EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თემო სახურია: მროველის ანისტორესია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: kolxi

თარიღი: 2014-03-14 00:33:43

ქართლის ცხოვრებას ისტორიკოსთა ნაწილი ეროვნულ ისტორიას უწოდებს,თუმცა ქართლის ცხოვრების რამოდენიმე მონაკვეთი ნატყუარი და ყოველგავარ ისტორიულ ღირსებას არის მოკლებული, ამჯერად მინდა შევეხო ქართლის ცხოვრების იმ ნაწილს, სადაც ლეონტი მროველი ქართველების პირველად ენად სომხურს აცხადებს.

მროველის=ანისტორესია 

ლეონტი მროველი წერს (ქართლის ცხოვრება) :მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს.აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთა-ცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისათჳს არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო, მკუდარსა შესჭამდეს’’ ლეონტი მროველის ,,ქართლის ცხოვრება"კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მთელმა რიგმა ქართველმა ისტორიკოსებმა ლევან სანიკიძის სიტყვით, ლეონტი მროველი არის “არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსი” ივანე ჯავახიშვილის შეფასებით კი ,,წყაროები, რომელიც ლეონტი მროველს მოხსენიებული აქვს და სარგებლობს, თითქმის ყოველგვარ ისტორიულ ღირსებას არიან მოკლებულნი, ამიტომ მისი თხზულება, როგორც სანდო მასალა ქართველი ერის ისტორიისათვის ახლა თითქმის სრულებით გამოუდეგარია“(ივანე ჯავახიშვილი VIII ტ. 187) ივანე ჯავახიშვილისეული განმარტება, თუ რატომ გამოცხადდა ქართველთა საწყის ენად სომხური ენა (ტ. VIII გვ. 183) მიუღებელია და შეიძლება ვისარგებლოთ მისივე ფრაზით: „ამგვარი ახსნა ჩვენს დროში ბავშვსაც-კი არ ეპატიება“..

საინტერესო სტატია გამოქვეყნდა 1957 წლის 2 მარტს გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში” (#27) სადაც ა. მირცხულავა თავის წერილში სათაურით: “ეს არის ჩვენი ისტორია?!” წერდა : “ზღაპარზე აგებული ისტორია ქართველ ერს არ სჭირდება. თქვენ გგონიათ ეს სავალალო მდგომარეობა გასული საუკუნის ქართველ ერისმოძღვრებს არ აწუხებდათ? გაიხსენეთ აკაკისა და ილიას გალაშქრება ამ ყალბი ვერსიების წინააღმდეგ”. ჩვენ, კარგი, მოვითმენთ, მაგრამ ასე უნდა ვასწავლოთ ჩვენს ნორჩსა და მომავალ თაობას მშობლიური ისტორია?”

ა. მირცხულავა იქვე დასძენს: “არა მგონია ესეც ჭეშმარიტებას შეიცავდეს. ასეთი “ქართლის ცხოვრება” არაა საჭირო არც ჩვენთვის, არც სომხებისათვის, არც ჩვენი მომავალი თაობებისათვის. ამით ჩვენ მოძმე სომეხი ხალხის წარსულ ცხოვრებასაც ეჭვის ქვეშ ვაყენებთ. მე დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ სომეხ ერს, ნურავინ იფიქრებს, თითქოს ყველაფერი ეს პატრიოტული მიკერძოების შედეგია. არა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ: არსებობს ერთა ერთმანეთისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა, მაგრამ არსებობს ყველა ერში ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობაც”.მაშინ როდესაც ჩვენი წინაპრებით აღვრთოვანებული იყო მთელი კაცობრიობა,ლეონტი მროველმა ჩვენი წინაპრები კაციჭამიებად გამოგვიცხადა,თუმცა მროველისგან განსხვავებით მსოფლიო ისტორიოგრაფია აფიქსირებს ქართველური სამყაროს უდიდეს წვლილს მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.

 

აი რას წერს ინგლისელი მეცნიერი ა.მორტინი: ,,იბერიელები გახდნენ ბრიტანეთის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ერთ_ერთი ძირითადი მამამთავრები,განსაკუთრებით ირლანდიაში,უელსსა და ინგლისის დასავლეთში“.

ასევე საინტერესოა კარლ რიტტერის ცნობა იგი წერს: ,,კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პრაქტიკა – დიდება სრულიად არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს, იგი ბევრად ადრე ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის“ რუსი მეცნიერი ს.იშევსკი წერს : ,,უმაღლესი განათლებით გამოირჩეოდნენ იბერები.მათ, რომაელი მწერლების გადმოცემით,ჰქონდათ თავისი ლიტერატურა,ისტორიული ძეგლები,ხალხური სიმღერები და ძველი კანონები,დაწერილი ლექსად,რომლითაც ისინი 6000 წლისად თვლიდნენ“.

ბულგარელი მეცნიერის ვ.გრიგოროვის მტკიცებით ,,ხმელთაშუაზღვის უძველესი მოსახლეობა,კავკასიის ჩათვლით,ლაპარაკობდა ერთ ენაზე,ან ურთიერთშორის მონათესავე ენაზე“ ისტორიული წყაროებით მტკიცდება რომ უძველეს დროს ხმელთაშუა ზღვის მიდმდებარე ადგილებ ეკავათ ქართველური მოდგმის ხალხებს,შესაბამისად მათი სალაპარაკო ენა იქნებოდა ის უძველესი ქართველური ენა რომლის დიალექტური განშტოებებია,დღეს უკვე ენებად ჩამოყალიბებული ქართული,ზანური (ლაზურ _მეგრული) და სვანური.

აი რას წერს ზ.გამსახურდია ,, საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა.

მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი – ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში.ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება “ და იქვე აგრძელებს ,,ნიკო მარრის და, სხვათაშორის, სომეხი მეცნიერების ობიექტური წარმომადგენლების გამოკვლევითაც (მაგალითად, ღაფანციანის გამოკვლევით) მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაპადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები.

როგორც ხედავთ, ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ საქართველო, საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე". მაშინ როდესაც არც ერთი ისტორიული წყაროთი არ დასტურდება სომხური ენის გავრცელების არეალი დღევანდელ საქართელოს ტერიტორიაზე საინტერესოა რა წყაროებით სარგებლობდა მროველის,როცა ქართველების პირველად ენად სომხურს ასახელებდა.

ცნობილია რომ სომხური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს განეკუთვნება,ეს ფაქტი როგორც აკადემიკოსი კ.შელია ამბობს ერდგვარი ნივთმტკიცება მათი (სომხების) ინდოევროპელობის. უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე წერს : თუ რა მოსახლეობა დახვდათ კოლხეთში არგონავტებს და რა ენაზე მეტყველებდნენ აიას ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ოქროს საწმისის კულტი, ამის დადგენა შეიძლება ბერძნულ ტექსტებში შემონახული ერთი სიტყვითაც კი. ცხვრის კულტი ჩვენში დღემდეა შემორჩენილი, ხოლო ბერძნულ ტექსტებში შემონახული სიტყვა გახლავთ ოქროს საწმისის ბერძნული სახელწოდება კოვო/კოვა.

ქართული სიტყვის ტყავ-ის მეგრულ-ლაზური ვარიანტი უნდა ყოფილიყო ტყოვ/ტკოვ ფორმა (თანამედროვე მეგრული ”ტყები”, ლაზური - ”ტკები”). ბერძნებმა ეს სიტყვა გამოიყენეს სიტყვა ”ტყავის” მნიშვნელობით იმ სპეციფიკური ”ცხვრის ტყავის” აღსანიშნავად, რომელსაც განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. სავარაუდოა, რომ ოქროს საწმისის და, საერთოდ, ტყავის აღსანიშნავად ბერძნები საკუთარი ”დერმას” გვერდით იყენებდნენ კოვ-ს. ეს სიტყვა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი. ეს კი ნიშნავს, რომ ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო დიალექტი - მეგრულ-ლაზურის წინაპარი, რომელზედაც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით. მაშასადამე, მედეა და აიეტი, აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ, კოლხურ ენაზე. სახელი, კოლხური, მართებულად უწოდა ამ წინაპარ ენას აკაკი შანიძემ“საბედნიეროდ დღესაც ცოცხალია ის უძველესი სიტყვები ქართველურ ენათა ოჯახში შემავალ ზანურ(მეგრულ_ლაზურ) ენაში რაც პირდაპირ ამხელს მროველს სიყალბეში,ვინაიდან მაშინ როდესაც ანტიკური ხანის ავტორები წერენ ოქროს საწმისზე,არამცთუ სომხური ენაა არამედ არმენი (სომეხი) ერი ჩანასახის მდგომარეობაშიც კი არ იყო,ასევე იმ პერიოდის კავკასიაში არ იხსენიებიან არმენი (სომეხი)ერი,კავკასია კი უძველესი ცნობებით ქართველური მოდგმის ტომებით არის დასახლებული. აკად. დ. მუსხელიშვილი სრულიად უცილობლად მიიჩნევს ქართველთა წინაპრების ავტოქტონობას კავკასიაში. მისი აზრით, ქართველ ტომებზე საუბარი რეალურად ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრიდან, შუა ბრინჯაოს ხანიდანაა შესაძლებელი. მომდევნო ხანაში არქეოლოგიური ფაქტებით კიდევ უფრო საბუთიანად მტკიცდება, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ძირითადად აღმოსავლურ-ქართული ტომები ბინადრობდნენ, საქართველოს დასავლეთი ნაწილი კი დასავლურ-ქართულ მოსახლეობას ეკავა [დ. მუსხელიშვილი, ქართველთა ეთნოპგენეზის პრობლემა, თბილისი 2002, გვ. 57] .

მროველის ანისტორესია ასე ვუწოდე ამ სტატიას, ანისტორესია ბერძნული სიტყვაა და ქართულად ისტორიის არცოდნას ნიშნავს.

ამრიგად, ზემოთ მოცემული ცნობებიდან გამომდინარე,ასევე უამრავი ისტორიული ცნობებით,არქეოლოგიური აღმოჩენებით ლეონტი მროველის ეს ცნობა შეიძლება ბათილად ვცნოთ და უსარგებლოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში.

თუმცა საინტერესოა ასე უცებ საიდან გაჩდა ქართული ენა, თუ ქართველები სომხურად ვლაპარაკობდით, თუმცა ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მროველის მიმდევარმა ისტორიკოსებმა იმტვრიონ თავი, ჩემის მხრივ დავამატებ რომ მომავალი თაობები ნამდვილად იმსახურებენ გაიზარდონ ობიექტურ და ჭეშმარიტ ისტორიაზე, რამეთუ გაყალბებული ისტორიის შედეგებს ჩვენმა ერი უკვე წლებია მრავალგზის იმკის.