EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - რ »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-18 17:38:59

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - რ

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - რ

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

რაზმაძე ელიკაშვილი, ოსიშვილი, რამინაშვილი, რამინიშვილი, რატიანი, რატი, რატიშვილი, შალვაშვილი,რევიშვილი, რევია, რევაზიშვილი რევაზაშვილი, რევანდაშვილი, რეხვიაშვილი, როინიშვილი, როინაშვილი, ყორღანაშვილი, როსტიაშვილი, როსებთაშვილი, როსებაშვილი, როსტაშვილი, როსტომაშვილი, მეცეკვიშვილი, ინაშვილი, სარდლიშვილი, როჭიკაშვილი, შალიკაშვილი, კლდიაშვილი, ვარაზაშვილი, რუადაშვილი, რამაზაშვილი, რამაზიშვილი, ბაგრატიონი, 

 

რურუა

გვარის ფუძე რური იგივეა, რაც ხარო. სულხან-საბა წერს: „რური ხაროსთან ნახეო. ხარო – ქვიტკირის ორმო“.

გვარში ცალკე აღებული ნაწილი რუ არ მონაწილეობს, რამეთუ რუ „ეს არის: წყალი სარწყავად გაღებული“.

რურუა ხელობა-საქმიანობასთან დაკავშირებული გვარია. „ხარო – ქვიტკირის ორმო (ქვის ორმო), რური მიწაში ნაშენები (ქვიტკირით) „ხარო“ უფრო ქვემოთ, უფრო ღრმად, რაც საუკუნო დასამწყვდევს, ანუ ჯოჯოხეთს ნიშნავს.

ევროპის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის დასავლეთ და საფრანგეთის აღმოსავლეთ მხარეს სწორედ რური ანუ „რურის აუზი“ ჰქვია, სადაც, როგორც ვიცით, ქვანახშირის უმდიდრესი საბადოებია და დღესაც წარმოებს იქიდან ქვანახშირის ამოღება. ქვანახშირის მოპოვებისთვის საჭიროა საბადოს გამოთხრა, ცარიელი ადგილის ქვიტკირით ამოშენება.

შესაძლოა, გასაკვირი იყოს, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ადგილს (და არა მარტო მას) ქართული სახელწოდება ამშვენებს, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობენ გერმანელები, რომლებსაც შუა საუკუნეებში „კლდეკარები“ (ანუ ხეთიბერები) ერქვათ, ისე, როგორც ქართველებს ფრანგების მაგიერ ერქვათ „გალიელები“, ანუ იგივე იბერიელები. ამიტომ, ეს სახელწოდება შემორჩათ მათ, ისე, როგორც მის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს „ლომბარდია“, ანუ ბარდის, შამბის (შამბნარის) ლომი, ხოლო ევროპის მთავარ მდინარეს ჰქვია „დუნაი“. ის სათავეს იღებს რურის აუზის მწვერვალებიდან, ქართულად კი იგივეა, რაც „დუნე არისო“, ანუ წყნარი, შედარებით უხიფათო მდინარეო, მსგავსად იმისა, როგორსაც იტყვიან ჩვენს მდინარე მტკვარზე – მტკნარი – წყნარი, რომელიც დიდ ზიანს არ აყენებს მის გარშემო მცხოვრებლებს. ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მახასიათებელსაც: „რურის აუზის“ მსგავსი ქვანახშირის საბადოები საქართველოშიცაა (ტყიბულში, ტყვარჩელში) და, თუნდაც მარტო ის რად ღირს, ახლახან რომ აღმოაჩინეს ოქროს საბადო სამხრეთ კავკასიაში – ჯავახეთში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე აწარმოებდნენ ოქროს ამოღებას (მიღებას) მიწაში აგებულ რურში.

მეცნიერებს ვთავაზობთ ვარაუდს და მიგვაჩნია, რომ რურუათა წინაპრები კოლხეთში იყვნენ საბადოთა ხელოსნები (სპეციალისტები) – ქვანახშირის, ოქროსა და მიწისქვეშ მყოფი საბადოებისა და შესაძლოა, განაგებდნენ ხელობა-საქმიანობას, წინაპრებისგან გადაცემულ ცოდნას. რურუების მრავალრიცხოვანი და ძირძველი სამკვიდრო არის ვედიდკარი.

საქართველოში 1 362 რურუა ცხოვრობს: თბილისში – 358, მარტვილში – 345, აბაშაში – 251. არიან სხვაგანაც.