EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« დრუიდების ჰოროსკოპი - ნეკერჩხალი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 01:34:31

( 11. 04  --- 20. 04,  14.10 – 23.10)

აკურატული,  მოვლილი,  ხანდაან  ცოტათი  კეკლუციც  კი.  ხშირად  იქაა,  სადაც  ყველაზე უფრო  საინტერესო  რამ  ხდება.  თვალყურს  ადევნებს  მოდას.  საშუალო  პიროვნებათა  რიცხვს  არ  მიეკუთვნება.  სავსეა  ენერგიითა  და  მხნეობით,  დაუღალავია.  ნეკერჩხალი,  როგორც  იტყვიან,  ყოველთვის მოწოდების  სიმაღლეზეა.  იგი  შეიძლება  ინდივიდუალისტებს  მივაკუთვნოთ.  თუმცა  ბუნებით   ნეკერჩხალი  თავშეკავებული  და  გაუბედავია, მაგრამ  შეუძლია  მიიღოს  ყველაზე  უფრო   რისკიანი  გადაწყვეტილებანი,  რომელთა  საფუძველი  ცხოვრებისეული  ინტერესი უფროა,  ვიდრე  მატერიალური  ფაქტორი.  არ  უყვარს  სახლში  ყოფნა,  ხალისით ეცნობა  ახალ  ადამიანებს.  აქვს  ადამიანთა  გულახდილობის  გამოწვევის  ნიჭი, მაგრამ  თუ  რაიმეს   გაანდობთ,  საშიში  არაფერია, - არასოდეს  არ ჰგმობს  სხვათა  ნამოქმედარს  და  სხვის  საიდუმლოებებზე  არ  ლაპარაკობს.

   ჩვეულებივ    უამრავი  გეგმა  აქვს,  ხშირად  უცნაური,  ექსტრავაგანტური.  უყვარს  ყოველგვარი  სიახლეეები,  ენთუზიაზმით  იცავს   ყოველნაირ  ახალ  იდეებს,  თუმცა  თვითონ  იშვიათად   ახორციელებს   საკუთარ  პროექტებს,  ეს  ხელს  არ  უშლის  თავისი  ფართო  ჰორიზონტით   დაკმაყოფილდეს.  არის მასში  ცოტაოდენი  ცინიზმიც.  არ  უყვარს და  არ  ეშინია  საზოგადოებრივი  აზრისა.  პირიქით,   მოსწონს,  როცა  მასზე  ლაპარაკობენ.

    სიყვარულში  რთულია.   საოცარი  და  გაუთვალისწინებელი   გზებით  მიწევს  წინ.  მაგრამ  ეს  არ ნიშნავს,  რომ  ბედნიერებას  მონახავს,  თუ  ანალოგიური  აზროვნებისა და   გემოვნების  პარტნიორს  შეხვდება. აქვს ნათელი და  გამჭრიახი  გონება.  მუხედავად  იმისა, რომ   უამრავი  პრობლემა  აქვს,  არც  წარმოსახვა  აკლია    და   არც  ინტუიცია.  ერთი  სიტყვით,  მისი  ხასიათი  მრავალმხრივია.

   ნეკერჩხლის ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები:   ცოცხალი  ხასიათი,  იუმორის  გრძნობა,  დედუქციის  უნარი,  ანალიტიკური  გონება.

 ნეკერჩხლის  ნიშნის  ქვეშ  დაიბადნენ:    ეკატერინე  მედიჩი,   ლეონარდო  და  ვინჩი,  ანატოლ  ფრანსი,  ჩარლი  ჩაპლინი,  ლუკრეცია ბორჯი,  ლეოპოლდ  სტოკოვსკი.

მოამზადა_ ლელა სოსელიამ