქო