ქართული სახელების წინამდებარე ელექტრონულ-ანბანური ვერსია შექმნილია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის საფუძველზე ‘რა გქვია შენ?’, (თბილისი, 2003). ამ ნაშრომში წარმოდგენილია დღეისათვის ქართველ ხალხში გავრცელებული ათასზე მეტი სახელი, რომლის ძირითადი ნაწილი რეკომენდირებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი მუდმივი კომისიის მიერ. მასში მოკლედ და პოპულარული ფორმით არის განხილული ქართული სახელების სტრუქტურა, წარმომავლობა, მნიშვნელობა და სხვ. |