EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ს »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-30 23:34:12

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ს

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ს

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

სააკაშვილი (1823 წ.), ისაკ (ძვ. ებრაული) „მოცინარი’’ (სიტყვა სიტყვით „ის გაიცინებს“). „ ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა მან არ დაიჯერა ეს და გაიცინა. შემდეგ კი, როცა წინასწამეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა“ კნინობითი ფორმებია: სააკა, სისაკა.

 

სააკაძე / თარხნიშვილი / ალიყულიშვილი (1580 წ.), სააკაძენი ადრე ტანის ხეობაში სახლობდნენ (დღევანდელი გორის რაიონი), მე-16 საუკუნის ბოლოდან ნოსტეში გადასულან. გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შტამომავალნი თარხან-მოურავად წოდებულან,ამჟამად კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

 

საამისშვილი / საამიშვილი (1728 წ.), საკუთარი სახელი საამ. საამიშვილი ბარათაშვილთა, ფიცხელაურთა და მაყაშვილთა შტო ( განაყოფი) გვარია.

 

საბაგულაშვილი / საბაშვილი (1721 წ.), რთულფუძიანი (ორშემადგენლიანი) გვარი, საკ. სახ. საბა (ბერძნული) „ქ საბის მცხოვრები“, ზოგან იგი ახსნილია როგორც ებრაული წარმოშობის სახელი,რომელიც ნიშნავს „თავისუფლებას მოკლებულს“, „ტყვეს“ არაბულად მოხუცი. პაპა, გულა საკუთარი სახელი

 

საბამღვიმელისშვილი (1819 წ.), რთულფუძიანი საკუთარი სახელი. საბა (ძვ. ებრ. თავისუფლებას მოკლებული; არაბ. მოხუცი, პაპა; საქ. სიძვ, II, 35); მღვდელი - სასულიერო პირი ქრისტიანული ეკლესიის მსახური რომელიც საეკლესიო წესს ასრულებს, ხუცესი. შესაძლოა გვარი სულაც მღვდელ საბასთანაა დაკავშირებული.

1819 წელს სოფ. წინწყაროში მცხოვრები სვიმონ საბამღვდლისშვილი   ნათლავს შვილს ანას.

 

საბანაძე (1873 წ.), საკ. სახ. საბანა, ქსნის ხეობა, ლარგვისი, გვარში საბანაძე ( ალ. ღლ., 183); საკუთარი სახელი საბანი. შდრ. იოანე საბანის ძე (მწერალი, VIII ს.).ამავე ძირისაა საბანიძე, საბანაშვილი.

 

საგინაშვილი (1699 წ.), საკუთარ სახელად ქცეული ანტიკური ეთნონიმი საგინა. პროკოფი კესარიელის ცნობით (VI  ს. ჩვ.წ.ა.), ჯიქებს ზემოთ საგინები („საგინა“) ცხოვრობდნენ (ივ. ჯავახიშვილი, ქართ ერის ისტორია I, 1960, 427).

 

სადუნიშვილი / სადუნაშვილი (1523 წ.), სადუნი „სხუა და სუას ენის მცოდინარე კაცი“ (საბა). სადუნიშვილები მოხსენიებული არიან ბარათაანთ გაყრის წიგნში 1523 წ.

 

საზანდარიშვილი (1843 წ.), საზანდარი (საზანდრისა), სპ. 1. ჩვეულებრივ მრ. საზანდარები - დასი, რომელიც შედგება საზის, თარის, ჭიანურის დამკვრელთა და დაირის დამკვრელ-მომღერლისაგან. საზანდრების (დამკვრელების) დასტა 2 იგივეა რაც მესტვირე. შდრ. არუთინაშვილი, მესტვირაშვილი, მექანარისშვილი, მედოლაშვილი, ჭიანურაშვილი.

 

საკაშვილი (1699 წ), საკ. სახ. საკ-ი, საკო

 

სალამაშვილი (1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი სალამა (სოპელ მუხათში. კაცი რომელიც მისალმებისას ამბობს სალამი, სალამას ეძახიან), ან წარმოდგენილია საკუთარი სახელიდან სალამონ (ქარტლ. ცხ., I, 372).

 

სალურყაზანაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. სალურყაზან-ი (ქრონიკა II, 244) „ქ. საკარის მსახლობელი სალურყაზანაშვილი“ (ვახუშტი 312).

 

სამადაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. სამადა

 

სამანდაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. სამანდი.

 

სამებაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. ქცეული სამება ერთი ღმერთი სამგუამოვანი, ერთი არსება და ერთი უფლება.

 

სამიშვილი (1721 წ.), საკუთარი სახელი სამ-ი.

 

სამნაშვილი (1721 წ.), საკუთარი სახელი სამნა.

 

სამნუაშვილი (1721 წ.), საკუთარი სახელი სამნუა.

 

სამხარაული / მეხინაშვილი (1843 წ.), საკუთარ სახელად ქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა სამხარი ( შუადღე ჭმადი არს სამხარი, საბა).

 

სანიშვილი (1817 წ.), საკუთარი სახელი სანა 1817 წელს სოფ. ვაშლოვანში მოიხსენიება მანჩო სანიშვილი. ამავე ძირისაა: სანაძე, სანაია, სანიაშვილი, სანოძე (ვაშლოვანი).

 

სარალიძე (1924 წ.), საკ. სახ. სარო. სარალიძე სოფელ ბოგვში გადმოვიდა ჭიათურის რაიონის სოპელ ეწერიდან (ყოფილი ჯვარი, ეწერი).

 

სარდლიშვილი / როსტომაშვილი (1721 წ.), საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის სიტყვა სარდალი (სპ.)  ჯარების უფროსი, - მხედართმთავარი.

 

სარიკაშვილი (1721 წ.), საკ.სახ. სარიკა, სარიკო (მეგრ. საზღაპრო) (კოლხეთი ჩხოროწყუ, ალ. ღლ., 155).

 

სარიშვილი, შდრ. თურქ., ყვითელი, სარი ქერა, ამავე ძირისაა: სარია, სარიაშვილი, სარუაშვილი.

 

სარი (სპ.) - აღმოსავლეთ ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან); ქალის სამოსი გრძელი (4-5 მეტრამდე). ქსოვილი, რომელსაც გარკვეული წესით იხვევენ ტანზე. სარი ვაზზე შესადგომი ხე (ჯოხი). იგივეა რაც კვიპროსი. საროს ტანი (პოეტ.) იტყვიან მოხდენილ წერწეტ ტანზე.

 

სარნოშვილი (1721 წ.), სარნო გვარში სარნოშვილი, სარსევან, გვარში: სარსევანიძე (ი. მაისურაძე, 144).

 

სარქისაშვილი (1721 წ.), საკ. სახელი სარქისა. ვახტანგაანტ სარქისა მოიხსენიება 1679 წ. ოქტომბრის 27-ს.

 

საფარასშვილი / საფარაშვილი (1721 წ.), საფარა სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინია. საფარა იყო სახელიც.

 

საქიაშვილი / სიქიაშვილი (1683 წ.),  საკუთარი სახელი საქია.

საქუაშვილი (1712 წ.),  საკ.  სახ.   საქუა.   საქუაშვილი  1721  წ. ოქტომბრის  16-ს  ყმების  ნასყიდობის  წიგნი,  მიცემული  გიორგი  სოლოღაშვილის  მიერ.  ტაბახმელელი  ბაღდასარა საქუასშვილი იხსენიება  1736 წ.  25  თებერვალს თავდახსნილობის  წიგნში,  რომელსაც  ელიზბარ  და  სხვა   სოლოღაშვილები   აძლევენ  მელქოა  საქუასშვილს. დათუა  საქუაშვილი,  ხაბაზი,  მოიხსენიება 1782  წლის  7  სექტემბერს. (ბრძანება  მეფის  ძის  გიორგისა  ზაალ   გურამიშვილის  ყმების  შესახებ,  საქ.  სიძვ.,  III,  509). (წინწყარო, დურნუკი).

საღათელაშვილი (1823 წ.),  საღათ (თურქ.) ინვალიდი, ხეიბარი  შდრ.  საღათას  ძილი.  ხანგრძლივი,  ლეთარგიული,  ავადმყოფი.

საღირაშვილი (1873 წ.), საკ.   სახ.  საღირა ( საღირა  საღირაშვილი,  სოფ.  ვაშლოვანი,  1873 წ.) საღირი  საკუთარი  სახელი   ხევსურეთში , საღირ  კოლონკელიძე).   ამავე  ძირისაა  საღრიშვილი  // საღირიშვილი // საღრაძე, საღირაშვილი, მოიხსენიებიან  სოფ. ვაშლოვანში 1872  წელს.    შდრ. მთავარი საღირისძენი,  დღევ.  საღარაძეები.

საყევარაშვილი  (1823 წ.),  საყევარ  (საყევრისა),  გუთნის  თავის  ხარების  წინა უღლეულების   (ან  ურემში  მეორე  უღელი  ხარის ) მისაბმელი  ჭაპანი,  ჯაჭვი,  ძელი  და მისთ.

საყვარელიძე (1519 წ.),  საყვარელა  ქართული  ს ახელია  (შემოკლებით -  საყვალა).  აქედანაა  გვარი  საყვარელიძე.  მნიშვნელობით  მას შეესატყვისება  ამბაკო,  დავით,  აღაპიტე.

ამავე  ძირისაა: საყვარელაშვილი, საყვარელია, საყვარლიშვილი (დმანისი -ჯვარა,  დღევ.  დუმანისი).

საწირაშვილი  (1721 წ.), სავარ.  მეტსახელი  საწირა.,  შდრ.  საწირავი   წირვისათვის.  საწირე სოფელია  ტყიბულის  რაიონში.

სახლისაშვილი (1886 წ.),  ნაწარმოები  სახელიდან  სახლი.  ადამიანთა  საცხოვრებელი ( ან  დაწესებულების)  შენობა. შდრ.  სახელაშვილი,  მამაკაცის  სახელია   ფშავში.  სახლთხუციშვილი,  ძვ. თანამდებობის  ტერმინი სახლთუხუცესი;  სპირიდონ  სახლისაშვილი მოიხსენიება სოფ. ვაშლოვანში 1886 წ. ( სცსსა ფ. 254, #3,  1611,   ფურც. 29-84).

სახულიშვილი  (1823  წ.),  საკ..სახ.  სახული ( არქ. 1891),  სახელი ( ფარი,  სვან. დედ. 2, ალ. ღლ.,  186) (  ვაშლოვანი,  1823 წ. სცსსა, ფ.  254  I   802.  ფურც.  99-107)

 

 

სვიმონიშვილი // სვიმონაშვილი (1721 წ.), სიმონ ( ებრ.) ,,შესმენილი’’, ,,გამგონე’’ ( სიტყვა-სიტყვით:  ,, ღმერთმა  გაიგონა“,  იგულისხმება, რომ  ღმერთმა  შეისმინა  ლოცვა-ვედრება).  ძველებური  ფორმაა  სვიმონ,  კნინობითია:   სიკო,  სისო,  სიმონიკა,  სიმონა.

სიდონიძიშვილი (1721 წ.), საკ.  სახ.  სიდონა  ( სიდონია) ( ვახუშტი,  154).  ამავე  ძირისა  უნდა  იყოს:  სიდა.   ვახტანგ  ბატონიშვილის ყმა,  არაგველი,  სიდამონ,  სიდომო.  ( აქედან  გვარები:  სიდამონიძე,  სოდომოსშვილი).  შდრ.  დასახლებული  ადგილი   სიდა.        

სიკრაშვილი (1817 წ.),  სავარ.  წარმომდგარია    სახელიდან   სიკ-ი,  სიკალა,  სიკო. იხ.  სიკოია,  სიკოლა,  სიკონია.   1817  წ. აღწერაში   მოიხსენიება  ალიპა  სიკრაშვილი (იგივე  სიკიაშვილი). 

 

სალიქვაძე – სალუქვაძე – თაყაიშვილი
თავდაპირველად, გვხვდება გვარი სალიქვა, ხოლო შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები ჩაეწერნენ სალუქვაძეებად.
გვარი სალუქვაძე წარმომდგარია ორმაგი სიტყვისგან შედგენილი სახელებიდან – სალი+ქვა, ხელობა-საქმიანობა. ამ გვარის წევრებისთვის ჯერ მეტსახელი სალიქვა (სალიქვაძე), ხოლო მოგვიანებით ასო „ი“ „უ-ს“ შეუცვლია და სალუქვაძეები გამხდარან.
ზოგიერთმა ავტორმა გვარი ბოლქვაძეს შეადარა, რაც არ არის მართებული. ამ უკანასკნელ გვარში საქმე გვაქვს ბოლქვთან.
ალექსანდრე ღლონტი წერს: „სალიქვა, მეტსახელია გვარში სალიქვაძე-სალუქვაძე”.
მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მოხსენიებულია თაყა სალაქიძე, აჭის მღველი კი სალუქაძედ იწერებოდა. როგორც ჩანს, ასო „ვ“ შემდგომ ჩაემატა.

სალუქვაძეები არიან როგორც გურულები ისე აჭარლებიც. აჭარლები ცხოვრობენ ქობულეთის რაიონის ალამბარში, მუხაესტატესა და თვით ქალაქში.

სალუქვაძეთა გვარიდან, კერძოდ, თაყა სალუქვაძედან მომდინარეობს გვარი თაყაიშვილი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, სალუქვაძეებს 332-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 2 408 სალუქვაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 1 038, თბილისში – 464, ბათუმში – 181. არიან სხვაგანაც.

 

სიხარულიძე - საკ.სახ. სიხარული. სიხარული - წყარო, ობიექტის სიამოვნება, ან კმაყოფილება (მათი ერთადერთი შვილი, მათი სიამაყე და სიხარული)

სიხარულიძეები — წარჩინებული ქართული გვარი. სიხარულიძეების გვარი შავშეთიდან მოდის. საგვარეულოს ფუძემდებელი ვინმე „სიხარული“ უნდა ყოფილიყო. ამ გვარის მატარებელი პირველი ადამიანი, დემეტრე სიხარულიძე, XV საუკუნის შუახანების წერილობით წყაროებში ფიქსირდება. მისი სახელი ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიება.
 
XVI საუკუნეში ოსმალეთის მიერ შავშეთის დაპრყრობის შემდეგ სიხარულიძეები გიორგაძეებთან, ვარშალომიძეებთან და სხვებთან ერთად შავშეთიდან მრავალი ოსმალოს დახოცვის შემდეგ გურიაში გადავიდნენ. გურიის სამთავროს მმართველმა გურიელებმა სიხარულიძეები სოფელ შუბანსა და მის ახლო-მახლო სოფლებში (ერკეთი, ბუკისციხე) დაასახლეს. ისინი ამ მხარის ბატონებად დაადგინეს. ცნობილია XIX საუკუნის სახალხო გმირი, ივანე სიხარულიძე (1784-1884), რომელიც საქართველოს ფარეშთუხუცესი იყო და ამავე დროს, იბრძოდა სახალხო რაზმში, რომელიც გურიის საზღვრებს იცავდა ოსმალეთის იმპერიისგან.

სოლომონიძე - ეპონიმური გვარია. „დიაკონიძეებიდან განსახლებულან" (დიაკვანი ყოფილ აქ და ამიტომ დაერქვა დიაკონიძეები.): გუდასახოში, ოქრუაშვილებში, მეხვათოღლებში.  

იხილეთ გაგრძელება

უახლოეს მომავალში დაემატება სხვა გვარები