EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
« ბელარუსიაში ქართველმა სამბისტებმა 9 მედალი მოიპოვეს »
კატეგორია: სპორტიავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-02-23 13:53:43

ბელარუსის  დედაქალაქ მინსკის  „ა” კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა  ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჯამში 9 მედლის მოპოვება მოახერხეს.
ქართველებმა 9  წონით კატეგორიაში იჭიდავეს და ცხრავე წონაში მედალი მოიპოვეს.
2 ოქრო, 1  ვერცხლი და  6 ბრინჯაო.
სამბოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე  ოქროს მედლები პაატა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და დავით ლორიაშვილმა (-100 კგ) დაისაკუთრეს.
გოგონათა შორის მძიმე წონაში ვერცხლის მედალს ელენე ქებაძე დაეუფლა.
გენადი ჩირგაძე  (-62კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100კგ), გივი ნადარეიშვილი (-57კგ), მინდია ლილუაშვილი (-68კგ), ლევან ნახუცრიშვილი (-82კგ) და  ნინო ოძელაშვილი (-80კგ)  ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
	
                    







