EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 21:34:25

დრუიდების ჰოროსკოპი

დრუიდების  ჰოროსკოპი

დრუიდების    ჰოროსკოპი,  რომელსაც  ხანდახან   გალურ  ჰოროსკოპსაც  უწოდებენ,  ორიათას  წელზე  მეტს  ითვლის.

  ჰოროსკოპის გარდა, დრუედებს  უნდა  ვუმადლოდეთ   საახალწლო  ნაძვის  ხის ჩვეულების   დამკვიდრებას.  თვით მათზე ცოტა  რამაა  ცნობილი. ძველ  გალეთში,  ირლანდიასა  და ბრიტანეთში  ისინი კელტების  ტრადიციული   ხალხური  თქმულებებისა   და  წეს-ჩვეულებების ქურუმ-შთამომავალთა   დახურულ   კასტას  შეადგენდნენ.  საუკუნეების  მანძილზე  ზეპირად  თაობიდან გადაცემული   ამ  თქმულებათა   დიდი  ნაწილი  ჩვენთვის  დაკარგულია.

   დრუიდები,  სანამ  კაპლანურ   საქმიანობას   დაივიწყებდნენ,  ვალდებულნი   იყვნენ  იცი  წელი  მარტოობაში  გაეტარებინათ.  ჩვეულებრივ   ისინი ტყეში ცხოვრობდნენ,  ტყე   კი მათთვის  წმიდათაწმიდა  რამ  იყო.  ამ  გამოცდას   უნდა  განემტკიცებინა   მათი  ხასიათი   და იგი   კურთხევის  პირველ  ეტაპად ითვლებოდა.

  უმაღლეს  კატეგორიას  განეკუთვნებოდნენ  ქურუმები, რომლებიც  ჯადოსნობით  იყვნენ ცნობილი.  ისინი  ადგენდნენ   ტომისათვის  იღბლიანი  დღეების  კალენდარს   და  მათ  პატივს  მიაგებდნენ,  როგორც  წარსულის  შემნახველთ  და  მომავლის  წანასწარმეტყველთ.

  დრუიდები  დიდ  მნიშვნელობას  ანიჭებდნენ    ტყეს,  ხეებს,  რომელთა  შორისაც   უხდებოდათ   ცხოვრება.   ალბათ  აქედან   მოდის  მათ  მიერ  ადამიანის  ბუნების  დაკავშირება  ხეებთან. ისინი  ამტკიცებდნენ,  რომ  ყოველ  ადამიანს,  ისევე  როგორც   ხეს  აქვს  თავისი  განსაზღვრული  თვისებები,  ღირსებები  და  ნაკლოვანებები.  თითოეული  ცხოვრების  განსაზღვრულ  პირობებს  მოითხოვს.

  ძალიან  დიდ  მნიშვნელობას  ანიჭებდნენ  მზია  საზამთრო  და    საზაფხულო  პირისპირ  დგომას,  გაზაფხულის    ან  ზაფხულის   ბუნიობას   ამ  დღეებში.   ამ  დღეებში  საზეიმო  სვლებს  აწყობდნენ   და  მსხვერპლად   ცივ  ხარებს  სწირავდნენ.  საერთოდ  მზის  მდგომარეობა   დედამიწის  მიმართ   მათი  ჰოროსკოპის  საფუძველია.  შესაბამისად  ადამიანის  ბედი,  მისი  მომავალი, ხასიათი   და  ნიჭიერება  დამოკიდებულია  იმაზე,  თუ  მზე   რა  მანძილზე  იყო  დედამიწისაგან  მისი  დაბადების  დღეს.  ამიტომ   აქვს  ყოველ  ნიშანს  მოქმედების  ორი პერიოდი.

  სოჭი: 2  იანვარი - 11  იანვარი,   5  ივლისი  -  14  ივლისი.

 თელა:  12  იანვარი -  24  იანვარი,  15  ივლისი -  25 ივლისი.

კვიპაროსი: 25  იანვარი -  3  თებერვალი ,  26  ივლისი - 4  აგვისტო.

 

ალვა: 4  თებერვალი - 8 თებერვალი ,  5  აგვისტო -  13 აგვისტო.

სამხრეთის  ხებარდა: 9 თებერვალი - 18  თებერვალი,  14  აგვისტო - 23  აგვისტო.

ფიჭვი: 19  თებერვალი - 28/29 თებერვალი,  24   აგვისტო -  2 სექტემბერი.

ტირიფი: 1  მარტი -  10  მარტი,  3  სექტემბერი - 12  სექტემბერი.

ცაცხვი: 11  მარტი -  20  მარტი, 13  სექტემბერი -  23  სექტემბერი.

თხილი: 22 მარტი - 31 მარტი,  24  სექტემბერი - 3  ოქტომბერი.

ცირცელი: 1  აპრილი -  10  აპრილი,    4  ოქტომბერი -  13  ოქტომბერი.

ნეკერჩხალი:  11  აპრილი - 20  აპრილი,  14  ოქტომბერი -  23  ოქტომბერი.

კაკალი: 21  აპრილი - 30  აპრილი,   24  ოქტომბერი -  2  ნოემბერი.

ჟასმინი:   1 მაისი - 14  მაისი,  3  ნოემბერი -  11  ნოემბერი.

წაბლი: 15  მაისი - 24  მაისი,  12  ნოემბერი - 21  ნოემბერი.

იფანი: 25  მაისი -  3 ივნისი,  22  ნოემბერი - 1  დეკემბერი.

რცხილა: 4  ივნისი-  13 ივნისი,   2  დეკემბერი - 11  დეკემბერი.

ლეღვი: 14  ივნისი - 23  ივნისი,  12  დეკემბერი -  21  დეკემბერი.

მუხა: 21 მარტი -  გაზაფხულის   ბუნიობა.

არყი:  24 ივნისი -  ზაფხულის პირისპირდგომა.

ზეთისხილი: 23  ოქტომბერი -  შემოდგომის ბუნიობა.

წიფელი:  21 – 22 სეკემბერი -  ზამთრის პირისპირდგომა.

ვაშლის ხე: 22  დეკემბერი - 1 იანვარი,  25  ივნისი -  4 ივლისი.