EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი - ტირიფი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 01:22:18

(01.03 ---  10.03,   03.09 --- 12.09 )

თავისი  საარაკო  მელანქოლიური  სილამაზით  ტირიფი  მეტად  მიმზიდველი  და  თავისებურია.  მხოლოდ  გარეგნობაც  კი  რომ  განსაზღვრავს   მისი მშვენიერების   საფუძველს (  განსაკუთრებით თუ ტირიფი ქალია),  მასში  რაღაც  საიდუმლოს  შეიგრძნობ. იგი  აღსავსეა  ბუნდოვანი  აზრებით, შეუცნობელი სურვილებით, რომლებსაც ხანდახან  თვითონაც  ვერ განსაზღვრავს. მეტად  მგრძნობიარეა,  უყვარს მზის  სითბო,  წყალთან  ყოფნა.  ყველა   სუნსა  და  გემოზე  რეაგირებს,  როგორც  არავის  შეუძლია   წუთიერი  სიამეებით  ისარგებლოს  და  არც  ერთ  მათგანზე  უარს არ ამბობს.  არ  უნდა დავუჯეროთ  ტირიფის  გარეგნულ  თვინიერებას.  პირიქით, იგი  საქმიანი  და  გაბედულია,  კარგად  იცის რა  სურს.  არასოდეს  არავის  არაფერს  ახვევს  თავს,  რადგან  განვითარებული   აქვს  სხვებისადმი  პატივისცემის  გრძნობა      და  ბრძანებლობის  სურვილი  არ  გააჩნია.

აქვს  რაღაც პოეტური.  მის  მელანქოლიურ  სენტენციებს მოახლოებული  შემოდგომისა  და  სწრაფად   მსბროლავი   სიცოცხლის  თაობაზე მაინცდამაინც არ  უნდა  ვერწმუნოთ  და  პესიმიზმის  გამოხატულებად  არ უნდა  ჩავთვალოთ. ტირიფი  ხანდახან   მეტად  უფრო  რთლი  პარტნიორია  რადგან  არ  აქვს   სწრაფი  ადაპტაციის  უნარი  და  კოპრომისებიც  არ უყვარს.   მისი  უმწეობა  და    უსუსურობა  ხშირად  მხოლოდ  ტაქტიკაა,  დროდადრო  გართობის  და  ხანდახან  პირადი  სარგებლობის  მიზნით  მას  ბრწყინვალედ  შეუძლია   გაითამაშოს  სუსტი  არსების  როლი.   საერთოდ  კი  ცხოვრებაში  შეუძლია  შესანიშნავად  დაიცვას  თავი.

გრძნობები  უფრო მეტა  რომანტიკული   აქვს,  ვიდრე   სენტიმენტალური.  უყვარს   ხორციელი  სიამოვნებანი,  პოეტური  ელფერი შეაქვს  მათში.  ტირიფს  არ  უყვარს უფერული,  საყოველდღეო  გრძნობები.  მას  აქვს  არტისტული ნიჭი, ინტუიცია და  მდიდარი  წარმოსახვა. ხანდახან  კარგი  ფსიქოლოგიცაა,  რაც  განსაზღვრულ გამჭრიახობასთან  ერთად  საშუალებას  აძლევს  გამოიცნოს  სხვების  აზრები და  სურვილები.  მას  შეეძლო  სავსებით  მშვიდად  ეცხოვრა,  რომ   არა  მეტისმეტი  ლტოლვა  სასიყვარულო  განცდებისადმი,  მაგრამ  მისი  წუწუნი  არ  შეიძლება  სერიოზულად  მიიღოთ,  გრძნობებს  ტანჯვით  არა  შეფერადებული,  იგი  არ  აფასებს.

ტირიფის  ნიშნის ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები:  ინტუიცია,  მდიდარი   წარმოსახვის  უნარი.

ტირიფის  ნიშნის  ქვეშ დაიბადნენ:  სმეტანა,  ელიზავეტა   პირველი (  ინგლისელი),  მორის  შევალიე.  

  მოამზადა_ ლელა სოსელიამ