EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი - თხილი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 01:29:05

( 22.03 – 31.03,   24.09 – 03.10)

ხშირად  სუსტია,  შეუხედავი.  თავის  ,,მე’’ -ს   სხვებს  თავს  არ  ახვევს,  მაგრამ  თუ  ახლოს  გაეცნობით,  არ  შეიძლება  არ  იგრძნოთ მისგან  გამოსხივებული  მომხიბვლელობა,  არ  დაინახოთ  მისი  ორიგინალური  ჭკუა.

  თხილი მცირედით  კმაყოფილდება ,  ცხოვრების  ყოველგვარ  პირობებს  ეგუება   და  ყველაფერი   ესმის.  მისი  გარეგნობა  თითქმის  მაგიურ  ზემოქმედებას  ახდენს.  თუ  სურს,  შესძლებს  თავი  მოგაწონოთ,  შეუძლია  თავი  შეგაყვაროთ.  შეუძლია  იყოს  კეთილი,  ბრძენი,  მომთმენი,  მაგრამ  ამასთანავე  შეუძლია  საშიში,  ბოროტი  და  მავნეც  გახდეს.  ყველაფერი   ჯადოქრობაა  --- თეთრია   თუ  შავი,  მის  წუთიერ  განწყობილებაზე  და  პირად  კაპრიზზეა  დამოკიდებული.  მთლიანად  კეთილი  ან  დახვეწილი  ბოროტია -  ასეთია  თხილი  და  ამიტომაა,   რომ  ადამიანებს,   რომლებიც  მისი  ნიშნის  ქვეშ დაიბადნენ,  შუა  საუკუნეებში ხშირად  ჯადოქრობას    აბრალებდნენ.  თუ  ვინმეს  დაუახლოვდება ,  ყველაფერს  გააკეთებს  რათა  სიცოცხლე  შეუმსუბუქოს,  მაგრამ  ფრთხილად  იყავი  თუ  მის  სიმპათიას  ვერ  დაიმსახურებ.     

   თუმცა  თავმდაბალი  და  თავშეუკავებელია,  შეუმჩნეველი  არასოდეს  რჩება.  უკიდურესად ორიგინალურია, არავისი  მსგავსი,  ცხოვრება  ყველასგან  განსხვავებით  აქვს  გააზრებული,  ზოგჯერ  კი - ,,საწინააღმდეგოდ“.

მაშინაც  კი,  როცა  უყვართ,  იგი   საწუხარს  გაუჩენს.  შეუძლია   გამოიცნოს  ყველაზე  უფრო   შეფარული  აზრები,  გამოვიდეს  მოულოდნელი   წინადადებით,  ისე იქცევა,  რომ მისგან  ყველაფერი  მოსალოდნელია.  მეტისმეტად  გაუწონასწორებელია.  შეუძლია  იყოს  ფრიად ინიციატივიანი,  ისიც  შეუძლია,  რომ  ყველაფერი  მიატოვოს  და  დინებას  მიჰყვეს.  ამაში  თავისთავს  ანგარიშს  უწევს   მაშინაც  კი,  როცა  თავს  მეტად ყაირათიანად  წარმოგვიდგენს.       სიყვარულში  შეუძლია  იყოს  ყველაზე  უფრო  საყვარელიც   და  ყველაზე  უფრო  მტანჯველი  პარტნიორიც.   განწყობილება   სწრაფად  ეცვლება.  თუ  რისკის  არ  ეშინია,  დაუკავშირდი  მას.  თუ  მასთან ერთობლივი  ცხოვრება  სიმშვიდეს  არ  მოგიტანს,  მეტად  წარმტაცი  მაინც  იქნება.   მრავალმხრივი  ცოდნა  აქვს,  სწავლობს დ ა  ყველაფერს  სწვდება ს აოცრად  სწრაფად  და  ადვილად,  მაგრამ  მხოლოდ  მის ნებაზეა  თავის ცოდნას გამოიყენებს  თუ  არა  სასარგებლოდ  და  მთლიანად.

თხილის  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა თვისებები:  მიდრეკილება  სინთეზისადმი,  ინტუიცია,  ფანტაზია.

თხილის  ნიშნის  ქვეშ  დაიბადნენ:  ტასკანინი,  მარსელ  მარსო,  რაფაელი, გოია,  ვან  გოგი,  ჰაიდნი,  პროსპერ  მერიმე,  გრემ  გრინი,  ნელსონი,  სოფი  ლორენი,  სერვანტესი.

მოამზადა_ ლელა სოსელიამ