EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი - იფანი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 23:47:08

დრუიდების ჰოროსკოპი - იფანი

( 25.05 -  03.06,     22.11 – 01.12)

 

ეს მშვენიერი,  ძლიერი  ხეა.  საამოდ  გამოიყურება,  მოხდენილი  სილუეტი  აქვს,  ელეგანტურია  და  მოძრაობა  თავისუფალი  აქვს. საკუთარი თავი  მოსწონს, მაგრამ  მასთან მუდმივი  ცხოვრება  ადვილი  არ  არის.  აქვს მკვირცხლი   ხასიათი და  ფრიად  მომთხოვნია.  ისწრაფვის  იქითკენ,   რომ  მასზე  ზრუნავდნენ,  ფიქრობდნენ  და  ცხოვრობდნენ  ისე  როგორც  მას  ყველაზე  უფრო  მოსწონს,  აკეთოს  მხოლოდ  ის რაც  მას   სურს.   და რადგან  დამოუკიდებელ  ცხოვრებას  ელტვის - ყველა  კარგად ვერ  იტანს ამას.

   დასცინის   ცხოვრებისეულ  სიძნელეებს, რაც  ქმნის  უპასუხისმგებლობისა  და უნებისყოფობის   შთაბეჭდილებას. მაგრამ  ყოველივე  ეს  გარეგნულია.  იფანმა  ძალიან კარგად  იცის  რა  სურს,  უფრო  კარგად  -  რა  არ  სურს.  თავმოყვარეა  ყველაფერში,  რაც  მის  წარმატებასა  და კეთილდღეობას  ეხება.  საკუთარი  ბედნიერებისაკენ მისწრაფებაში  იმდენად   ეგოისტურია, რომ  შეუძლია  ფეხქვეშ  გათელოს  ყველაფერი,  რაც ხელს  უშლის  მიზნისაკენ  მიმავალ  გზაზე.  ეგოისტია,  მაგრამ  არა  ძუნწი.  გულუხვია,  რაც  გააჩნია, - ყველაფერი  შეუძლია   სხვას  გაუყოს. ეს  ჭირვეული  ნატურა  სიყვარულის  სფეროში  სრულიად  გასხვავებულ   თვისებებს  ავლენს: წინდახედულობას,  ერთგულებას,  შორსმჭვრეტელობას.  სწორედ   ამ  სფეროში  აქვს იფანს  წარმატებები  და  შეუძლია  კარგად  აირჩიოს, აწონ-დაწონოს.  სიყვარულით  მისი  ქორწინება    ამავე  დროს  არის  ქორწინება  გონების   კარნახით.  იშვიათად   ცდება  და  დიდ  ძალისხმევას  იჩენს  ოჯახური  ცხოვრების  ორგანიზაციაში,  რაც  ხშირად  წარმატებით  გვირგვინდება.  მისი  ჭკუა  პირველ  რიგში  ინტუიციას  ეყრდნობა .  ორიგინალურია  და ფანტაზიით  აღსავსე.  იფანსაც,  ისევე  როგორც   ცირცელს,  ტირიფსა  და   კაკალს,  აქვს  წინასწარჭვრეტის  არაჩვეულებრივი  ნიჭი.  ხშირად  უყვარს  თავი  გაირთოს  წინასწარმეტყველის  როლის  გათამაშებით  და  როცა  წინასწარმეტყველება  სრულდება,  მისი   ნიჭისა   და  შორსმჭვრეტელობის   სახელი  კიდევ  უფრო  მტკიცდება.

 იფანი ყოველთვის   ცოტათი   ბედს  ეთამაშება,  მაგრამ ეს  საიმედო  ხეა,  არ  შეშინდეთ,  თავი  შეაფარეთ   მის ჩრდილს.

 იფნის  ქვეშ   დაბადებულთა  თვისებები:  ინტელიგენტურობა,  მისწრაფება  სინთეზისადმი,  ინტუიცია,  ფანატიზმი.

იფნის  ნიშნის ქვეშ   დაიბადნენ:   დე  გოლი, ,  ჯონ  კენედი,   მარკ  ტვენი.