EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
						« სიცილის ზონა »
კატეგორია: იუმორიავტორი:
თარიღი: 2013-03-02 19:02:17
			სვანს ეკითხებიან:
			- წერა-კითხვა იცი?
			- წერა ვიცი, კითხვა არა - უპასუხა სვანმა.
			- დაწერე აბა - მიცეს პასტა ფურცელი.
			რაღაც დაჯღაბნა.
			- რა დაწერე?
			- ხომ გითხარით კითხვა არ ვიცი მეთქი
			–ვინაა ეს მახინჯი ქალი?
			–ჩემი ცოლი.
			–ბოდიში,ძმაო,მივქარე!
			–შენ კი არა მე მივქარე!
			სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
			- ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ:
			„ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა..."
			- ეს ცხონებული თინა მასწავლებელია... - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ
			ორი მეგობარი საუბრობს:
			– ამასწინათ მაგრად გადავრჩი, ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახე. გადავწყვიტე თავი დამეზღვია, კატა ვიყიდე და საყვარლის სახელი დავარქვი.
			– ოჰო, მაგრად მოგიფიქრებია, ხო იცი!
			– ეგ კი კარგია, მაგრამ ერთი კვირის წინ ცოლმა ლეკვი მოიყვანა და კოტეს ეძახის.
			- თვალი თვალისა წილ! კბილი კბილისა წილ!
			წარმოთქვა მოსწავლემ და ორიანები დაუწერა თავის მასწავლებელს ოდნოკლასნიკებში.
			პაციენტი ეკითხება ექიმს:
			– ექიმო, რა მომელის? ოპერაცია? ამპუტაცია?
			– ახლა რომ გითხრათ და ყველაფერი მოგიყვეთ, მერე საინტერესო აღარ იქნება
			ზღარბი სარკეში იხედება და თან მღერის:
			– ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს…
			იტოგში სვანები ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტენ ხოდა სულ 23 კაცია
			გაიყოფიან 11 -11 ზე და ერთი კაცი ისე დარჩებათ
			ბურთია არ აქვთ და გაეკიდებიან ამ სვანს, 
			რაც ძალა და ღონე აქვს გარბის ეს სვანი ბოლოს დაიღლება და
			იარაღს თავზე მიიდებს
			- გაჩერდით თორე ბურთს გავხეთქავო
			რუსი მეცნიერები ცდილობენ გემოს გასინჯვით სპირტიანი სასმელების ამოცნობას. მივა ქართველი და ეუბნება:
			- რად უნდა მაგას დალევა? შემიხვიეთ თვალები, დავსუნავ და ამოვიცნობ.
			დათანხმდნენ. შეუხვიეს თვალები. დაუსხეს ჭიქაში სასმელი და მიაწოდეს. დასუნა ქართველმა და ამბობს:
			- ვინო ხვანჩკარა, ცვეტ ჩიორნი, 12 გრადუსოვიი.
			ვაახ, გაუკვირდათ რუსებს. კიდე დაუსხეს. დასუნა ქართველმა:
			- ვოდკა რუსსკაია, ცვეტ ბელიი, 40 გრადუსოვიი.
			მთლად შეიცხადეს რუსებმა. ერთ მეცნიერს ცოლი ახლდა და ჩაუფსა ჭიქაში. დასუნა ქართველმა.
			- მოჟნა ეშიო რაზ?
			- და
			- ... ვააახ, ნატაშა ივანოვნა, გოროდ მასკვა, ულიცა პუშკინა 152, კვარტირა 14
			შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში მივიდა ერთი მდიდარი ქართველი:
			– მე თქვენს ბანკში ფული მინდა შევინახო.
			– კი, ბატონო, რამდენი გინდათ შეინახოთ?
			ქართველმა ფრთხილად მიმოიხედა აქეთ-იქით და ჩურჩულით უპასუხა:
			– 700 000 $.
			– შეგიძლიათ ხმამაღლა ილაპარაკოთ. სიღარიბე ჩვენთან დასაძრახი არ არის.
			მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის. ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს:
			- კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ.
			
			- ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს:
			
			- გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის!
			ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს.
			ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: - ,,შვილ ბუშს მამა ბუშისგან".
			ბლერი ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: - ,,ბლერს დედა დედოფლისაგან".
			სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით. წარწერა: - ,,ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისაგან".
			სვანი მიდის ნათესავთან სამსახურში და დაინახავს კარზე აწერია კადრების
			განყოფილება. შეაღებს კარს და დაინახავს ლამაზ ქალს.
			-იკადრებთ რამეს
			ქალბატონო?!
                    







