EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ზოდიაქოს ნიშანი და ჩაცმის სტილი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-19 12:35:15

ზოდიაქოს ნიშანი და ჩაცმის სტილი

ზოდიაქოს ნიშანი ჩვენში ჩაცმის სტილის თავისებურებებსაც აყალიბებს იცოდით ეს? ნებისმიერ ჩვენთაგანს თუ იგი საკუთარი ზოდიაქოს ტიპიური წარმომადგენელია საკუთარი მზის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი გემოვნება გააჩნია ჩაცმა-დახურვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე გთავაზობთ თითოეული თქვენგანის "ფეშენ-დახასიათებას" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
 

 

ქალწული - სამოსსა და მის ფერს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა მეტად პრაქტიკულია და თუ კუროსთვის, ლომისთვის ან თხის რქისთვის "დოლჩე და გაბანა" ბევრს ნიშნავს, მისთვის ეს მარკა არაფერია. ყურადღება დეტალებზე გადააქვს და შესაძლოა, აქსესუარებით ისე გემოვნებიანად მორთოს ტანსაცმელი, რომ იმავე "დოლჩე და გაბანას" სამოსს არაფრით ჩამოუვარდებოდეს. თუ ვინმეს შავისა და თეთრის კომბინაცია უხდება, ეს სწორედ ქალწულია.

სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს განურჩევლად იმისა,საკუთარი ნიშნის ტიპიური თუ არატიპიურ წარმომადგენელს განეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, ყველას დახვეწილი გემოვნება გააჩნია. სასწორს მოსწონს ჰარმონია ყველაფერში, მათ შორის ჩაცმაში. პასტელის ფერები ეს ჩაცმულობის ის შტრიხია, რომლითაც ნებისმიერ სასწორს ამოიცნობთ.



მორიელი

მორიელებს კი განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ გამომწვევი, გულამოღებულ-დეკოლტირებული სამოსის მიმართ.
რაც შეეხება ფერებს, მათ უფრო ხშირად მუქი ტონალობები იზიდავთ, მაგრამ ნებისმიერი მორიელის სისუსტე სათვალეებია. ყველა მორიელს უყვარს გაუმჭვირვალე მინების მქონე სათვალე და იგი ნებისმიერი მათგანის გარდერობში მოიძებნება.
 

 

 

მშვილდოსანი 

რაც შეეხება მშვილდოსანს მისი საყვარელი სამოსი კედები, ჯინსები და მაისურია.. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონი ქუსლებზე დადგომას გაურბის. საჭიროების შემთხვევაში მშვილდოსანს უნარი შესწევს ძალზე სექსუალური, ქალური და მომხიბვლელი იყოს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოპრანჭული, მაგრამ სპორტული სტილი მაინც მისი სისუსტეა.


 

ვერძი - ზოდიაქოს ეს ნიშანი შემოსვის არაორდინარული სტილით გამოირჩევა და დახვეწილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ანიჭებს უპირატესობას. მანდილოსნები უფრო ღია ფერის კაბებს ირჩევენ, მამაკაცები კი - ისეთ პიჯაკსა და ფეხსაცმელს, რომელიც მათ ამბიციებს უფრო წარმოაჩენს. თუმცა არც სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ამბობენ უარს. 

 

თხის რქა

აი თუ ვინმეს გარდერობში ნაკლებად მოიძებნება სპორტული სტილის სამოსი, ეს თხის რქაა. თხის რქა ქალებს უყვართ გემოვნებით, თუმცა კონსერვატორულად ჩაცმა. კუროს შემდეგ თხის რქაც ერთერთი გამორჩეული ბრენდომანია, რადგან ხარისხი ყოველვის ურჩევნია რაოდენობას.

 



მერწყული

მერწყულის გარდერობში კი ყველანაირი სტილის და ფასონის სამოსს შეხვდებით, დაწყებული რობოერტო კავალის სათვალით დამთავრებული "სექენდ ჰენდში" შეძენილი მაქმანებიანი ჯინსებით. მერწყულის გემოვნება უაღრესად მრავალფეროვანია და რა გასაკვირია რომ მას მხოლოდ ბრენდული მაღაზიები ვერ აკმაყოფილებენ.


 

კირჩხიბი - ეს ნიშანი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს სამოსს და მის ფერს, რადგან ის უფრო ფულის დაგროვებაზეა აქცენტირებული, ამიტომ, ცდილობს რაც შეიძლება იაფად ჩაიცვას. მას აქვს "გამოსასვლელი" ტანსაცმელი, რომელსაც დიდი რუდუნებით ინახავს. წლების მატებასთან ერთად უფრო იხვეწება და შემდეგ უფრო აქცევს ყურადღებას ჩაცმას, თორემ ახალგაზრდობაში ამაზე თითქმის არ ფიქრობს. 

მას ძალიან უხდება მწვანე, შავი, მუქი ყვითელი და ვერცხლისფერი. მორიელი - მას ბობოქარი ხასიათი აქვს და, ცდილობს, ჩაცმულობაშიც გამომწვევი და მისტიკური შტრიხები შეიტანოს, ერიდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში "დიდი ფულის" დახარჯვას. ფერებიდან ირჩევს - მეწამულს, შინდისფერს, შავსა და მელნისფერს. 

 

თევზები

თევზების უმრავლესობა, უაღრესად ქალური, ნაზი და დახვეწილია. აქედან გამომდინარე დიდი სილამაზითაც რომ არ იყოს დაჯილდოვებული, თევზი ქალი მაინც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება და ნებისმიერ სამოსს იხდენს. განსაკუთრებული სიყვარული კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შარფების, ნაქსოვი ზედების და აქსესუარების მიმართ აქვთ.

 

ტყუპები - ის მხიარული ადამიანია, უყვარს მკვეთრი ფერები, მამაკაცებს - თეთრი შარვალი, მანდილოსნებს კი - დეკოლტე და ჩახსნილი ქვედა ბოლო, თუმცა არც შარვალზე ამბობენ უარს. ტყუპები არ ცდილობს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ჰქონდეს (მას ურჩევნია, რომ შეიძინოს ბევრი და იაფი, ვიდრე ცოტა და ძვირიანი). 

თუმცა ყოველთვის კარგად ("ჰაეროვნად") გამოიყურება. ფერებიდან უპირატესობას მხიარულ ფერებს ანიჭებს - ნარინჯისფერს, ვერცხლისფერს.

 

კურო - მიწის სტიქიის ეს ნიშანი სასწორსა და ლომთან ერთად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. კუროს ხომ პლანეტა ვენერა მართავს - ხელოვნების, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა. ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს ბევრი აქსესუარი არ უყვართ და ცდილობენ, ჩაცმულობაში ბევრი წვრილმანი არ იყოს. 

ეს ნიშანი გაზაფხულის ფერებს ანიჭებს უპირატესობას - მწვანეს, ღია ლურჯსა და ცისფერს, თუმცა არც თეთრზე ამბობს უარს. 

 

ლომი - ისევე, როგორც ვერძი და მშვილდოსანი, ლომიც ცეცხლის სტიქიის ნიშანია, თუმცა ჩაცმის სტილი უფრო დახვეწილი აქვს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ, მის სამოსში ოქროსფერი ჭარბობს. უყვარს ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი).

უნდა ითქვას, რომ ეს ნიშანი უფრო მეტ ყურადღებას სამარკო ნიშანსა და ფასს აქცევს, ვიდრე ფორმასა და ფერებს, მისი აზრით, პიჯაკი, რომელიც ძვირი ღირს, ხარისხიანიც იქნება.