EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს სთხოვა, რუსეთს კორექტულობისკენ მოუწოდოს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-19 23:17:23

19/07/13 23:16

დიდ გაურკვევლობას და შეშფოთებას იწვევს ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ე.წ საზღვრების გადმოწევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მან პოლონელ კოლეგას სთხოვა, რუსეთს კორექტულობისკენ მოუწოდოს.

"ჩვენ ვგრძნობთ იმის ვალდებულებას, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან. გავაკეთეთ გარკვეული წარმატებული ნაბიჯებიც ამ მიმართულებით, აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობა, ამავდროლად ჩემში დიდ გაურკვევლობას და შეშფოთებას იწვევს პარალელურად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ე.წ. საზღვრებზე, როდესაც მუდმივად ხდება ე.წ. საზღვრები გამოდმოწევა. მე ვთხოვე პატონ პრემიერს რომ მანაც გააკეთოს ამაზე მინიშნება და მოუწოდოს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს ვიყოთ უფრო კორექტულები. რათა ის რაც გაჩნდა ორ ქვეყანას შორის არ გავაფერმკრთალოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.