EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გურულ ფარაონთა სარკოფაგები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lela5

თარიღი: 2014-03-01 22:30:36

გურულ ფარაონთა სარკოფაგები

მზემ გამოიხედა თუ არაენვერ რამიშვილმა თოხი ალესა და  ყანაში გავიდაუეცრად თოხი რაღაცასწამოედომან თოხი  დაუნაცვლამაგრამ პირი ისევ რაღაცას წამოედო - ნეტავრა ჯანდაბა დაეტაკაო და ისრაღაც ხელით მოსინჯა - თიხის ჭურჭელი აღმოჩნდაერთი შეხედვით ჭურს ჰგავსმაგრამ მის მამა-პაპასმიწაში ჭურები რომ ჰქონოდა ჩაყრილიამას რა დაავიწყებდამოკლედკაცმა  თოხი მიაგდო დაოზურგეთის მუზეუმში წავიდაიქიდან კი თავის ყანაში მუზეუმის დირექტორთან ერთად დაბრუნდა

გიორგი ტრაპაიძეოზურგეთის მუზეუმის დირექტორი: "მართალია, გურულები არქეოლოგიური აღმოჩენებით განებივრებული არ ვართ, მაგრამ ისტორია ჩვენც გვაქვს. ეს კაცი რომ დამელაპარაკა, მაშინვე მივხვდი, მის ყანაში არქეოლოგიური ექსპონატი უნდა ყოფილიყო. მართლაც, თიხის სარკოფაგი არ აღმოჩნდა?! დროთა განმავლობაში მიწის ქანები ცოცავს და, ეტყობა, სამარხიც დრომ ამოიტანა მიწის ზედაპირზე. ასეთი თიხის სარკოფაგი სოფელ ვაშნარშიც აღმოჩნდა. ეს მდიდარი ხალხის სარკოფაგებია, მათი დამუშავება იაფი არ იქნებოდა და აბა, ღარიბს ძვირფას სასახლეს ვინ გაუკეთებდა! არქეოლოგებმა სარკოფაგი  IV-VI საუკუნეებს მიაკუთვნეს. ახლა მუზეუმში უკვე ორი ასეთი სარკოფაგი ინახება. ერთი რესტავრირებულია, მეორეს რესტავრაციას ვამთავრებთ..."

როცა მუზეუმში სარკოფაგი ვნახე, გაკვირვებულმა წამოვიძახე, - ვაიმე, რა უზარმაზარია-მეთქი! მიპასუხეს, - აბა, რა გგონიათ, ქალბატონო, გურულები ციდამტკაველები  როის ვიყავითო! მერე არქეოლოგ მერაბ ძნელაძესაც დავურეკე. მან - ასეთი სარკოფაგები ქრისტიანობის შემოღების შემდეგ გაჩნდა საქართველოში, მაგრამ უფრო გურიაშიაო.

- რატომ, გურულები სხვებზე მდიდრები იყვნენ-მეთქი? გაეცინა, - ქართველების კუდაბზიკობას ვინ რას გაუგებს? მდიდრული სამარხები იქნებ იმ დროშიც წამხედურობით კეთდებოდა და გურული ჭირისუფლებიც ერთიმეორის მიყოლებით ტყავდებოდნენ!..

მზისფერმა სარკოფაგებმა სევდით შემიპყრო - კაცი მიდის, მაგრამ სიყვარული არა,  ვინ იცის, ვისთან დარჩა სარკოფაგების ბინადართა სიყვარული! ისე, სამარხები რომ არ ყოფილიყო, არც ფარაონების სიყვარულზე გვეცოდინებოდა რაიმე და არც ასურეთის მეფეების სევდაზე და არც კოლხ-იბერიელებზე. მაგალითად, კახეთში, ძვ.წ.  IV საუკუნიდან მიცვალებულს ქვევრსამარხებში კრძალავდნენ. ისე, ლოგიკური არ არის? კახელ კაცს ვითომ იმ ქვეყნად ყოფნაც რატომ უნდა ნდომებოდა უქვევროდ?! 

სხვათა შორის, სიმდიდრით ტკბობა არმაზისხევის, მცხეთის, ბაგინეთის, ახალგორისა და წინწყაროს სამარხებშიც ჩანს - აქ, დიდებულ აკლდამებში, ძვირფასი ქვის სარეცლებზე დასვენებულთ მდიდრული სამკაულები ამშვენებდა.  
და მაინც... არის სიკვდილი და არის სიცოცხლე. არის უნაპირო სევდა მათი გაყრისას. მე ამ სევდაში ყველაზე ნატიფს ხშირად ვიხსენებ - 18 წლის ასაკში გარდაცვლილ ტუტანხამონს მზეთუნახავმა ცოლმა ღიღილოები რომ ჩააყოლა საფლავში და 3 000 წელი ფერშეუცვლელად რომ ეწყო. თითქმის 7 000 ნივთი იყო აკლდამაში, მათ შორის ოქროს ნიღაბზე გამოსახული ფარაონის მწუხარე სახე, მაგრამ ოქროზე აღბეჭდილი სევდა ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ ღიღილოების სევდასთან - მათში ნამდვილი სიყვარული იყო! იქნებ  ამ სარკოფაგებმაც შორეული გურულების სიყვარულის სევდა შემოგვინახეს...