EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
« ანეკდოტების კრებული გურულებზე »
კატეგორია: იუმორიავტორი: admin
თარიღი: 2016-10-18 18:34:24
![]()  | 
		
გურულები განთქმული არიან თავისი ენაკვიმატობით, ჩვენც რამოდენიმე სახალისო ანეკდოტს შემოგთავაზებთ...
გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, 
დაინტერესებული გურული მიმართავს: 
- სა მიგყავს მაი ძაღლი? 
პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს: 
- აი ძაღლი კი არა, თხაია! 
- მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.
გურული დილაუთენია, 7 საათზე ყანაში მიდის. დეინახა მეზობელმა და გასძახა: 
- სა მიხვალ, ამ დილაადრიან რა გინდა ყანაში? 
- რავა, დაკეტილი დამხვდება თუ. 
გურული და მეგრელი ნარდს თამაშობენ.
გააგორებს გურული და დასვამს დუშაშს. 
გააგორებს გურული და დასვამს დუშაშს. 
გააგორებს გურული და ისევ დუშაშს დასვამს. 
მეგრელი გაბრაზდება და გადაირევა.
-რატომ ბრაზდები ძამა?
-ამშვიდებს გურული,
-სექსი ხომ არ არის ორივემ რო ვისიამოვნოთ?
გურული დაიკარგება უდაბნოში. 
წყურვილისგან იხრჩობა, უცბად ჯინი გაეჩითება წყლის ბოთლით ხელში და ეუბნება: - წყალს დალევ? გურული: 
- ცივია თუ?!
გურულს ეკითხებიან:-წნევა რამდენი გაქვს?
გურულმა იფიქრა არ შევრცხვეო და უპასუხა:
-წნევა ასე 300, 400, 500
-რას ამბობ კაცო, რა 300, 400, 500 ? …
-ხო რაია? აგი ახლა წყნარად რომ ვარ, მარა რომ გადავირევი 1000-1500 !
გურულებმა ომი გამოუცხადეს ჩინელებს. 
– რამდენნი ხართ? 
– ეკითხება ჩინელთა მეთაური გურულების წინამძღოლს. 
– ოცი ათასი. თქვენ? 
– კითხვა დაუბრუნა გურულმა. 
– თუ საჭირო გახდა მილიარდის გამოყვანა შეგვიძლია. 
– ტიტუ, ამდენს რა დამარხავს!
თბილისში რუსთაველის გამზირზე გურული მოურიდებლად გადადის მანქანის სავალ ნაწილზე. 
უსტვენს პოლიციელი და გაბრაზებული უყვირის: 
– სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? 
– აგერ, შვილთან, პასუხობს გურული. 
– შვილთან თუ არა, არ იყოს მინისტრი! 
– მინისტრი არაა, მარა შენსავით მაინც არ უფშვიტინებს!
დაიბადა სამი ბავშვი ზანგი, მეგრელი და გურული. 
ბავშვები აერიათ. 
გურულს უთხრეს იქნებ იცნოთ თქვენი ბავშვი. 
გურულმა ზანგი აირჩია. 
ექთანი ეკითხება: 
– ზანგი რომ არის? 
– მთავარია მეგრელი არ იქნება.
კაცი იყიდის სიგარეტს მაღაზიაში გურულ გამყიდველთან. 
გაუკიდებს და გამყიდველი ეუბნება: 
– შვილო აქანა არ ეწევიან! 
– კი მაგრამ, თუ ყიდით მოწევა რატო არ შეიძლება? 
– მასთე ნენა ტვალეტის ქაღალდსაც კი ვყიდი და მიდი აბა ქენი.
გურიაში დედა ეძახის შვილს:
- ბონდოია სა მიხვალ? დუმილი…
- ბონდოიე სა მიხვალ თქვა? პასუხი კიდევ არ ისმის…
- ბონდოიე შენ გეკითხები, გამეცი პასუხი სა მიხვალ?
- იქინე.
- ვერ იტყვი მერე?!!!!
მაყუთა მეგრელი შედის ეკლესიაში და ლოცულობს:
- ღმერთო, გეხვეწები ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გავხსენი იქნებ კარგად ამუშავდეს ღმერთო … 
- კიდე 2 მილიონი რო ჩავდევი ერთ საქმეში 10 მილიონი ამომაღებიე ღმერთო …
- 5 ბენზოკალონკა რო ვიყიდე, ეგენიც ამიმუშავე კარგად ღმერთო …
იქვე დაინახავს ეკლესიაში გურული შემოდის და პარალელურ ლოცვას იწყებს:
- ღმერთო გეხვეწები, ბიჭები პახმელიისგან ვკვდებით, 20 ლარი იქნებ გადმოგვიგდო, ძააალიან ცუდად ვართ, დასალევი არა გვაქ, იქნებ გვიშველო :(
მეგრელი გახედავს ამ გურულს და …
- ჯიმა მე მოგცემ მაგ 20 ლარს, ოღონც კაცს ნუ მიცდენ შენი ჭირიმე :)
რამდენ ხანში მოვა მატარებელი? 
- ეკითხება მგზავრი გურულ სადგურის მორიგეს.
- 10-15 წუთში ძამა.
- აუ, მე რომ ძალიან მეჩქარება ?! - ბრაზობს მგზავრი.
- თუ ასთეა , გუუყევი სირბილით ლიანდაგს და წამოგეწევა საცხა.
თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. გურული ერთადერთ პარაშუტს ეცა და იცვამს.
-არ გრცხვენია? სალონში ამდენი ქალია, - ეუბნება სტიუარდესა.
-რას ამბობ, ქალო, სექსიზა მცალია ახლა მე? - უყვირის გურული...
                    








