EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შუმერები და საქართველოს ისტორია / Sumerians and the history of Georgia (გაგრძელება გვ. 2) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-13 22:07:28

შუმერები და საქართველოს ისტორია / Sumerians and the history of Georgia (გაგრძელება გვ. 2)

შუმერული რელიგია

როგორც აღვნიშნეთ შუმერთათვის ასტროლოგია & კოსმოლოგია თავად რელიგია იყო. შუმერები აგებდნენ მრავალ ქალაქებს, ტაძრებს და შემდეგ ასტროლოგიური ღმერთების ქანდაკებებს, ისინი ამით ითვლებოდნენ ყველაზე ცივილიზებულ ადამიანებად მსოფლიოში.

 

შუმერების ღმერთები

 

ანი - სამოთხის ღმერთი.

 

ენლილი - ცისა და ჰაერის ღმერთი ქალაქ ნიპურში.

 

ენკი - სუფთა წყლის ღმერთი, კაცთა მომწიფების ღმერთი ქალაქ ერიდუში.

 

ერეშკიგალი - ქვესკნელის ქალღმერთი.

 

ინანა - სიყვარულისა და მომწიფების ქალღმერთი ქალაქ ურუქში.

 

ნამუ - ანის და ენკის მამა, ზღვა ენგურის მბრძანებელი.

 

ნინჰურშაგი - დედამიწის ქალღმერთი.

 

უტუ - მზის ღმერთი ქალაქ სიპარში.

 

ნანა - მთვარის ღმერთი ქალაქ ურში.

 

ქალდეა - მთვარის ქალღმერთი.

 

ნინგალი - ნანას ცოლი.

 

ნინურტა - ომის ღმერთი.

 

ნინლილი - ჰაერის ქალღმერთი ქალაქ ნიპურში.

 

სვასტიკა და ქართული ასობგერა "ქ" / Swastika and Georgian letter "ქ-k"

 

მეცნიერები თვლიან რომ სვასტიკა წარმოიშვა "ვინჩას კულტურიდან", მაგრამ იგი თავდაპირველად შუმერებმა გამოიგონეს, ის ასევე ქართული ასომთავრული ქ ასო გახლავთ.

 

ის დაკავშირებულია შუმერულ ღმერთ ენ "ქი" - სთან, რომელიც დედამიწის ღმერთი იყო, ხოლო ეს ქი თავად ქართულია ქ-ა.

 

卐 - ქ - ასე შეიცვალა იგი ასომთავრულიდან მხედრულამდე.

English

 

The scientists think that swastika came from the early "Vinca culture", but it's even older, it's from the ancient "Sumerian civilization" and it's also the modern Georgian letter ქ-ki.

 

It's connected to Sumerian god "En-ki", the god on the earth.

 

This is how Georgian writing system Asomatvruli changed in to Mkhedruli: 卐 - ქ.

 

ლურსმული დამწერლობა / Cuneiform script

 

სოლისებრი დამწერლობა (უფრო ცნობილი, როგორც ლურსმული დამწერლობა) არის დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. იგი შექმნეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები–შესაბამისი მარცვლებით. თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ.

შუმერული დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს აქადურში, ელამურში, ხურიტულში, ლუვიურში, ხეთურში და ურარტუულში. ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა.

 

English

 

Cuneiform script is one of the earliest known systems of writing. Emerging in Sumer in the late 4th millennium BC (the Uruk IV period), cuneiform writing began as a system of pictographs. In the third millennium, the pictorial representations became simplified and more abstract as the number of characters in use grew smaller, from about 1,000 in the Early Bronze Age to about 400 in Late Bronze Age (Hittite cuneiform).

The original Sumerian script was adapted for the writing of the Akkadian, Eblaite, Elamite, Hittite, Luwian, Hattic, Hurrian, and Urartian languages, and it inspired the Ugaritic and Old Persian alphabets. Cuneiform writing was gradually replaced by the Phoenician alphabet during the Neo-Assyrian Empire, and by the 2nd century AD, the script had become extinct, all knowledge of how to read it forgotten until it began to be deciphered in the 19th century.

Cuneiform documents were written on clay tablets, by means of a blunt reed for a stylus. The impressions left by the stylus were wedge shaped, thus giving rise to the name cuneiform "wedge shaped", from the Latin cuneus "wedge".

 

პლანეტა ნიბირუ

უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერულიხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.

 

შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის, ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს!

 

შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები.

 

შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.

 

პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები.

 

ქართულად

 

მაზანდარანიანები, ელამიტები, ჰიტიტები, კაპადოკიელები, ლაზები, პელასგები, ეტრუსკები, ქალდეველები, მუშენები, ალბანელები, რანები და ურარტუელები არიან ძველი შუმერები, ხოლო ორი კიდევ ერთი დრესდღეობით ცოცხალი ერი ქართველებისა და ბასკების არიან მათი შთამომავლები.

ეს ყველა ძველი სპარსელები, ევროპელები და კავკასიელები იყვნენ ძველი შუმერების პირველი ცივილიზაციის შთამომავლები, დღეს მათ ძველ ტრადიციებს მხოლოდ ქართველები და ბასკები იცავენ.

ქართულ-ბასკურ კავშირებზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება...

ჩვენ დანამდვილებით ვიცით ერთი, რომ დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე, ჩვ.წ.არ I ათასწლეულში ჩამოყალიბდა საკმაოდ საინტერესო და ძლიერი სახელმწიფო, ეს იყო - ი ბ ე რ ი ა.

მან განვითარების უმარლეს წერტილს ჩვ.წ.აღ. V ს-ში მიაღწია, ქონდა კარგი დამოკიდებულება ეტრუსკებთან და ისინი ერთმანეთის მოკავშირეებიც იყვნენ კელტებთან და ფინიკიელებთან ბრძოლაში, შემდეგ კი იწყება იბერიის დამდაბლება და დეკადანსი... ამის მიზეზი ჩრდილოეთიდან მოწოლილი კელტური წაროშობის ტომები არიან, რომლებიც ანადგურებენ კიდევაც ძველი იბერიის სახელმწიფოს და ნელ-ნელა ეს ტოპონიმიც ქრება, თუმცა ბევრი მოგზაური, ისტორიკოსი და გეოგრაფი დღემდე უწოდებენ მას იბერიას...

 

ის იბერები ესპანელები არ ყოფილან, მათი კულტურის სრული მემკვიდრენი არიან ბასკები და ნაწილობრივ კატალონიელები დღევანდელ ესპანეთში...

 

რა საკვირველია, როცა 2 ქვეყანას ერთი სახელი ქვია, მათ შორის კავშირზე აუცილებლად იწყება საუბარი...

მსოფლიომ ორი უძველესი იბერია იცის - აღმოსავლეთის და დასავლეთის, პირინეის და კავკასიის...

 

მათი ნათესაობრივ კავშირზე ბევრის თქმა შეიძლება.

 

მე, თქვენის ნებართვით, ქართული წყაროებით დავიწყებ, როცა გიორგი ათონელის გადმოცემით იოანე ათონელს განუზრახავს ესპანეთში წასვლა "ქართველთა ნათესავთა" მოსანახულებლად...

 

 

გარდა ამისა, მათ ქართველთა ნათესაობაზე წერენ ისეთი ანტიკოსი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ - სტრაბონი, მეგასთენე, სოკრატე, ევსტატიოსი, დიონისე პერიეგეტე.

 

 

მაგრამ ჩემის აზრით სულ სხვა მეცნიერის კველვაა ამ მხრივ ყველაზე საინტერესო...

 

ეს არის 18 საუკუნის უდიდესი გერმანელი ენატმეცნიერის - "ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის" კვლევები ბასკურ ენაზე და ეთნოსზე... საქმე იმაშია, რომ იგი იკლვევდა ბასკურ ენას და დაამტკიცა, რომ ის არ იყო ინდო-ევროპული (როგორც მანამდე თვლიდნენ) და იყო სრულიად სხვა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა დასავლეთ ევროპაში... ამ კველვამ იგი მოიყვანა ბალკანეთთან და დაამტკიცა რომ ბასკური ენა განიცდის ძალიან დიდ სიახლოვეს ეტრუსკულთან და პელაზგურ ენასთან, რომ ძველი ბასკები (ე.ი. პირინეის იბერები), ეტრუსკები და პელაზგები ერთი მოდგმის, ერთი გენის ხალხია, ხოლო პელაზგების (ესენი არიან სინამდვილეში ბალკანეთის არაინდოევროპული ხალხები, მათი შექმნილია ის მითიური სამყარო, რომელსაც ჩვენ დღეს ძველბერძნულს ვუწოდებთ) კვლვამ იგი მოიყვანა კავკასიამდე და გაავლო ასეთი ინტეგრლი - ბასკები-პელაზგები-ქართველები. ესენი არიან "მედიტერანული რასის" ავტოქტონური მოდგმის ხლახები, საიდანაც თავისი კულტურა ყველაზე კარგა დღეს ქართველებმა, ხოლო შემდეგ ბასკებმა შეინარჩუნეს....

 

შუმერები

 

 

 

შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.

 

მათ ასწავლეს კაცობრიობას:

წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული და შემდეგ ანბანური.

ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)

რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)

ასტრონომია

 

კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.

დიდი ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.

მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.

ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:

- “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.

- “წარღვნა”

- “მეორედ მოსვლა”

- “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.

მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.

 

შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?

ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!

 

დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.

 

მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.

1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.

 

ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.

ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.

 

ალბათ გაგიკვირდებათ რომ ძველ ასომთავრულ ანბანს მართლაც მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, ცნობილია რომ კოლხები და იბერიელები უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ დედამიწის გარშემო, პირველი რუკებიც მათი შექმნილია, მათ ყველგან დატოვეს მათი კვალი, ხოლო მათი აღმოჩენა დიდ დაკვირვებას მოითხოვს, ქართველებს არამარტო ბასკებთან გვაქვს კავშირი, არამედ სიმბოლური კავშირებიც აზიურ ქვეყნებთან (ჩინეთი, კორეა) და მათი კულტურის სიმბოლიკასთან.

ზურაბ ქაფიანიძის და თეიმურაზ მიბჩუანის ნამუშევარმა გვიჩვენა, რომ კორეის ოლიმპიური თამაშების დროშას კავშირი აქვს შუმერულ-ქართულ ასომთავრულ ასოსთან ონისთან - "Ⴍ"-თან. ამ Ⴍ ბოლოში გამობმული აქვს პატარა კუდი, ხოლო თუ მას გავადიდებთ მივიღებთან დამრგვალებულ ზოლს, რომელიც დედამიწის მოძრაობას გამოხატავს მზის მიმართ, მკვლევარები თვლიან, რომ კორეულ დროშაზე სწორედ ეს ნიშანია გამოსახული, მას კორეულად "ტაეგეუკი" ეწოდება, იგი წითელ, ლურჯ და შავ ფერებშია და კორეულადაც დაკავშირებულია მზესთან, დედამიწასთან და წლის დროებთან, რაც უდაოდ დედამიწის ბრუნვაზე მიანიშნებს.

გვერდი 2

გვერდი 1