EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სამაჩაბლო (და არა სამხრეთ ოსეთი - გაგრძელება გვ. 3) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: uchi

თარიღი: 2014-03-13 22:27:04

სამაჩაბლო (და არა სამხრეთ ოსეთი - გაგრძელება გვ. 3)

samachablo

არაკონსტიტუციური (ანუ დროებითი, ერთჯერადი) მოწესრიგების მექანიზმი

დღევანდელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების მექანიზმი, თუ მას განვიხილავთ გარეგანი ფაქტორისაგან განყენებით, მდგომარეობს ზემოხსენებული ოსური ორგანიზაციისათვის (რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს ოსობას) სუბიექტის (ან შუამავლის) ფუნქციის დაკისრებაში ადგილზე მოლაპარაკების დროს. ამ სტრუქტურას შეიძლება ჰქონდეს თავისი რეზიდენციები ცხინვალში და სხვა ნებისმიერ ადგილას, თავისი სიმბოლიკის დემონსტრირების უფლება, მისასვლელი ყველა სახის ინფორმაციასთან, ორმხრივი კონტაქტის რწმუნება ვლადიკავკასის (ჩრდილოეთ ანუ ნამდვილი ოსეთის) ხელისუფლებასთან და ხალხთან (რათა ეჭვის ქვეშ არ დადგეს, რამდენად წმინდაა მისთვის საერთო-ოსური ინტერესები) და იგი უნდა მონაწილეობდეს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა:

ა) რაიონების დატოვება და გადასინჯვა

ბ) გზების გაყვანა კონფლიქტის ზონაში

გ) ზერაიონული საკონსულტაციო და მმართველი სტრუქტურების შექმნის მიზანშეწონილება თუ მიზანშეუწონლობა.

დ) მართლწესრიგის დაცვის ფორმები და მათ ორგანოთა დაკომპლექტება.

ე) განათლებისა და კულტურული ცხოვრების რეგულირების ფორმები

ვ) ადმინისტრაციული რეგულირების სხვა ფორმები, შემოსული წინადადებების განხილვის ჩათვლით.

დღევანდელი კრიზისული მდგომარეობიდან საბოლოო (დარეგულირებულ) მდგომარეობაში გადასვლის ოპტიმალური ტაქტიკა

საქართველოს ერთგულ ხეისუფლებას შეუძლია ეს გადასვლა მოახდინოს უმტკივნეულოდ _ პოლიტიკური და ფიზიკური ძალის ფონზე, მაგრამ მის გამოუყენებლად. მოქმედების ტაქტიკა (რომელსაც, რა თქმა უნდა, დაემატება ესა თუ ის კერძო ნაბიჯები სიტუაციისდა მიხედვით) შემდეგია:

1. საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, და ოფიციალურად მიჰმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს და სასამართლოს ჩათვლით. ამ საფუძველზე ან გაჰყავს რუსეთის შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონიდან (და, საერთოდ, საქართველოდან) ან, თუ რუსები იმიზეზებენ თავისი მოქალაქეების “დაცვის” საჭიროებას (თუმცა ეს მომიზეზება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს), რუსულ პრეტენზიას კანონსაწინააღმდეგოს კვალიფიკაციას აძლევს, ამით რუსების შეიარაღებულ მყოფობას ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმურს ხდის, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. (მაგალითად, რუსს ერთმევა უფლება ცეცხლი გახსნას და ა. შ.)

2. საქართველო აპროტესტებს ამავე ინსტანციების (სასამართლოს ჩათვლით) წინაშე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის კონფლიქტურ ზონებში რუსეთის მოქალაქეობის მიცემის პოლიტიკას და აცხადებს რუსეთის მოქალაქეებისათვის (გარკვეული ვადის მიცემით) სავიზო რეჟიმს.

3. (პარალერულად). საქართველოს ხელისუფლება აქვეყნებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ისევე როგორც ყველა წონიან სპეციალისტს, უგზავნის ცხინვალის რეგიონში საბოლოო სამართლიანი დარეგულირების ფორმულირებას (ზემოთ მოყვანილი პრინციპის “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე” მიხედვით და ფუნქციური ავტონომიის ფორმით) და აცხადებს მზაობას, მადლიერებით მიიღოს რჩევები (მაგრამ, ცხადია, არა განკარგულებები) საკითხში ჩახედულ პირთაგან და ორგანიზაციათაგან. იგივე ტექსტი ქვეყნდება ქართულ და ოსურ ენებზე და ფართოდ ვრცელდება მოსახლეობაში იმავე წინადადებებით. (რჩევის მოცემის შესახებ).

4. გონივრული წინადადებების გათვალისწინებით (თუკი ასეთები შემოვა) საქართველოს პარლამენტი ადგენს ცხინვალის რეგიონში მოწყობის კონკრეტულ ფორმულირებებს და შემოაქვს ეს ფორმულირებები, როგორც კონსტიტუციური ნორმა.

5. საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს როგორც იარაღის ძალით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის მცდელთა მიმართ, ისე ცხინვალის რეგიონში პიროვნებათა წინააღმდეგ დანაშაულთა ჩამდენების მიმართ. სეპარატისტული შეიარაღებული მოქმედების ლიდერები (კოკოითის ჩათვლით) ცხადდებიან ოფიციალურად სახელმწიფო დამნაშავეებად და ძებნილებად. ამით ავტომატურად გამოირიცხებიან რეპრესიის მოსახდენთა სიიდან ისინი, ვინც ამ ჩამონათვალში არ მოხვდება, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის დამშვიდებას.

6. (პარალერულად) მიიღება გამკაცრებული კანონმდებლობა იარაღის ძალით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის წინააღმდეგ, რომელიც ითვალიწინებს სასჯელის უმაღლეს ზომას.

7. იქმნება პოლიციური ძალა, რომელსაც შეუძლია როგორც ქართველი დევნილი მოსახლეობის დაბრუნება თავის საცხოვრებელ სახლებში, ისე ძებნილთა დაკავების ოპერაციების განხორციელება და როკის გვირაბის კონტროლს ქვეშ აღება. ოპერაციის მეთვალყურეებად მოიწვევიან საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

8. იქმნება დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც ეძლევა გაფართოებული უფლებამოსილებები ამ ოპერაციის განსახორციელებლად.

როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილი ნაბიჯები მოიცავს ძალის ფაქტორს, თუმცა არ ამოიწურება ამ ფაქტორით. ძალა აუცილებელია, რადგან

- ძალის ფაქტორის გარეშე შეუძლებელია უვნებელყობა სახელმწიფოს იმ პირდაპირი მტრებისა (რუსეთის აგენტურისა), რომელიც ხელმძღვანელობს კრიმინალურ სეპარატისტებს.

- ძალის საჭიროება დავა მინიმუმზე (თუმცა არა ნოლზე) დღეს ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანთა დიდი უმრავლესობის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არაპირდაპირ განთავისუფლების შედეგად (იხ. ზემოთ პუნქტი 5)

- საკმარისი ძალის კონცენტრაციის შემთხვევაში, რუსეთის ზემოხსენებული იურიდიული ნეიტრალიზაციის ფონზე, შეიარაღებული წინააღმდეგობა, სავარაუდოა, აღარ შედგება. თუ იგი შედგება, მასში რუსეთი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას პირდაპირ (ღიად), არამედ იმოქმედებს მხოლოდ არაპირდაპირ, ანუ შეიარაღებულ მოქალაქეთა (კაზაკთა, “მოხალისეთა”, ჩრდილოელ ოსთა) შემოგზავნის სახით. ამ არაოფიციალური (და, მაშასადამე შეუდარებლად უფრო სუსტი) წინააღმდეგობის დაძლევისათვის საქართველო მზად უნდა იყოს.

1. საქართველოს სახალხო ფრონტი. . ნათაძე

2. ერთაშორისი საზოგადოებრივი მოძრაობა “კავკასიის ჰარმონია”. . ჩხეიძე

3. პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება” კონსტანტინე . გამსახურდია

4. საქართველოს ისტორიულ გვართა და მათ თანადგომთა

საკრებულო “სამეფო გვირგვინი” . მუხრანელი

5. საქართველოს სახალხო პარტია . გიორგაძე

6. სამხედრო ფორმირება “იმედის” ვეტერანთა კავშირი “იმედი”.

თადარიგის პოლკოვნიკი . ხომასურიძე

7. საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია. . ნაზარიშვილი

8. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. . ჩხეიძე

9. საქართველოს ზვიად განმათავისულებლის პარტია . სანდუხაძე

 

 20.12.2007 – 13.06.2008

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3