EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბარდის სუპი / გაროხის სუპი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: keke

თარიღი: 2013-09-10 20:07:26

გაროხის სუპი / ბარდის სუპი

მომზადების დრო 2სთ 30წთ
პორცია:8
ინგრედიენტები:
ხმელი გაროხი 250გრ
ხახვი 1ც
სტაფილო 1ც
დაფნის ფოთოლი 1ც
პილპილი
კამა 1კონა
ღორის შებოლილი ხორცი 150გრ
ნიორი 1კბილი
კარტოფილი 4ც
წიწაკის მარცვლები 5ც
მარილი


მომზადების წესი:

გავრეცხოთ გაროხი, გავასუფთაოთ ხახვი და ნიორი.

ჩავყაროთ 4ლიტრიან ქვაბში გაროხი, ხახვი, ნიორი, წიწაკის მარცვლები და დავასხათ ცივი წყალი. ვხარშოთ დაახლოებით 2 საათის მანძილზე დაბალ ცეცხლზე, სანამ გაროხი არ ჩაიშლება, რათა ბულიონი გამოვიდეს გემრიელი და ნოყიერი.

გავასუფთაოთ და დავჭრათ კარტოფილი კუბიკებად, სტაფილო დავჭრად მოგრძო ნაჭრებად. როცა გაროხი მზად იქნება ამოვიღოთ ხახვი და ჩავუშვათ გაროხიან მასაში კარტოფილი + სტაფილო.
ასევე დავამატოთ დაფნის ფოთოლი, მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით, ვხარშოთ 15-20 წუთის მანძილზე, როცა სუპი მომზადდება აუცილებლად უნდა ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი.

დავჭრათ შებოლილი ხორცი მოგრძო ნაჭრებად. (შესაძლებელია იყოს ქათმის ფილე)

შევბრაწოთ შებოლილი ხორცი ზეთში შეწითლებამდე, და ჩავუშვათ სუპში, მას შემდეგ რაც მომზადდება კარტოფილი. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.

გაროხის სუპს ძალიან უხდება თეთრი პურისგან მომზადებული კრუტონები.