EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ყვითელი ბილეთი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-11-19 00:32:00

ყვითელი ბილეთი

 

ყვითელი ბილეთი, ანუ მეძავის მოწმობა, გახლდათ პასპორტის ალტერნატიული საბუთი, რომელსაც რუსეთის იმპერიაში ურიგებდნენ პროსტიტუციის მსურველ ქალებს.

მისი მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის ქალი უნდა მისულიყო პოლიციაში, ასულიყო აღრიცხვაზე და ჩაებარებინა საკუთარი, ნამდვილი პასპორტი. სანაცვლოდ კი მას ეძლეოდა ეს მოწმობა, რომელსაც ასევე ერქვა – “შემცვლელი ბილეთი”.

პოლიცია ვალდებული იყო თვალყური ედევნებინა, რომ მეძავებს რეგულარულად გაევლოთ სამედიცინო შემოწმება. ყვითელ ბილეთიან ქალს არ შეეძლო არანაირი სხვა საქმიანობით დაკავება გარდა მეძავეობისა. ამ ბილეთის ჩაბარება და ნამდვილი პასპორტის უკან გამოთხოვა შეიძლებოდა, თუმცა რთული იყო.