EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სამეფო ბრენდი – GUERLAIN (გერლენი) »

კატეგორია: სუნამო-პარფიუმერია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-02-19 17:47:34

GUERLAIN | გერლენი

GUERLAIN | გერლენი

სამეფო ბრენდი – GUERLAIN (გერლენი)

 

გერლენი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფრანგული პარფიუმერული სახლია. ის  1828 წელს დააარსა პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა, რომელმაც თავისი პირველი მაღაზია პარიზში, რივოლის ქუჩა N42-ში გახსნა.

მუსიე პიერი 

პარფუმერი პიერ-ფრანსუა თავის პატარა სურნელოვან ბიზნესს ორი შვილის – აიმეს და გაბრიელის დახმარებით მართავდა. დაარსებიდან ძალიან მალე გერლენი პარიზის მაღალი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა. პარფუმერული სახლის თავბრუდამხვევ წარმატებას 1853 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, როცა პიერ-ფრანსუამ თვით საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-სა და მისი მეუღლისთვის შექმნა სუნამო Eau de Cologne Impériale, რის შემდეგაც პიერს წილად ხვდა პატივი გამხდარიყო მისი უმაღლესობის პირადი პარფიუმერი. გერლენის მიერ შექმნილ  სუნამოებს, სხვა დიდებულებთან ერთად, იპკურებდნენ ასევე ინგლისის დედოფალი ვიქტორია და ესპანეთის დედოფალი იზაბელა II.

გერლენის სახლი 1994 წლამდე იმართებოდა გერლენების ოჯახის, პიერ-ფრანსუას შთამომავლების მიერ, რის შემდეგაც იგი ცნობილმა ლუქს-ბრენდების მულტინაციონალურმა საინვესტიციო კოსრპორაციამ – LVMH Group (Moët Hennessy Louis Vuitton)  შეისყიდა.

 

GUERLAIN L'HOMME L'EAU BOISEE

სუნამო

Guerlain-ი წარმოგვიდგენს ახალ არომატს Guerlain L'Homme L'Eau Boisée. ეს არის ახალი, სრულიად მოულოდნელი ინტერპრეტაცია პოპულარული არომატისა Guerlain L'Homme. ეს არომატი გამოირჩევა მამაკაცური ხასიათით, იგი აგღიგძრავთ გრძნობებს და ემოციებს. ამ არომატის მფლობელი არის ძლიერი, ენერგიული და ელეგანტური მამაკაცი. გრილი, ხისებრ-შიპრისებრი არომატი. არომატის ძირითადი ნოტებია: ვეტივერი, ბალახი, ლაიმა, მენთოლი და ხისებრი ნოტები. 
ტუალეტის წყალი: 80მლ-190ლ.

 

 

GUERLAIN HOMME EDP

სუნამო

GUERLAIN-ის ახალი, ინტენსიური სუნამოს წყალი GUERLAIN HOMME ეძღვნება ”ცხოველურ ინსტიქტებს”, რომელიც ყველა მამაკაცისათვის დამახასიათებელი თვისებაა. იგი განასახიერებს მამაკაცურ სიძლიერეს, სითამამეს და თვითდაჯერებულობას. GUERLAIN HOMME- ის მამაკაცი არის ძალიან თანამედროვე, ელეგანტური, იდუმალი და მომხიბვლელი. არომატის ძირითადი ნოტებია: მოჰიტო, ლიმონი, ბერგამოტი, იამაიკური რომი, მწვანე ჩაი, კედარი, მენთოლი და ვეტივერი. ყვავილოვან, ციტრუსოვანი არომატი. სუნამოს წყალი: 50მლ-210ლ.. 80მლ–245ლ..

 

 

L'INSTANT MAGIC

სუნამო

L'INSTANT MAGIC- ეს არის ჯადოსნური წამი რომელსა მთლიანად შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. ეს არომატი გამოხატავს გრძნობებს და ემოციებს. ის განკუთვნილია იდუმალი, ამოუცნობი ქალბატონებისთვის რომლებსაც სჯერათ სასწაულების. არომატის ძირითადი ნოტებია: ბერგამოტი, ვარდი, ფრეზია, თეთრი მუსკი, კედრი, სანდალოზის ხე და ნუში. ყვავილოვან-ხისებრი არომატი. სუნამოს წყალი: 30მლ-170ლ. 50მლ-240ლ.

 

GUERLAIN HOMME

სუნამო

GUERLAIN-ის არომატი GUERLAIN HOMME ეძღვნება ”ცხოველურ ინსტიქტებს”, რომელიც ყველა მამაკაცისათვის დამახასიათებელი თვისებაა. იგი განასახიერებს მამაკაცურ სიძლიერეს, სითამამეს და თვითდაჯერებულობას. GUERLAIN HOMME- ის მამაკაცი არის ძალიან  თანამედროვე, ელეგანტური, იდუმალი და მომხიბვლელი. არომატის ძირითადი ნოტებია: მოჰიტო, ლიმონი, ბერგამოტი, იამაიკური რომი, მწვანე ჩაი, კედარი, მენთოლი და ვეტივერი. ყვავილოვან, ციტრუსოვანი არომატი. ტუალეტის წყალი: 30მლ-128ლ. 50მლ-180ლ. 80მლ-213ლ.

 

 

GUERLAIN HOMME L'EAU

სუნამო

Guerlain-მა შექმნა უფრო მეტად გრილი ვერსია არომატისა GUERLAIN HOMME. GUERLAIN HOMME L'EAU– ეს არისნ არომატი რომელიც მოგანიჭებთ სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას. ეს არომატი განკუთვნილია აქტიური მამაკაცებისათვის რომელთაც იციან სიცოცხლის ფასი და ყოველთვის იღებენ მისგან მაქსიმალურს. არომატის ძირითადი ნოტებია: ბერგამოტი, გრეიფრუტი, მენთოლი და კედრი. გრილი არომატი. ტუალეტის წყალი: 80მლ–185ლ.

 

 

GUERLAIN IDYLLE EAU SUBLIME

სუნამო

Guerlain-ი წარმოგიდგენთ ახალ არომატს GUERLAIN IDYLLE EAU SUBLIME, რომელიც ღირსეულად აგრძელებს IDYLLE-ის არომატების სერიას.ეს არომატი განკუთვნილია ღირსეული ქალბატონებისთვის რომელთაც იციან თავიანთი თავის ფასი და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს. არომეტი გაჯერებულია ვარდის ესენციით რაც ჰმატებს მას განუმეორებელ შლეიფს. არომატის ძირითადი ნოტებია: ვარდის ესენცია, ვარდის ექსტრაქტი, ლიჩი, ჟასმინი, პაჩული და მუშკი. შიპრისებურ-ყვავილოვანი არომატი. ტუალეტის წყალი: 70მლ- 198ლ. 100მლ-245ლ.

 

SHALIMAR PARFUM INITIAL

სუნამო

Guerlain-ი წარმოგიდგენთ ახალ არომატს SHALIMAR PARFUM INITIAL, რომელიც ღირსეულად აგრძელებს SHALIMAR-ის არომატების სერიას. ეს არომატი განკუთვნილია ახალგაზრდა ქალბატონებისთვის რომელთაც იციან ნამდვილი სუნამოების ფასი. SHALIMAR PARFUM INITIAL განეკუთვნება ყვავილოვან, შიპრისებრთა ოჯახს. არომატის ძირითადი ნორებია: ბერგამოტი, ფორთოხალი, ვეტივერი, ირისი, ჟასმინი, ვარდი, მუშკი, ვანილი და კარამელი. სუნამოს წყალი: 40მლ-153ლ. 60მლ-210ლ. 100მლ-303ლ.

 

MY INSOLENCE

სუნამო

MY INSOLENCE- უმანკოება და სითამამე. ქალურობის დაბადება. არომატიMY INCOLENCE ყველა თქვენგანს აძლევს საკუთარი თავის გამომჟღავნების საშუალებას. ის განასახიერებს თავისუფლების დასაწყისს და ცხოვრების წესების დადგენას ახალი ემოციებისა და გრძნობების დახმარებით. MY INSOLENCE -ეს არის ძალა რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ თამამი. MY INSOLENCE-ის ქალბატონი არის ის რომელიც ჯერ კიდევ ამჟღავნებს თავის არსს, რომელიც ეს ეს არის იწყებს თავისი სამყაროს და დამოუკიდებლობის შენებას. MY INSOLENCE -ეს არის ყვავილოვანი თაიგული რომელიც შექმნილია ოლფაქტიური პირამიდის გარშემო. მასში შედის 3 ძირითადი ნოტა: გრილი ზედა ნოტები- მალინა. თბილი, შუაგულის ნოტები- ჟასმინი და ნუშის ყვავილები. მგრძნობიარე და საბაზისო ნოტები- პაჩული და ვანილი. ტკბილი არომატი. ტუალეტის წყალი: 30მლ-145ლ.                          50მლ

 

 

INSOLENCE

სუნამო

GUERLAIN- ის არომატი INSOLENCE არის საოცრება რომელიც გაგაოცებთ. ამ ყვავილოვან-ხილისებურ არომატში წამყვანი როლი უჭირავს უჩვეულოდ ნათელ და გაჯერებულ იას. ამ არომატის  სიცოცხლისუნარიანობას და თანამედროებას გამოკვეთავს წითელი კენკრის ნოტები. ქალბატონი რომელიც ამ სუნამოს ხმარობს არის საოცრად შარმიანი და მან იცის როგორ უნდა მიიქციოს ყურადღება.ის არის იდუმალი, მომხიბვლელი, კეკლუცი და ამავე დროს ძალიან ქალური. ის ბრწყინავს შიგნიდან, ის არის სპონტანური და გულთამპყრობელი.  ზედა ნოტა: ია. მეორე ნოტა: წითელი კენკრა. ძირითადი ნოტა: ირისი. ტკბილი, ყვავილოვან-ხილისებური არომატი. ტუალეტის წყალი: 30მლ-143ლ.                             50მლ-200ლ.   სუნამოს წყალი: 30მლ-170ლ. 50მლ-243ლ.                         

 

L'INSTANT DE GUERLAIN

სუნამო

არომატი L'INSTANT DE GUERLAIN  არის ჯადოსნური წამი როდესაც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეს არის გრძნობების და ემოციების გაღვიძება, ეს არის წამი რომლის შეჩერებაც გვინდა რადგან უსასრულოდ დავტკბეთ მისით. L'INSTANT DE GUERLAIN არის GUERLAIN-ის გამორჩეული არომატი, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციებზე და თანამედროეობაზე. L'INSTANT DE GUERLAIN-თან ერთად იბადება არომატების ახალი ოჯახი. კრისტალურ-ამბრისებრი არომატი. ის ითავსებს პარფიუმერიის ორ საპირისპირო ზღვარს: ბრწყინავი, მოკაშკაშე და ამავდროულად ინტიმური და მგრძნობიარე. ეს შერწყმა მიღწეული იქნა არომატების ახალი სტრუქტურის დახმარებით- ორმაგი პირამიდა.L'INSTANT DE GUERLAIN-ის ქალბატონი საოცრად ქალური და მგრძნობიარეა. ზედა ნოტა- ციტრუსის თაფლი, ბერგამოტი, მანდარინი. მეორე ნოტა- მაგნოლია, ჟასმინი, ილანგ-ილანგი. ძირითადი ნოტა- ამბრისებური აკორდი, სანდალოზი. კრისტალურ- ამბრისებური არომატი. L'INSTANT DE GUERLAIN- წარმოდგენილია სუნამოს წყლის,ტუალეტის წყლის და სუფთა სუნამოს წყლის სახით. ტუალეტის წყალი შედარებით უფრო გრილი და მსუბუქია. სუფთა სუნამო უფრო ინტიმურია ვიდრე სუნამოს წყალი, მასში დამატებულია ირისის ნოტები, სანელებლების და მგრძნობიარე ნოტები. სუნამოს წყალი: 30მლ-170ლ.                        50მლ-240ლ.                            80მლ-288ლ. ტუალეტის წყალი: 50მლ-200ლ. სუფთა სუნამო: 7,5მლ-228ლ.

 

 

AQUA ALEGORIA

სუნამო

ამ  არომატმა გზა გაიკვალა მომაჯადოებელი ბაღებისკენ. ყოველი ტუალეტის წყალი AQUA ALEGORIA-ს ხაზიდან არის ნატურალური არომატების ალეგორია რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში. AQUA ALEGORIA ეს არის თქვენი ემოციების და ტკბილი მოგონებების არომატი. ამ ტუალეტის წყლების არომატი გრილი და თანამედროვეა. ეს არომატები გვახსენებენ ბედნიერების წყაროების არსებობას, ისინი გვაძლევენ საშუალებას დროებით გავექცეთ რეალობას და გავიხსენოთ ბედნიერი წამები. AQUA ALEGORIA ეს არის GUERLAIN-ის სამყაროს "სავიზიტო ბარათი". AQUA ALEGORIA-ს ტუალეტის წყლები გვთავაზობს სუნამოებს სხვადასხვა ხილის და ყვავილის არომატებით. FOLIFLORA, LEMON FRESCA, LILIA BELLA, GENTIANA, TUTTI KIWI.....ყოველი არომატი არის გრილი და ნატურალური. ტუალეტის წყალი: 75მლ-145ლ.

 

 

CHAMPS ELYSEES

სუნამო

ეს არომატი ითვლება პრესტიჟის და დინამიური, ქალაქური ცხოვრების სიმბოლოდ. არომატი განკუთვნილია ელეგანტური ქალბატონებისთვის რომლებიც წინ უსწრებენ მოდას. ეს პირველი არომატია რომელშიც გამოყენებული იქნა ყვავილი მიმოზა. ამ ყვავილმა  არომატს მიანიჭა სითამამე და მომხიბვლელობა რომელმაც დიპყრო ქალბატონების გული. CHAMPS ELYSEES ქალბატონი არის ის ვისი სილამაზეც არის გასხივოსნებული, ვისი მომხიბვლელობაც უდაოა და ვისი ღიმილიც არის თამამი. არომატს გააჩნია ყვავილების გამჭირვალე სურნელი მიმოზის და ტყის არომატით. ზედა ნოტები: მიმოზის ფოთლები, ვარდის ფურცლები, შავი მოცხარი, ნუშის ყვავილი. მეორე ნოტა: მიმოზის ყვავილი, იასამნის კვირტები. ძირითადი ნოტები: გიბისკუსის თესლები და ნუშის ხე. ყვავილოვანი არომატი. ტუალეტის წყალი: 30მლ-143ლ. 50მლ-200ლ. სუნამოს წყალი:   30მლ-170ლ. 

 

SAMSARA

სუნამო

SAMSARA- ეს არის ისტორია აღმოსავლეთში და დასავლეთში მოგზაურობისა. ეს არის ორი კულტურის საოცარი შერწყმა. SAMSARA- არომატი რომელიც აქტუალურია ყველა დროში. ის არის გზავნილი შინაგანი სილამაზის, ჰარმონიისა და შთაგონებისა. SAMSARA არის კავშირი ქალსა, მის სურნელსა და გარე სამყაროს შორის. ამ სუნამომ  მოიპოვა წარმატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გახდა ლიდერი სურნელებს შორის. ის გახდაGUERLAIN-ის იმპერიის ლეგენდა. SAMSARA-ს ქალბატონი არის გასხივოსნებული და მომხიბლავი. მისი არომატი ხიბლავს. ის არის ჰარმონიული და მომაჯადოებელი. SAMSARA იყო პირველი აღმოსავლურ-ხისებრი სურნელი ქალბატონებისთვის. ამ არომატში გამოყენებულია ორი ძველი დროიდან გამოყენებადი კომპონენტი, ჟასმინი და სანდალის ხე. ზედა ნოტა: ილანგ-ილანგი, რომელიც გვანიჭებს მომაჯადოებელ არომატს. მეორე ნოტა: მგრძნობიარე ჟასმინი და სანდალის ხე. ძირითადი ნოტა: ჰაეროვანი ირისის ნოტები, ტკბილი ვანილი. აღმოსავლურ-ხისებრი არომატი. ტუალეტის წყალი: 30მლ-143ლ. 50მლ-200ლ. სუნამოს წყალი:    30მლ-170ლ. 50მლ-210ლ.

 

 

SHALIMAR

სუნამო

ეს არომატი შეიქმნა 1925 წელს და გახდა პირველი ცნობილი არომატი აღმოსავლურ სუნამოებს შორის და დღესაც ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას არომატად მსოფლიოში. SHALIMAR-ეს არის მგრძნობიარე, მაპროვიცირებელი და მაცდური არომატი. არომატი რომელიც აღვიძებს გრძნობებს და სურვილებს. ქალბატონი რომელიც მას მოიხმარს უსმევს ხაზს თავის ქალურობას და გულახდილ ვნებიანობას. SHALIMAR  ანიჭებს ქალბატონებს გრძნობების და სურვილების გამოხატვის სრულ თავისუფლებას.SHALIMAR-ის ქალბატონი არის მომხიბვლელი და თავდაჯერებული.SHALIMAR არის კლასიკური, მსუბუქი, აღმოსავლური არომატი. ზედა ნოტა: ბერგამოტი, ლიმონი. მეორე ნოტა: მაისის ვარდი. ძირითადი ნოტა: ვანილი, ოპაპანაქსი, ირისი. 
ტუალეტის წყალი: 30მლ-115ლ.
                                    50მლ-163ლ.
სუნამოს წყალი:      30მლ-132ლ. 
სუფთა სუნამო:      7,5მლ-228ლ.

 

L'INSTANT DE GUERLAIN

სუნამო

ეს არომატი დაფუძნებულია კონტრასტებზე. L'INSTANT DE GUERLAIN მომენტალურად გაგაოცებთ თავისი არომატით, ის შეგვიძლია შევადაროთ ორ საპირისპირო მოვლენას: ცეცხლი და ყინული, მამაკაცურობას და ქალურ სინაზეს. აქედან გამომდინარე არომატი არის ტკბილი და ამავდროულად საოცრად გრილი, მძაფრი მამაკაცური და ამავდროულად საოცრად ნაზი.L'INSTANT DE GUERLAIN არის იმ მამაკაცის არომატი რომელმაც იცის რომ ყოველი წამი არის ჯადოსნური და ის უნდა შეიგრძნო მთელი თავისი სიმძაფრით. ეს არომატი განეკუთვნება ხისებრი არომატების ოჯახს. ზედა ნოტა: ლიმონი, ბერგამოტი, ანისის ვარსკვლავი. მეორე ნოტა: ჟასმინი. ძირითადი ნოტა: პაჩულის ყვავილები, გიბისკუსი და კაკაო. კლასიკური, ხისებრი არომატი. ტუალეტის წყალი: 75მლ-163ლ.                           125მლ-223ლ. სუნამოს წყალი: 75მლ-188ლ.

 

 

INSOLENCE DEODORANT

დეოდორანტი

 

ფასები მაღაზიებში ხშირად ცვლილებებს განიცდის, ასე რომ დაახლოებითი შეიძლება ვუწოდოთ