EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

devdo

vaxo

შოთა

zukson777

mumla888






« ქართველი პროფესორის კვლევა, რომელმაც, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს! »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-02-28 17:18:57

ქართველი პროფესორის კვლევა, რომელმაც, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს!

ალიკო  ცინცაძე:

ქართული  ანბანი  ჯერ  კიდევ  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  1000  წლით  ადრე  არსებობდა!

 მე-10  საუკუნის ქართველი  მწერლისა  და  ჰიმნოგრაფის  იოანე-ზოსიმეს  საგალობელი    ,,ქებაი  და  დიდებაი  ქართულისა  ენისაი’’  უკვე  რამდენიმე  ათწლეულია,  ქართული    ენათმეცნიერების  კვლევის  საგანია.  ამ  ტექსტზე  არაერთ გამოჩენილ   ქართველ    მკვლევარს უმუშავია  და, როგორც  იტყვიან,  თავი  უმტვრევია,  რათა  მასში    დაშიფრული  საიდუმლო  ამოეხსნა.  როგორც  ტექნიკურ მეცნიერებათა   დოქტორი,    პროფესორი  ალიკო  ცინცაძე  აცხადებს,  მან  იოანე   ზოსიმეს  ტექსტის  გასაშიფრად    სპეციალური   მათემატიკური  მეთოდი  -  ჰემატრია  გამოიყენა  და საუკუნოვან    თავსატეხს  ახადა  ფარდა.

 ,,ქებაი  და  დიდებაი’’   რომ დაშიფრული ტექსტია,  ეს  ქართული   ენათმეცნირებისათვის  თავიდანვე  ცხადი  იყო.  ერთი  შეხედვით,  ტექსტში  უამრავი  უზუსტობაა,  ზოგჯერ  ავტორი   სიტყვას  ასოებს  უმატებს,  მაგალითად,  ,,დღემდე’’-ს  სამი  ,,მ’’-თი  წერს  და  ტექსტში  ვკითხულობთ ,,დღემმმდე’’... თუ  ,,დამარხულს’’  ერთგან  სწორად  წერს,  მეორეგან  ,,ლ’’-ს  აკლებს  და  ა.შ.

თვლიდნენ,  რომ  იოანე- ზოსიმე  ცუდად  ხედავდა  ანდა  ბუნდოვანება  მისი  წერის  სტილი  იყო,  მაგრამ  აღმოჩნდა,  რომ  ეს  ასე  არ  არის.  ოანე- ზოსიმე  ტექსტში  ახსენებს  სიტყვას - ,,მარაგი’’ - ესე  არს  სიტყვა,   რომელსაც  ღრუბელი  რამე  ემოსოს და  ორ-სამ  რიგად  უნდა  გაისინჯოს’’.

ბატონმა  თამაზ  ჩხენკელმა  დაასკვნა,  რომ  ‘’ქებაი  და  დიდებაის’’  ტექსტი  დაშიფრულია,  ალეკსანდრე  ცაგარელმა,  კორნელი  კეკელიძემ დ ა  პავლე  ინგოროყვამ  კი  ამ ტექსტის  შინაარსი  ასე  განმარტეს - ‘’ქართული  უფლის  ენაა,  სხვაზე  აღმატებული  და  უკეთესი.  მეორედ  მოსვლს  შემდეგ   უფალი   ქართულად  განიკითხავს’’.   

ამდენად,  იოანე   ზოსიმეს  ტექსტს  დიდი  სარქმუნოებრივი  მნიშვნელობა  მიეცა.  130  წელია,   რაც  ეს  ტექსტი  იქნა  ნაპოვნი.  მე-19  საუკუნის  30-იან   წლებში იგი  ჯერ  იპოვა კონსტანტინე  ფონ   ტიშენდორფმა.  ტექსტის ფრაგმენტები  გამოაქვეყნა  მარი  ბროსემ,  მაგრამ  ტექსტი  ისევ  დაიკარგა  და  მე-19  საუკუნის 9-იან  წლებში   იგი  იპოვა  ალექსანდრე  ცაგარელმა.

130  წლის განმავლობაში ქართული  ენათმეცნიერება ამ  ტექსტს უტრიალებდა. მის გაშიფვრასთან ყველაზე  ახლოს  იყო ბატონი თამაზ ჩხენკელი.  საერთოდ , ,,ქებაი   და  დიდებაის’’ შესახებ  ასამდე   სამეცნიერო  ნაშრომია  დაწერილი.

 აღმოჩნდა,  რომ  ასეთი  ტექსტების  დაშიფვრის  მეთოდი  მსოფლიო  ენათმეცნიერებისათვის ცნობილია და,   სამწუხაროდ,  მხოლოდ  ქართული  ენათმეცნიერებისათვის  იყო  უცნობი.  დიახ,   როცა  ასეთი   დაშიფრული   ტექსტი  იწერება,  მაშინ   შიფრის  გასაღები თვითონ  ტექსშივეა  და   არა  სადმე  სხვაგან.

  ამ  თვალსაზრისით  რომ  შევხედეთ  იოანე  ზოსიმეს ხელნაწერს,  აღმოვაჩინეთ, რომ  იგი  ერთსა  და  იმავე  ინფორმაციას ორ  წინადადებაში  იძლევა. აი,  მაგალითად, იოანე  ზოსიმე  ერთგან  წერს,  რომ  ქართული,  როგორც  ლაზარე,  ოთხი  დღის  მკვდარია  და  თითო   დღე  უნდა  ვიანგარიშოთ,  როგორც    1000  წელი,  რაც  ჯამში   4  ათასს  იძლევა. ტექსტში  მეორეგან   წერია - ,,სახარებასა   შინა  ქართულსა  თავსა   ხოლო მათეისა  წილი   ზის,  რომელ   ასოი  არს   და იტყვის  ყოვლად  ოთხ  ათსსა   მარაგსა’’.

  ე.ი.  სახარებაში  ასო  წილი  ზის  და  გვაძლევს  4 ათასსო,  წერს  იოანე  ზოსიმე.  მოგეხსენებათ,  ქართულ  ანბანში  4  ათასს  აღნიშნავს  ასო  ,,წ’’ (წილი).

  დიახ,  როცა   ციფრბი  შემოღებული  არ  იყო,  რიცხვების  ჩასაწერად  ასოები  გამოიყენებოდა  და   ამდენად,  ანბანის  ყველა  ასოს  თავისი რიცხვითი  მნიშვნელობა   და  რიგითი  სათვალავი   აქვს.  ქართულ  ანბანში  ,,წ’’-ს  (წილის)  რიცხვითი  მნიშვნელობა არის 4 000.

  როგორც  კი დავადგინეთ, რომ  იოანე  ზოსიმე   ორ  სხვადასხვა  წინადადებაში  ერთსა  და  იმავე     ინფორმაციას  იძლევა, მივხვდით  რომ  აქ  საქმე  გვქონდა  რაღაც  დაშიფრულ  ინფორმაციასთან.        

  კიდევ  ერთხელ  დააკვირდით - იოანე -ზოსიმე  წერს, ,,წილი  ზის,  რომელ  ასოი  არს  და  იტყვის   ოთხ  ათასსა’’...ე.ი.  მას  ასო  გადაჰყავს  რიცხვით  მნიშვნელობაში,  რაც  პირდაპირ  იძლევა ბიბლიის დაშიფვრის  ერთ-ერთი მეთოდის  მექანიზმს.

  ბიბლიის  დაშიფვრის  სამი  მეთოდი  არსებობს - ნოტარიკონი,  თემურა  და  ჰემატრია.  პირველი  ორი ლექსიკური  ფორმაა და,  როგორც  გაირკვა,  სტატისტიკურად  და  ალბათურად  სრულიად  არასანდოა.  ამას  ებრაელი მეცნიერები  აღიარებდნენ  ჯერ  კიდევ  მე-20   საუკუნის დასაწყისიდან  და  ნოტარიკონსა  და  თემურას  აღარ  იყენებენ.

 რაც  შეეხება  ჰემატრიას,  ეს არის  დაშიფრული   ტექსტის გახსნის   რიცხვული  მეთოდი,  რომლის  საიმედოობაც  მაღალია  და  ენათმეცნიერები,  ძირითადად,  სწორედ  ამ  მეთოდს  იყენებენ.

 მეც ,,ქებაი  და   დიდებაის’’ ტექსტის   გაშიფვრას  სწორედ ჰემატრიული  მეთოდით  მივუდექი,  რომლის  საფუძვლებიც  არის  მათემატიკური  ლოგიკა,  მათემატიკური  სტატისტიკა,  ალბათობის  თეორიისა  და  რიცხვითი  სიმბოლიზმის ელემენტები.

 აქამდე  ცნობილი  იყო,  რომ  ჰემატრია  მხოლოდ  ბიბლიის  შემქმნელ  ხალხებს ჰქონდათ.  ებრაელი  მეცნიერები  წერენ, რომ ჰემატრია მხოლოდ ძველი  ივრითის  გაშიფვრის მეთოდია  და  იგი  ქალდეაში  შეიქმნა.

სწორედ  ამიტომ, ,,ქებაი  და  დიდებაის’’  ტექსტის  გასაშიფრად  ჯერ ქართული   ჰემატრიის   წესები  უნდა  აღდგენილიყო,  რაზეც  ბატონმა  ალიკო  ცინცაძემ   დაიწყო  მუშაობა.

ებრაელ  მეცნიერებს   ძველი  ივრითის  გასაშიფრად ჰემატრიის  70 წესი  აქვთ  აღდგენილი,  ხოლო ბატონმა  ალიკო ცინცაძემ 20  წესი  აღადგინა.   როგორც   გაირკვა,  ქართული  ჰემატრია   გაცილებით  მარტივია,  რიცხვით  მნიშვნელობებს  არ იყენებს  და  ასოების  რიგით  სათვალავს ეყრდნობა.

უკვე  ის  ფაქტი, რომ  ქართული  ჰემატრიის  არსებობა  დადასტურდა  სრულიად ცალსახად, ძალიან  მნიშვნელოვანი მოვლენაა.

  ებრაელი მეცნიერები  წერენ,  რომ,  თუ  სადმე  უნდა გამოყენებულიყო  ჰემატრია,  ეს  უნდა  ყოფილიყო,  პირველ  რიგში,  ღმერთების   პანთეონთან   მიმართებაში,  რადგან  ღმერთების სახელებს  ინახავდნენ  დაშიფრული  მეთოდით.

 აი,  ასე,  იოანე-ზოსიმეს  ტექსტის  გაშიფვრიდან,  რომელიც   მე-10  საუკუნის ხელნაწერია, ჰემატრიის  კვლევისას  თავი ამოვყავი  წინარექრისტიანული  პერიოდის  ძველი  ქართული  სიტყვების კვლევაში -  ამბობს  ბატონი  ალიკო  ცინცაძე.

რაც  ებრაული  ჰემატრიისათვის  გამოიყენება,  იგივე  წესი  გამოიყენება   ქართული  ჰემატრიისათვის, განსხვავება  მხოლოდ  ის  არის,  რომ  ებრაელებისათვის  მზე რვათვალაა,  ჩვენთვის -ცხრათვალა.

 ამიტომ,  ებრაელებისათვის ღმერთის  რიცხვი  არის 88  ან  888,  ხოლო  ჩვენთვის უნდა  ყოფილიყო  99  ან 999.

  ,,აღმოვაჩინე  წინარექართველური  სიტყვა,  რომელიც  თან  ღმერთს  აღნიშნავს  და  თან  99-საც  იძლევა  და  999-საც,  ეს  სიტყვაა  ღორონთი,  რაც  მეგრულად  ღმერთს  ნიშნავს-  დასძენს  ბატონი  ალიკო ცინცაძე.  აღმოჩნდა, რომ  ჰემატრიით  99-ს   იძლევა  არამარტო  სიტყვა  ,,ღორონთი’’,  არამედ   სიტყვა  ,,მამა  ღმერთი’’,  ,,ქრისტე’’  და  ა.შ.

ქართულ  ჰემატრიაში  ორი რიცხვი  აღნიშნავს   ღმერთს  -99   და  51.  ერთი  ღმერთის  ღვთაებრივი  ბუნებაა,  მეორე  ადამიანური.  99 - აღნიშნავს    მამა  ღმერთს,  ქრისტეს,  ხოლო  51 - ღერბეთს,  რაც  სვანურად  ნიშნავს   ღმერთს,  ასევე  უძველესი  სვანური  და  ფშავ-ხევსურული  ღვთაებრივი  კვირია  და  მორიგე,  რომლებიც  ქრისტეს  წინარესახეებია, ჰემატრიით  იძლევა  51-ს.

   ჩვენი  წინაპრები - ქალდეველები  ინფორმაციას  იღებდნენ  ცაზე.  კერძოდ,   ზომავდნენ  მზის გადახრის  კუთხეს.   მზე  დედამიწაზე   ერთსა  და  იმავე   ადგილზე  არ  ამოდის.  იგი  გადაიხრება  ორ  ბუდობას  შორის 47  გრადუსზე  და  ნახევარ  წელში  უკან  ბრუნდება.  ე.ი.  47  გრადუსით  იქით  გადაადგილდა,  47  გრადუსით   -  აქეთ,  ჯამში  კი  94  გრადუსი მოგვცა.

ეს  სწორედ ის  94  გრადუსია,  რომელზეც  იოანე  ზოსიმე  წერს -,,  და  სასწაულად  ესე  აქუს  ოთხმეოც-და-ათოთხმეტი  წელი...’’  ანუ  იგი  საუბრობს  ყოველ წელიწადში  მზის  94-გრადუსიან გადახრაზე.

იოანე  ზოსიმე  ბერი  იყო,  სინას  მთაზე   ცხოვრობდა  და  კარგად   იცნობდა ბერძნულ  ჰემატრიას,  რომელიც გამოსცადა  ქართულ  ენაზე   და  აღმოაჩინა,  რომ  ქართულ  სიტყვებში   სასწაული  ინფორმაციაა  დაშიფრული.

იოანე-ზოსიმემ,  ფაქტობრივად,  პრიზი  დააწესა - ვინც  მის  ხელნაწერს  გაშიფრავდა,  ხელში  ის  გასაღები აღმოაჩნდებოდა,  რომლითაც  ძველ  ქართულში  დაშიფრულ  სასწაულზე  შეიძლებოდა  მუშაობა. ასე  აღმოვჩნდით  წინარექრისტიანულ  პერიოდში   და  ქურუმთა ფარული  ენის  კვალს  მივაკვლიეთ.

ყველა  ქართული  სიტყვა,  რომელიც  დროის  ერთეულს  აღნიშნავს,  შედგენილია ჰემატრიით.   სიტყვებია  წელი,  წელიწადი,  წანა (მეგრულად  წელს  ნიშნავს).          მოქცევა (წელიწადსაც  ნიშნავს   და  ქრისტიანობასაც).       

   მზის  ამოსვლის  წერტილი  წლის  განმავლობაში  კუთხურად  გადაიხრება  94 გრადუსით,  ანუ  47  გრადუსი  იქით  და  47  -აქეთ.  სიტყვა  წანა (მეგრულად)  წელი  ჰემატრიულად  სწორედ 47-ს  იძლევა,  ხოლო  სიტყვები - მოქცევა  და  წელიწადი - იძლევა  94-ს. 

აქვე  დასძენს ალიკო  ცინცაძე,  რომ  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  1000  წლით ადრე მზის ნახევარწლიური  გადახრა  იყო  48  გრადუსი.  სიტყვა ,,წელი’’  ჰემატრიულად  იძლევა  სწორედ  48-ს,  რადგან  დროის  მონაკვეთის  აღმნიშვნელი  სიტყვები  ჰემატრიის  პრინციპით  არის  შედგენილი,  ეს  იმას   ნიშნავს,  რომ  ჯერ  კიდევ  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  1000  წლით  ადრე  ქართული  ანბანი  არსებობდა. ის  ცოდნა,  რომელიც  ქალდეურ  ენად  ითვლებოდა  და  ძველ  ქალდეურს  უკავშირდებოდა,  სრულიად  ცხადად  გამოჩნდა,  რომ ძველ  ქართულშია  ჩადებული.   ქურუმთა  ფარული  ენა ორგანულად  იყო  დაკავშირებული ძველ  ქართულთან.  სიტყვები ,,ქალდეა’’ და  ,,იბერია’’ ჰემატრიულად   იძლევა  47-ს  ---- ანუ  მზის  გადახრის  ნახევარწლიურ  კუთხეს,  ანუ  ქალდეა   და  იბერია  ერთი  და  იგივეა. შემდეგ,  როცა  ჩვენ  ქრისტიანობა  მივიღეთ,  იბერია  გახდა  ივერია.  ჰემატრიულად   ივერია  იძლევა  51-ს,  ანუ  იმავე  რიცხვს  რასაც იძლევა   სიტყვა  იესო.