EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბერძნული სალათი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი:

თარიღი: 2013-09-10 20:43:42

შეიძლება ითქვას რომ ეს არის ყველაზე პოპულარული ბოსტნეულის სალათი, მსუბუქი მაგრამ ნოყიერი. ამ ინგრედიენტებით გამოდის 7-8 პორცია.

კერძის კალორიულობა: ბერძნული სალათი 100გრ – 49კკალ.
ინგრედიენტები:
პომიდორი 500გრ
ბულგარული 350გრ
კიტრი 400გრ
ხახვი 150გრ
ბრინზა(ან ფეტა) 200გრ
ზეთისხილი(კურკის გარეშე) 150გრ
სოუსი:
5ს/კ ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთი
5ს/კ ლიმნის წვენი
მარილი
მწარე წიწაკა
მომზადების წესი:
პომიდვრები დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

კიტრი გავჭრათ შუაზე, შემდეგ კი დავჭრათ თხელ ნახევარმთვარეებად.

წიწაკა გავასუფთაოთ და დავჭრათ ჩხირებად.

შემდეგ დავჭრათ ხახვი ნახევარმთვარეებად.

ფეტა დავჭრათ კუბიკებად.

მოვამზადოთ სოუსი: შევურიოთ ზეთში ლიმნის წვენი, მოვაყაროთ მარილი და მწარე წიწაკა.

სასალათეში ჩავალაგოთ პომიდორი, კიტრი, ბულგარული და ხახვი.

მოვასხათ სოუსი, ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ ფრთხილად დავალაგოთ ზედ დაჭრილი ყველი(მორევა საჭირო არ არის) და მთლიანი ზეთისხილები.
მოვრთოთ მწვანილით გემოვნებისამებრ.