EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« პატარა ალისფერი ლაქები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება ჩვენს სხეულზე »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2023-03-07 14:03:55

პატარა ალისფერი ლაქები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება ჩვენს სხეულზე

ანგიომა

ზოგიერთ თქვენგანს შეუნიშნავს სხეულზე წითელი წერტილების არსებობა, რომლებიც ხალებს ჰგავს. ძალიან ხშირად ისინი მცირე ზომის და ჟოლოსფერი ფერისაა (ზოგჯერ უფრო ღია), ხშირად ჩნდებიან კისერზე, მკერდზე და ზურგზე. მაგრამ რა არის შემთხვევის მიზეზი? არის თუ არა ისინი საშიში და საჭიროა თუ არა მათი კონტროლი? წითელ ხალებთანდაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.
 
პატარა ალისფერი ლაქები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება ჩვენს სხეულზე. გვაშინებს და გვაწუხებს. არ სტკივათ, მაგრამ არც თუ ისე ესთეტიურად, სასიამოვნოდ გამოიყურებიან და რაც მთავარია, მუდმივად ვეკითხებით საკუთარ თავს, რატომ გამოჩნდნენ ისინი ასე მოულოდნელად? იქნებ მიზეზი ჩვენს დიეტაშია? ან რაიმე დაავადების სიმფტომია?დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ ეეს არც ისე სერიოზულია, თუმცა დიახ, ნებისმიერი ცვლილება, რაც ხდება კანზე, უნდა იყოს კონტროლირებადი. მოდით უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.
 
რატომ ჩნდება სხეულზე წითელი ხალები? 
ზოგი ხალებს ძალიან მიმზიდველად თვლის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ კანის პიგმენტაციისცვლილებას რომელიც საჭიროებს დაკვირვებას. წითელი ლაქების სამეცნიერო სახელწოდება, რომელზეც ვსაუბრობთ, არის წითელი ნევუსი ან ანგიომა. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან ღია კანის ან საშუალო ასაკის ადამიანებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენენ, მაგრამ თუ ხშირად დიდი რაოდენობით ჩნდებიან, მაშინ აუცილებელია დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები ხდება. 
წითელი ხალების გაჩენას ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემასთან, უფრო სწორედ, მის არც თუ ისე სწორ მუშაობასთან ასოცირებენ. ისინი ასევე შეიძლება გამოჩნდნენ არასწორი კვების გამო, როდესაც ნაწლავებსა და ღვიძლში ბევრი ტოქსინები გროვდება.
მათი გამოჩენა პროვოცირებულია სისხლძარღვების არანორმალური ზრდით.
წითელი ზომა 1-დან 4 მმ-მდეა. ისინი შეიძლება განთავსდეს მკლავებში, სასქესო ორგანოებში, ქუსლებში, მკერდში, ზურგში, მკლავებში მუცელზედა მკერდზე, ფეხებში...
წითელი ლაქები სახეზე, ხელებზე და სხეულის სხვა ღია ადგილებში, ადგილებში რომლებიც ტანსაცმლით არაა დაფარული, შეიძლება გაჩნდეს მზის გადაჭარბებული ზემოქმედების გამო, შესაბამისად უფრო ბრთხილად უნდა იყოთ.
ყურადღება მიაქციეთ ასეთი ხალების კიდეებს და მათ ტექსტურას. თუ ისინი არათანაბარი, უხეშია და ზომაში 6 მმ-ს აღემატება, მაშინ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
დააკვირდით თქვენი ოჯახის ყველაზე პატარა მობინდრეებს, ძალიან ღია კანის მქონე ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ ასეთი წითელი წერტილები სხეულზე. ამიტომ, რეგულარულად უნდა გამოიკვლიოთ თქვენი შვილები, რათა სიტუაცია კონტროლზე გქონდეთ აყვანილი.
ძალიან ხშირად ასეთი ხალების გამოჩენა მემკვიდრეობითია
სხეულზე მათი გამოჩენის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მცირე ჰორმონალური ცვლილებები ქალებში.
და ბოლოს, ასაკის მატებასთან ერთად, წითელი ხალები შეიძლება იყოს ჩიყვის მიზეზი.
 
დიაგნოსტიკა
თუ სხეულზე წითელი ხალი აღმოაჩინეთ, მთავარია არ შეშინდეთ, რადგან სერიოზული არაფერი მომხდარა და არც მკურნალობაა საჭირო. თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
თუ ხალები გულმკერდის არეში დიდი რაოდენობით გამოჩნდება, მიმართეთ ექიმს. ერთი ან ორი არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ მეტის მოულოდნელი გამოჩენა შესაძლოა ჯანმრთელობის არსებული პრობლემების სიგნალი იყოს. შეამოწმეთ თქვენი ხალები სიმეტრიულია თუ ასიმეტრიული. თუ მეორეა, მიმართეთ ექიმს. ყურადღება მიაქციეთ მათ ჩრდილს, თუ ისინი წითელია მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ბნელდება და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მუქდება, მაშინ ამის შესახებ ექიმს უნდა აცნობოთ.
 
მკურნალობა და პრევენცია
ექსპერტები ამბობენ, რომ სხეულზე წითელი ხალების გაჩენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ნაწლავების რეგულარული გაწმენდა და ღვიძლის გაძლიერება.
შეეცადეთ დალიოთ მინიმუმ ორი ლიტრი წყალი დღეში.
შეეცადეთ მიირთვათ მეტი ახალი ბოსტნეული და დალიოთ ბუნებრივი წვენები. ამ მხრივ ძალიან სასარგებლო იქნება სტაფილო, არტიშოკი (ბაყაყურა) და ნიახური. მაგალითისთვის სპირულინა წყალმცენარეები შესანიშნავად შთანთქავენ ნაწლავებში დაგროვილ ტოქსინებს. 
ჩართეთ თქვენს დიეტაში ზეითუნის ზეთი და ავოკადო.
დაიწყეთ დილა ლიმონის წვენით.
შეეცადეთ დალიოთ დღეში მინიმუმ ორი ჭიქა წვენი (სასურველია მოცვი, ანანასი, ბროწეული...).
მოერიდეთ რძის პროდუქტების მოხმარებას (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მცენარეული რძით).
დღეში ერთხელ მიიღეთ დენდელიონის ინფუზია, ის შესანიშნავი გამწმენდია ორგანიზმისსა.
წითელი ხალების თავიდან ასაცილებლად მშვენიერი საშუალებაა დიეტა (არა უაზრო), ასევე დაიცავით თავიმზის სხივების უარყოფითი გავლენისაგან. მზის დამცავმა კრემმა შეიძლება ხელი შეუშალოს ასეთი ხალების გაჩენას სახეზე.
 
კისერზე ზოგადად ეცადეთ, თქვენი კანი ყოველთვის კარგად დატენიანებული იყოს, მოიხმარეთ საკმარისი ვიტამინი C და მოერიდეთ მზის ზემოქმედებას 12-დან 16 საათამდე.
როგორც წესი, წითელი ხალები სხეულზე გაჩენისას თავისით იშვიათად ქრება. თუ მართლა გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ მიმართოდ ბუნებრივ საშუალებებს მათ მოსაშორებლად, მაგალითად ხახვის წვენით ყოველდღიურად გაიკეთეთ სახვევი, სანამ ხალები არ გაქრება. კიდევ ერთი ვარიანტია C ვიტამინის ტაბლეტის მიღება (ასევე რეგულარულად). 
როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის ჯობია წითელი ხალების გაჩენის თავიდან აცილება დაბალანსირებული დიეტით, რომელიც არ დაუშვებს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტოქსინების და მავნე ნივთიერებების დაგროვებას.