EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-28 20:41:34

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან

 

  • ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

  • ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

  • არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

  • არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

  • არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

  • ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

  • ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, 
    კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

  • ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

  • გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

  • განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

  • გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

  • გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

  • დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

  • დგომა მგზავრისა ცთომაა.

  • ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
    ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
    სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
    მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

  • ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
    დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
    შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
    კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

  • ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
    დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
    უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
    უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

  • ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
    მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
    ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
    სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

  • ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

  • ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

  • ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

  • თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

  • თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

  • თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

  • თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

  • იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

  • კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, ცუდი რა საკვირველია!

  • კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

  • კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

  • კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

  • ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

  • მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

  • მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, 
    არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

  • მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

  • მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

  • მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

  • მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

  • მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

  • მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

  • მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

  • ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

  • ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

  • ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

  • რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

  • რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

  • რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

  • რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

  • რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, 
    იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

  • სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
    რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!

  • სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

  • სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

  • სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

  • სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

  • სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

  • უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

  • უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

  • ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

  • ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

  • ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

  • ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
    თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

  • ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

  • ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
    გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

  • ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.