EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
« ანეკდოტები »
კატეგორია: იუმორიავტორი: admin
თარიღი: 2020-07-09 22:29:08

მეგრელი და იმერელი მგზავრობენ. იმერელს მოხარშული დედალი აქვს საგზლად წაღებული, მეგრელს - ღომი. ეგ რა არისო, იმერელმა. რა არისო და.. ამას რომ ვჭამთ მეგრელები, მერე ჭკუა გვეხსნებაო! აბა, მომეცი შენი ღომიო. გაცვალეს... ჭამს იმერელი და არ მოეწონა. რას ვარგა ეს ცივი ღომი, დამიბრუნე ჩემი ქათამიო!
- ჰმ, - მიუბრუნდა მეგრელი, - ა, ხომ გითხარი, გაგეხსნა ჭკვაო?!"
 *   *   * 
წყვილი საწოლში სექსის მერე:
- ძვირფასო, მე და შენ როდესმე დავქორწინდებით?
- გაგიჟდი?! ვის რა ჯანდაბად ვუნდივართ ჩვენ?!
 *   *   *
ორი ძმაკაცი ხვდება ერთმანეთს. ერთი ეკითხება, სად მიდიხარო, მეორემ - მამაოსთან აღსარება უნდა ჩავაბაროო... ძმურად, დიდხანს ელაპარაკე, გთხოვო! მაგის ცოლთან დავდივარ და არ მოგვისწროსო... რას ამბობ, მაგას როგორ ვიზავ, ცოდვააო... თუმცა, მაინც "დაიკერა"...  მივიდა და აბარებს აღსარებას... მიედო, მოედო... მოკლედ, 2 საათი ელაპარაკა. ბოლოს უთხრა - მამაო, რომ არ გავამხილო არ შემიძლია, ცოდვაში ვერ ჩავდგები, ამდენი იმიტომ გელაპარაკე, რომ ძმაკაცმა მთხოვა გაართეო, შენ ცოლთან დადისო...
მამაომ შეხედა და  -  მე ბერი ვარ, ცოლ-შვილი არ მყავს და დაფიქრდი აბა ვის ცოლთან დადის შენი ძმაკაციო...
*   *   *
ქმარი გამთენიისას მივიდა სახლში. 
- სიტყვები არა მაქვს! - ეუბნება აღშფოთებული ცოლი.
- მადლობა ღმერთს! - ცაში ხელებს აღაპყრობს ქმარი. 
*   *   *
ქმარი აღვიძებს ცოლს ღამით, აწვდის ანალგინს და ჭიქით წყალს..
- თავი არ მტკივა და რად მინდა?!
- აჰააა! დაგიჭირეეე?! 
*   *   *
12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლი ქმარს:
- ძვირფასო, ცხოვრებაში გამარჯვებული ხარ თუ დამარცხებული?
- დაზარალებული საყვარელო
*   *   *
- ცოლი რატომ არ მოგყავს?! 27 წლის ხარ, დროა უკვე...
- თქვენ ისევ ცოცხალი ხართ?! 71-ის ხართ, დროა უკვე...  
*   *   *
-გურიაში, სამოთხის ბაღში ადამი, ევა და ბიძინა არიან. გველი დადის აქეთ-იქით დაბნეული... 
- რა დაგემართა, რას დეიარები აქეთ-იქით? - ეკითხება ადამი.გველი გაოგნებული პასუხობს:
- სა წეიღო ამ კაცმა ვაშლის ხეი?
*   *   *
სიძე სმს-ს უგზავნის სიდედრს: "თქვენი ნახელავი (ქალიშვილი) ვერ ამზადებს ნორმალურ საჭმელს! არ ალაგებს! არ რეცხავს და ჩემს პერანგებსაც არ აუთოვებს!" 
სიდედრი პასუხობს: "არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო! ნახელავი გადმოგეცათ, - გარანტიის ვადაც ამოწურულია! მწარმოებელი პასუხისმგელბლობას ვეღარ აიღებს! პს: შესაძლოა პროგრამამ აურია.. სცადეთ დაატრიალოთ თქვენი გასაღები სადაც საჭიროა.. თუ ვერაფერს გააწყობთ, გამოიძახეთ დამხმარე (ხელოსანი)!!!" 
	
                    







