EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« დრუიდების ჰოროსკოპი - სამხრეთის ხებარდა »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-14 00:17:22

(09.02  --- 18. 02,   14.08  --- 23.08)

 

ტოტებგაშლილი,  მძლავრი  და  არცთუ ტანადი, სოლიდური  და  ლამაზი  მცენარის  შთაბეჭდილებას  ახდენს. ადვილად  ეგუება ყოველგვარ  პირობებს. მართალია, ისიც  ოცნებობს  კომფორტზე,  მაგრამ  თუ  დასჭირდა   ღია  ცის  ქვეშ  შეუძლია  გაათენოს  ღამე. ჯანმრთელია. ყველგან  თავს  თავისუფლად  გრძნობს   და  გაუბედავი  არ  არის.  დინამიური, თავისთავში  დარწმუნებულია,  ყველას  აიძულებს   ანგარიში  გაუწიონ,  ამავე დროს  მეტად  მტკივნეულად  განიცდის  და  თითქმის  ვერც  იგებს   ხუმრობას  საკუთარ  თავზე.

უყვარს  განაცვიფროს,  დააბნიოს , უეცრად თავს  დაესხას,  იყოს  ყველას  ყურადღების ცენტრში,  მზადაა გაიღოს ყოველგვარი  მსხვერპლი,  რომ  ამას  მიაღწიოს.  თვლის,  რომ  სწორედ მან  უნდა  მიიიღოს  გადაწყვეტილებები  და  გადამწყვეტი  სიტყვა  თქვას. ბრწყინვალედ  წყვეტს  ყველაზე  რთულ  საკითხებს. არ  იცის  რა არის  საშიშროება,  წინდაუხედავია,  გააჩნია  ნიჭი გაუთვალისწინებელ   სიტუაციებში  გაებას,  თუმცა,   საბედნიეროდ,    შეუძლია  ადვილად  დაიხსნას   მათთგან  თავი.  ამაყია,  თავმომწონე, პირდაპირი, ამასთანავე  გამოუსწორებელი  ოპტიმისტია,  რასაც   ხშირად  მიჰყავს  გაუფრთხილებელ  მოქმედებამდე  როგორც საქმიან,  ისე  პირად  ცხოვრებაში. აქვს  ექსცეცებისაკენ  მიდრეკილება,  თუმცა  გარეგნულად  დამოუკიდებელი  ჩანს, შეუძლია სხვისი გავლენის  ქვეშ  მოექცეს.  შესაძლოა,  გამოცდილი  ადამიანის   ხელმძღვანელობით სხვისი    ნების  იარაღად  იქცეს.   ხებარდთა  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  შორის   ბევრი  გმირია,  მაგრამ არანაკლებია  წამებულთა   რიცხვიც.

    განიცდის  რა  სხვების  გავლენას,  თვითონაც   გააჩნია უნარი  თავის ნებას დაუმორჩილოს   სხვები,  წააქეზოს,  შეაგულიანოს  გარშემომყოფნი.  მეტისმეტად  ჟინიანია   და  მათ  რიცხვს მიეკუთვნება,  ვინც  ყოველთვის  მართალნი არიან.

მგრძნობიარე  და  სენტიმენტალურია  ----შეუძლია  სამუდამოდ  შეუყვარდეს  ვინმე და  ამ  სიყვარულს  ამაღლებულად აღიქვამს. დანარჩენი  დროსტარების  სასიამოვნო და  არცთუ  დიდი  ყურადღების  მისაქცევ  საშუალებად  მიაჩნია. ინტელიგენტურია  და  გააჩნია  პრობლემების  სინთეზირებულად  აღქმის ნიჭი.  საოცარი  სისწრაფით  გაიაზრებს  და  ღებულობს  გადაწყვეტილებებს.  ხშირად  ამჟღავნებს მიდრეკლებას  არტისტიზმისაკენ,   უმთავრესად  მუსიკის  სფეროში.  ყოველ  შემთხვევაში  იგი  გამოირჩევა  რიტმის  დიდი  გრძნობით.  დაბადებულია  რა  თავგადასავლებისთვის,  ჩვეულებრივ  ატარებს მოუსვენარ  და    მრავალფეროვან  შრომით  ცხოვრებას.

ხებარდის  ნიშნის ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები: იმპულსურობა,  ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა,  დედუქციის  უნარი.ხებარდის  ნიშნის ქვეშ  დაიბადნენ: გალილეი,  ბრეხტი,  დარვინი,  კოსტიუშკო,  გოეთე,  გიეურენი.

 

მოამზადა_ ლელა სოსელიამ