EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ოლეანდრა (OLEANDER) შხამიანი მცენარე »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2024-01-25 20:54:28

ოლეანდრა (OLEANDER) შხამიანი მცენარე

OLEANDER

ოლეანდრა მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს და გაერთიანებულია 7-8 სახეობა. სახელი ოლეანდრი ლათინურად ნიშნავს ნესტიანს, მისი სახელიდან გამომდინარე უყვარს წყლიანი ადგილი, კარგად გრძნობს თავს თუ მის სიახლოვეს წყალი გადის. ოლეანდრა შხამიანი მცენარეა, მისგან ამზადებენ გულსისხლძარღვთა წამლებს.  მისი როგორც ფოთოლი, ასევე ფესვებიც შხამიანია, მაგრამ, ეს საერთოდ არ უქმნის ადამიანს საშიშროებას. მთავარია, რომ ფოთოლი არ დაანაწევროთ და  პირის ღრუში არ მოხვდეს, სხვა მხრივ კი ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მცენარესთან მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები, მუშაობის დამთავრების თანავე კი ხელები დაიბანეთ საპნით. ოლეანდრა ყვავის ძალიან ლამაზად და დიდხანს. მისი ყვავილები დიდი ზომის არის და სურნელოვანი, მისი სურნელი იწვევს თავის ტკივილს. ყვავილები მრავალი ფერის არსებობს: წითელი, თეთრი, ყვითელი, მუქი წითელი და ჭრელიც კი.
 
OLEANDER
 
ოლეანდრას მოვლა სახლის პირობებში:
 
ოლეანდრას სამშობლო ტროპიკებია, აქედან გამომდინარე მას უყვარს მზიანი ადგილი, თუმცა ასევე ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ოლეანდრა ჩვენთან, საქართველოში კარგად ეგუება კლიმატურ პირობებს, ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ ის ბინაში იყოლიოთ. თუ მაინც გსურთ მისი ყოლა ოთახში არ არის რთული, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ. მცენარე უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას, ჩრდილოეთ მხარეს თუ დევს აუცილებელია დამატებითი ხელოვნური განათების მოწყობა. სინათლის უკმარისობის გამო ფოთლები სცვივა. 
 
ზაფხულში კარგია თუ აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, მზიან ადგილას. ოღონდ მცენარე პირდაპირ მზეზე არ დადგათ, გაზაფხულიდან ნელ-ნელა შეაჩვიეთ მზის სხივებს. თუ გარეთ გატანის საშუალება არ გაქვთ ხშირად გაუნიავეთ ოთახი. 
 
საქართველოში ოლეანდრა ყველასთვის ნაცნობი ყვავილია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარეა მსოფლიოში. მცენარის ყველა ნაწილი, ღეროდან დაწყებული წვენამდე, წარმოუდგენლად შხამიანია, თუ გადაყლაპავთ. დამწვარი ოლეანდრის კვამლის შესუნთქვაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის.
 
დაფიქსირდა შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევები, რომლებიც გამოწვეული იყო ოლეანდრის ტოტების გამოყენებით ჰოთდოგებისა და სხვა საკვების შესაწვავად. ასევე, ითვლება, რომ ნაპოლეონის ზოგიერთი ჯარისკაცი დაიღუპა ესპანეთში, როდესაც ისინი იყენებდნენ ოლეანდრის ჩხირებს ხორცის შესაწვავად. რაც შეეხება ყვავილს, იგი იმდენად საშიშია, რომ ფუტკრების მიერ დამზადებული თაფლიც კი, რომლებიც ოლეანდრის მცენარეს ნექტარს იყენებენ, შხამიანია.