EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რუსეთი / Russia (გაგრძელება გვ 2) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-15 22:10:00

რუსეთის კვდომა. რუსი მეცნიერები ადასტურებენ რუსეთის სწრაფ და გარდაუვალ სიკვდილს

Russia

სოციუმის დეგრადაცია: დაღუპვა

რუსეთისათვის დამახასიათებელია ქალებსა და კაცებს შორის ცხოვრების ხანგრძლივობის განსაკუთრებულად მაღალი სხვაობა – დაახლოებით 13 წელი (მთლიანად მსოფლიოში დაახლოებით 4 წელი, განვითარებულ ქვეყნებში 6-7 წელი). ამ მაჩვენებლით რუსეთს უჭირავს მსოფლიოში პირველი ადგილი. მამაკაცები საშუალოდ ცხოვრობენ 58 წელს, ამიტომ ძალიან მაღალია სიკვდილიანობის წილი ე.წ. შინაგანი მიზეზებით: ტრამვები, მოწამვლა, მკვლელობა და თვითმკვლელობა (საშუალოდ მთელს ქვეყანაში სიკვდილიანობის 13%) ალკოჰოლის გამოყენების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, მკვლელობის რაოდენობით (ოფიციალური სტატისტიკით წელიწადში საშუალოდ 80 ათასი, გათვალისწინებულია მხოლოდ მომენტალური მკვლელობა დანაშაულის ადგილზე), აგრეთვე უპატრონო ბავშვებით მსოფლიოში რუსეთს უჭირავს დამაჯერებლად პირველი ადგილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროც კი იძულებულია აღიაროს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის სიმწვავე: რუსეთში მსჯავრდებულთა რაოდენობა უახლოვდება 900 ათას ადამიანს, რეციდიული დანაშაულის დონემ გადააჭარბა 46%, ოფიციალურად დარეგისტრირებულია 731 ათასი უპატრონო ბავშვი, რომელთა არმიაც ყოველწლიურად 130 ათასით იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანხმდება, რომ ეს ციფრები, განსაკუთრებით უპატრონო ბავშვებისა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. რმა-ს სოციალურ-ეკონომიური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით 2011 წლის დასაწყისისთვის რუსეთში უკვე ითვლებოდა 4 მილიონი უსახლკარო, 3 მილიონი ღატაკი, დაახლოებით 5 მილ. უპატრონო ბავშვი.

რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი, გამოჟონილი ინფორმაციის ანალიზში წერს:

  • თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი – ბავშვთა სახლელი ან უსახლკაროა (როგორც წესი ცოცხალი მშობლებით);
  • ბავშვთა სახლიდან გამოსული ბავშვების 30% ხდება უსახლკარო, 20% დამნაშავე და 10% თვითმკვლელი.

ეს დემოგრაფიული და კრიმინალური სიტუაცია უმეტესწილად აიხსნება მოსახლეობის საოცარი სოციალური დიფერენციაციით. ვ. ტოპილინას (რმა) სტატიაში “რუსეთის მოსახლეობის ეკონომიკური პოტენციალი XXI საუკუნის დასაწყისში («ЭКО», №7, 2006 г.) მოჰყავს რუსული სოციუმის სტატისტიკური მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით 2005 წლის ბოლოსათვის:

  • ღარიბები (100 დოლარზე ნაკლები ერთ ადამიანზე) – 19.1%,
  • ნაკლებად უზრუნველყოფილნი (100-300 დოლარი) – 50%
  • საშუალო მაღალი ფენა (300-600 დოლარი) – 21,4%
  • შეძლებულები 8900 დოლარზე ზევით – 2,3%.

რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 14% გააჩნია საბანკო დანაზოგები – შენატანის საშუალო სიდიდემ მოსახლეობის ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში 2006 წლისათვის შეადგინა 6444 რუბლი (იმ დროისათვის – დაახლოებით 300 დოლარი). საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ევროპული კრიტერიუმების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის ყველა ფენა, გარდა შეძლებულებისა, აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ ღარიბებსა და ნაკლებადუზრუნველყოფილებს, ამასთანავე, ფასები სურსათზე, საქონელზე და კომუნალურ გადასახადებზე, თითქმის გატოლებულია საშუალო ევროპულზე.

ნედლეულის ექსპორტზე გამომუშავებული ფულის ლომის წილი (სხვა ფული რუსეთში პრაქტიკულად არც არის) ჯდება საზღვარგარეთულ ანგარიშებზე ან სახელისუფლებო კენწეროსა და დანიშნული ოლიგარქების ჯიბეებში. რუსეთში ოფიციალურად 160 ათასი მილიონერი და რამოდენიმე ათეული მილიარდელია. მაგრამ რუსი და საზღვარგარეთელი ექსპერტები თვლიან, რომ მათი რაოდენობა 2,5-3 ჯერ მეტია. ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე მდიდარი რუსეთის 14 მოქალაქის ჯამური მდგომარეობა მთლიანი შიდა პროდუქტის 26% შეესაბამება. აშშ-სა და რმა-ს მეცნიერები თანხვდებიან მოსაზრებაში, რომ მოსახლეობის შეძლებული ფენების ინტეგრალური მაჩვენებელი – დეცილური კოეფიციენტი, თანაბარია ქვეყნის ყველაზე მდიდარი 10%-ს შემოსავლებისა. რუსეთის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა უთანაბრდება 36% (სკანდინავიის ქვეყნებში 3-4, ევროპის ქვეყნებში 5-7, აშშ-ში დაახლოებით 11).

ორივე ქვეყნის მეცნიერები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ რუსეთში ძნელია გამოითვალო რეალური დეცილური კოეფიციენტი და ის მნიშვნელოვნად მაღალია მდიდარი რუსების მიერ შემოსავლების ჩრდილში გადამალვის გამო (მოსახლეობის უღარიბესი ფენების შემოსავლები გამჭვირვალეა და ფაქტიურად შეუძლებელია მათი გამრუდება).

მოსახლეობის ფენებად დაყოფა მნიშვნელოვან წილად მიმდინარეობს გეოგრაფიული პრინციპითაც. შემოსავლების დონე და ცხოვრების ხარისხი მოსკოვში და მცირედ სანკტ-პეტარბურგში აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალოს. სწორედ ტურისტების, საზღვარგარეთელი ჟურნალისტების და მომუშავე მიგრანტების “მოსკოვური შთაბეჭდილებები” ქმნიან რუსეთის სიმდიდრის და მისი მოსახლეობის ხელფასის განსაკუთრებულად მაღალი დონის ცრუ ილუზიას.

რუსეთში აშენებულია ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც გამოხატავს მმართველი კლასის ინტერესებს, – წერენ სტატიაში “სახელმწიფო როგორც ბიუროკრატიის კერძო საკუთრება” («ЭКО», №11, 2009 г.) ეკონომისტები ი. შვეცოვი და ო. ბულაში. თუ სსრკ-ში 220 მცხოვრებზე ერთი ჩინოვნიკი მოდიოდა, ახლანდელ რუსეთში ას რუსსზე ერთი ბიუროკრატი მოდის (არ ითვლება ძალოვანი ორგანოები, ბიზნეს-სტრუქტურა, საზოგადოებრივი და პარტიული ორგანიზაციები). 2009 წლის დასაწყისისათვის მაღალი და საშუალო რანგის ფედერალური და რეგიონალური ჩინოვნიკების ხელფასმა მიაღწია 4-6 ათას დოლარს თვეში, რაც შესაბამისია მათი ამერიკელი კოლეგებისა. მოსკოვის ექს მერს, „რუსული ყირიმისათვის“ მებრძოლ ი. კაცს გადადგომის წინ ჰქონდა ოფიციალური ხელფასი 800 ათასი რუბლი თვეში (27 ათასი დოლარი), რაც მნიშვნელოვნად აღემატება პარიზისა და ვაშინგტონის მერების ხელფასებს. ეს ხელფასები არ ითვალისწინებენ ქრთამებსა და “ოტკატებს”, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ ხელფასს და შეძლებულ ხელისუფალთა რეგულარულად მზარდ შემოსავლებს.

თანამედროვე რუსეთის კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს შრომითი მიგრაციის სიტუაცია. რუსეთის მიგრაციული გამოკვლევების ცენტრის ინფორმაციით მუშა ემიგრანტების საერთო რაოდენობა ქვეყანაში ფასდება მიახლოებით 7-12 მილ. ადამიანით (ზუსტი რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია არალეგალთა დიდი რაოდენობის გამო). ექსპერტები თვლიან, რომ ერთიანობაში მიგრანტები შეადგენენ რუსეთის დასაქმთბული მოსახლეობის 12-15%. ისინი განსაკუთრებით ბევრნი არიან მოსკოვში ნავთობ-გაზის კომპლექსში, მშენებლობაში, და ვაჭრობაში. საზღვარგარეთელ მუშა მიგრანტებს შორის არიან აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას, შუააზიის მოქალაქეები, ჩინელებისა და ვიეტნამელების მრავალრიცხოვანი დიასპორები.

თითქმის 700 ათასი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ევროკავშირიდან ყოველწლიურად სამუშაოდ ჩამოდის რუსეთში ქვეყანაში საკუთარი კვალიფიცირებული სპეციალისტების მწვავე არყოფნის გამო. მოსკოვურმა ალკოჰოლიზმმა, ნარკომანიამ, საყოფაცხოვრებო და სოციალურმა განფენამ მიიყვანა იქამდის, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი უმუშევრობისა, რუსი მწარმოებლები არაპრესტიჟულ, ნაკლებად კვალიფიცირებულ თანამდებობებზე ხშირად იძულებულნი არიან დაიქირაონ სტუმარი მუშები. სტანდარტებთან შედარებისას, რუსეთი წარმოადგენს ღარიბ ქვეყანას, მაგრამ მისი მოქალაქეები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით იშვიათად მიდიან სამუშაოდ. ასე რომ, ევროპაში მიგრაციული ცენტრის მონაცემებით წელიწადში საშუალოდ გადის 70 ათასი ადამიანი – ესენი ძირითადად უმაღლეს განათლებული სპეციალისტები არიან (პროგრამისტები, მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლები და ა.შ.). დაბალი კვალიფიკაციის პირების წილი ევროპულ შრომით მიგრაციაში მნიშნელოვნად მცირეა.

ეს აიხსნება არა მარტო მათი დაბალი კვალიფიკაციის გამო, არამედ გეოგრაფიული, ქვეყანაში არსებული ფინასური მდგომარეობითაც. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა სტუმარ მშრომელებს განიხილავენ, როგორც უკიდურესად უარყოფით მოვლენად, ამის საფუძველზე იზრდება ქსენოფობია და აგრესია “მუშტებით”.

ეროვნული იდეა: დიდებული ტრიადის ტრანსფორმაცია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთს, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს, დიდი ხანი არ შეეძლო განესაზღვრათ “ეროვნული იდეა”. ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ღირებულებების სისტემაში პრაქტიკულად შენარჩუნდა თვითმპყრობელობა, მართალია ტოტალიტალურ “სამოსში”.

ცნობილი სოციოლოგები ლ. გუდკოვი და ბ. დუბინი საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრიდან ამგვარი გამოთქმებით აღწერენ რუსული სოციუმის კატასტროფას (“პოლიციის პრივატიზება”, “საზოგადოებრივი აზრის მოამბე” N81, 2006 წ.):

“რუსეთის მცხოვრებნი წარმოადგენენ არქაულ პრიმიტიულ ადამიანებს. მუშები არიან ლოთები და ქურდები, რომლებსაც არ სურთ პატიოსნად და ინტენსიურად იმუშაონ და დღენიადაგ უჩივიან დაბალ ჯამაგირს. მათ არ გააჩნიათ მოტივაცია, მათ არ აქვთ შემოქმედებითი უნარი… რუსეთელები პასიურები არიან და ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. უპირატესობას ანიჭებენ სუსტებს, ღარიბებს და ავადმყოფებს, ესე იგი წარუმატებლებს. ისინი ხშირად ჩხუბობენ კოლეგებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან. მათ სადარბაზოები და ლიფტები გადააქციეს ტუალეტებად… რუსეთელთა კულტურული დონე უკიდურესად დაბალია. რუსეთის მცხოვრებნი იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით და გამოირჩევიან პესიმიზმით. მათ არ უყვართ და პატივს არ სცემენ საკუთარ თავსაც…”

დემოკრატიულობის თამაში

პირველი შეხედვით, მსგავსი გულღიაობის საშინელი ფენომენი აიხსნება არა იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაითამაშოს დემოკრატია და ნება დართო მეცნიერებს და როგორც ქვემოთ ვაჩვენებთ, მხატვრებსა და კინემატოგრაფისტებს გამოხატონ თავიანთი აზრი ხალხის შესახებ. საქმე, რა თქმა უნდა, ამაში არ მდგომარეობს, რომ შემოქმედებითი ელიტის აზრი ამის შესახებ ემთხვევა ხელისუფალთა ალალ დამოკიდებულებას ქვეშემრდობემისადმი. უპირველეს ყოვლისა ხელისუფალთა მხრიდან ადგილი აქვს რთულ სტრატეგიას, რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე პუნქტს:

1) უჩვენონ ხალხს თავიანთი ჭეშმარიტი სახე, რათა მან იცოდეს თავისი ადგილი და შეიგნოს, რომ ბრძენთა გარეშე და რაც მთავარია ძლიერი მმართველების გარეშე ისინი არაფრის მაქნისები არ არიან;

2) საბოლოოდ წაჰკიდონ “უბრალო ხალხი” “ჭკვიანებს” – შემოქმედებით ინტელიგენციას, ამ შემთხვევაში უჩვენონ თავიანთი “საუცხოო” შინაგანი ბუნება;

3) სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კრახის შემთხვევაში შეიმსუბუქონ განსაზღვრული ალიბი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში (მაშ რას გახდები ასეთ ხალხთან?).

“ჩვენთან კრიმინალური გეტტოა, დიახ, განუყოფლად სოციუმისა, სახელმწიფო დამნაშავეთა სამყაროს აღიქვამს, როგორც კონკურენტ ბანდას, ტილი ყველგან მიძვრება, გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი, კანონები იქაც და იქაც ერთი და იგივეა – ყველგან თანაბრად მეფობს უკომპრომისო ძალმომრეობა და პიროვნების შეურაცყოფა… ჩვენ ფსიქოლოგიურად და მორალურად დიდებულად გავეჩხირეთ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ზღურბლზე. ძალას ვატანთ და არ ძალგვიძს. ამას გარდა, ნათელია მივიწევთ ბარბაროსობისაკენ. თანამედროვე რუსეთში პოლიტიკური კორექტულობა – სისულელეა. და ყველა გამოწვევაზე, გლობალიზაციასთან, მიგრაციასთან და სხვაგვარად მორწმუნეთა მოზღვავებასთან საზოგადოება ძველებურად უგუნურად რეაგირებს: დაჰკარ, გაასახლე, შეჰყარე გეტტოში, „დაე იცოდნენ, ვინ არის სახლში მასპინძელი!“, იყენებს რა ზოოლოგიურ, გამოქვაბულის რასიზმს.

ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. შეიძლება გადაწერო კანონები. ტვინის წყობილების შეცვლა გაცილებით ძნელია. და დეგრადაციის კვალდაკვალ ამ ჭრილში, შესაძლებელია რუსეთისათვის აღმოჩნდეს ფატალური“.

(Н.Сиривли «Пророк», «Новый мир», №9, 2010 г.).

რუსულიდან თარგმნა ალექსანდრე სანდუხაძემ

***

თეოდორ კრაშენინიკოვი

იმპერია, ვითარცა წყევლა

Фёдор Крашенинников

იმპერიულ ენთუზიაზმს მივყავართ ეროვნულ თვითგანწირვამდის. ერი, რომელიც თავის მთელს ძალას ახმარს იმპერიის მშენებლობას, რჩება ცარიელზე: იმპერია ადრე თუ გვიან იშლება, მისი მშენებლები კი უცბად აღმოაჩენენ, რომ მათ აღარაფერი დარჩათ, გარდა მთელს სამყაროზე განაწყენებისა.

რუსი ხალხის უდიდესი ტრაგედია არის ის, რომ ოდესღაც ჩვენ დიდხანს შევტოპეთ ამ პროცესში და აქამდის არა მარტო შეგვიძლია მისგან ამოსვლა, არამედ აღარ შეგვიძლია გავითავისოთ და შევხედოთ ამ მდგომარეობას სხვა მხარიდან.

სხვათაშორის, მარავალსაუკუნოვანი იმპერიული მშენებლობის შედეგები უკვე ახლაც სავალალოა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცრმლების ღვრას, შემდეგ კი სისხლით ვრწყავთ უნაყოფო ქვებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჯადოსნურ ყვავილებად ამოიზრდებიან, ამ დროს კი მეზობელი ხალხები ქმნიან კომფორტულ და მაძღარ ცხოვებას თავისთვის და თავიანთი ბავშვებისათვის.

ინგლისელების ან ფარნგებისაგან განსხვავებით, ჩვენ, რუსებს ჩვენი იმპერიისაგან არავითარი სიამოვენბა მიგვიღია. იმიტომ რომ იმპერიას განაგებდა ხელისუფლება, და ისიც ისაკუთრებდა ყოველივე სიკეთეს, უბრალო ადამიანები კი აღმოჩნდნენ სამშენებლო მასალები. საერთოდ, ეს ჩვენ ხელს არ გვიშლიადა განგვეცადა არარსებული ენთუზიაზმი.

მით უმეტეს, რუსულ ლიტერატურაში არ არსებობს არც კოლონიალური რომანები, და კიპლინგის ცნობილი ლექსის „თეთრების ტვირთი“ –ის მსგავსი რამ. მართალია იყო და არის შოვინიზმი, თუმც ის ხომ ყველა ხალხშია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერის სულიერმა ელიტამ ეს შოვინიზმი ვერა და ვერ უკვდავყო – რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ ამ ცივ და ბოროტ სახელმწიფოში ვერასდროს ვერ ვგრძნობდით მყუდროდ თავს, რომელიც თვით არის საშიში თავისი ქვეშევრდომებისათვის, ვიდრე ნებისმიერი ინსტრუმენტი?

არ არსებობს არავითარი სახალხო სიმღერა ან კიდევ ნახევრადოფიციალური ჰიმნი, რომელთაც რუსსები იმღერებდნენ შოვინისტური შემართებით – „მართე, ბრიტანეთო“ ან „გერმანია უპირველეს ყოვლისა“. რუსული და საბჭოური პატრიოტული სიმღერებიც კი (ისინი, რომლებიც შემორჩნებ ხალხურ შეგნებაში) მწუხარეა და დასტირიან დაღუპულებს, იდრე ადიდებდნენ იმპერიას.

არ აქვს რუსებს ომის, როგორც სამხიარულოს, საჭიროს, სასარგებლოს მოგონება. პირიქით, ომი – ეს ყოველთვის მტკივნეული და საძაგელია, ეს ყოველი ძალის დაძაბვაა ერთის უბრალო სურვილისათვის: რათა ომი მალე დასრულდეს. ამ გამწყობილებით იმპერიას ვერ ააშენებ, რამეთუ ყოველი იმპერია – ყოველთვის ომია, „და მარადიული ბრძოლაა, სიმშვიდე მხოლოდ გვესიზმრება“. ამიტომ სახელისუფლებო ზედა ეშელონი გამუდმებით კვებავდა მოსახლეობას სახაზინო პატრიოტული სიმღერებით, ლექსებითა და ლოზუნგებით, რომლებმაც, ეჭვგარეშეა, ხალხის შეგნებაში დასტოვეს სამწუხარო კვალი, მაგრამ მთლიანობაში ეძლეოდა დავიწყებას.

სხვა მხრივ, ხელისუფლება არასდროს ცდილობდა აეხსნა რუსი ადამიანებისათვის, თუ რაშIა იმპერიის დიდებამოსილების სარგებლობა საკუთვრი მათთვის. იქნებ იმიტომ, რომ არ გააჩნდა არავითარი რაციონალური არგუმენტები და არც შეიძლება ყოფილიყო ის.

იმპერიული ერების თვითშეგნება ყალიბდებოდა საუკუნეთა მანძილზე და პიკს XX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. იმ დროისათვის ყველა კოლონიური ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ წიგნიერი იყო, რათა თავიანთი მმართველებისაგან მოეთხოვათ რაღაც მცირეოდენი განმარტებაც კი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაეგზავნათ თავიანთი შვილები სამ ზღვას იქით სასიკვდილოდ.
შესაძლებელია დაშვება იმისა, რუსეთში საოცარი სახით რევოლუციები რომ არ ყოფილიყო, მაშინ 30 იან წლებში იმპერიული პროპაგანდა ჩამოისხმებოდა რაღაცნაირ ლოგიკურ და სწორ ფორმაში, 50 წლებიასთვის კი რუსეთი ასე თუ ისე წავიდოდა მრავალი ტერიტორიიდან, მიბაძავდა ბრიტანეთის მაგალითს, რომელმაც 1947 წელს დატოვა ინდოეთი.

უნდა გვახსოვდეს, რომ „დიდი თამაში“ აზიაში იწარმოებოდა რუსეთისა და ინგლისის მიერ. მაგრამ ინგლისი აზიიდან ნახევარი საუკუნის წინ წავიდა, ჩვენი იმპერია კი გასული საუკუნის ბოლომდის ღებულობდა სახეს, რომ ჩვენ იქ სამუდამოდ ვიყავით, ავღანეთის ავანტიურა კი – ეს უბრალოდ კლასიკური განმეორება იყო XIX საუკუნის კოლონიალიზმის ბოლო ნაწილის. ამ გაგებით საბჭოთა ცინიზმის მწვერვალად დასახელდება მისი მონაწილეობა მისი არსით სრულიად კოლონიალურ ომში – „ინტარნაციონალური ვალის აღსრულება“.

აი, დღესაც ყველანი ვერ შერიგებიან, რომ ახლა ჩვენ იქ სამუდამოდ – მხოლოდ სტუმრები ვართ. ადვილი არ არის აღიარო, რომ რუსები და ინგლისელები იმავე აზიაში ჩადიოდნენ ერთსა და იგივეს – კოლონილაიზმს. მაგრამ ჩვენი კოლონიალიზმის თემა ჩვენთვის დღემდის აკრძალულია. რუს ადამეანებს ჯერაც არ უღიარებიათ, რომ ჩვენც გვქონდა კოლონიები. იყო, და მით უმეტეს, დღესაც გვაქვს.

ჩვენი კოლონიალური იმპერიის ბუნებრივი და დროული დაცემა არ მომხდარა 1917 წელს. თუმც რაღაც გაგებით ყველაფერი, რაც ჩვენს თავზე აქამომდის ხდება – ეს არის მეფის რუსეთის იმპერიის საუკუნის მანძილზე გაჭიანურებული დაცემა.

თითქოს და სჩანდა, რომ ცარიზმის დამხობით პროცესი უნდა გაძლიერებულიყო. ნებისმიერი რესპუბლიკა – ეს დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელშიც მხოლოდ ისინი ცხოვრობენ, ვისაც სურთ. ამას გარდა, რესპუბლიკა არ ინტერესდება მათით, ვისაც მასში ცხოვრება არ სურს.

უბედურება იმაშია, რომ მეფის რუსეთის ფუნდამენტზე 1917 წელს შეიქმნა სტალინური იმპერია, რომლის უმთავრეს პრინციპთაგანი იყო სიცრუე ყველაფერში. მეფის რუსეთის ხალხთა საპყრობილის გამაბეზრებელი ძახილით და ქვეყანაში მოსახლე სხვადასხვა ერზე თამაშით, სტალინისტებმა ფაქტიურად შექმნეს ოდესმე არსებულზე კიდევ უფრო საძაგელი სახის იმპერია. სტალინური საშინელებების ფონზე მეფის რუსეთი შეიძლება შეედაროს პიონერთა ბანაკს, თუმც ის ზოგ ადგილზე ნაკლებად მკაცრიც კი, ვიდრე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ანალოგიური დაწესებულებები.

მიუხედავად იმისა, სტალინის დროსაც კი იმპერიის არავითარი სადიდებელი არ იყო, რუსი ადამიანები დე-იურედ თანასწორი იყვნენ სსრკ-ს ყველა დანარჩენ ხალხებთან, დე-ფაქტოდ კი გამოიყენებოდნენ როგორც სამშენებლო მასალა ყოველგვარი გადაუდებელი საჭიროებებისათვის. ამის საფასურად კი იყო „უფროსი ძმის“ ყალბი პრივილეგიები, მთავარი არსი – უფრო ფართო შესაძლებლობები ამ იმპერიის სამსახურისათვის.

1936 წლის კონსტიტუციის გამყარებული ფორმით სსრკ ყველაზე პროგრსული სახელმწიფო იყო დედამიწაზე, უფართოესი სახალხო ხელისუფლებით და არარსებული სოციალური გარანტიებით. ძირითადში კი ეს იყო თვითდანიშნული სისიხლიანი დიქტატურა, რომელშიც არ არსებობდა ჯერ არნახული პროლეტარიატიც კი, არც რუსი ხალხი, და ებრაელებიც კი, როგროც დღემდის ფიქრობენ ნაკლებად შეგნებული ადამიანები, არამედ ხელისუფლებით მთვრალი ფანატიკოსები, რომლებიც თავიანთი იმპერიული ნაბოდვარისათვის მზად იყვნენ დანის ქვეშ გაეტარებინათ მილიონები ყოველგვარი განსჯის გარეშე.

 

რა არის იმპერია?

საჭიროა კი ლაპარაკი, რომ რომელიღაც თავისუფალ, პატიოსან და თანასწორ არჩევანზე, რომლითაც რუსმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწესებინა სტალინიზმი, და კიდევაც თავს მოეხვია გარშემორტყმული ხალხებისათვის? ასეთი რამ არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო – იმპერია ხომ არ გულისხმობს ხალხისმიერ თავისი ბედის არჩევანსაც კი. იმპერია თავის თავს უწოდებს როგორც ერთადერთ და უალტერნატივო ბედს და დაუნდობლად სჯის ყველას, ვინც მასთან შეკამათებას ცდილობს.

მოდით გავერკვიოთ ტერმინებში – რა არის იმპერია? იმპერია – ეს არის სამხედრო ძალით შენარჩუნებული მრავალეროვანი და ტერიტორიულად დიდი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მთელი სისრულით განეკუთვნება პიროვნებათა ვიწრო წრეს ან ერთ პირს. როგორც წესი, იმპერია ატარებს რომელიმე ხალხის სახელს, მაგრამ მისი დომინირება დამახასიათებელია მხოლოდ იმპერიის მშენებლობის საწყისი ეტაპისათვის.

რომის იმპერიით დაწყებული, ყველა იმპერია თავისი არსებობის დასასრულისათვის იმართება აბსტრაქტულ იმპერიულ იდეოლოგიაზე ორიენტირებული რომელიმე ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი პიროვნებებით.
შევეცადოთ გადმოვცეთ იმპერიული იდეოლოგიის განსაზღვრებაც. მაღალი სტანდარტების მიხედვით, იმპერიულობა – ეს არის სახელმწიფოს პრიმატი პიროვნებაზე. იმპერია ყველაფერია, ადამიანი – არაფერი, ყოველივე დანარჩენი კი არის მხოლოდ მცდელობა ამ ანტიჰმანურ ლოზუგნს მიენიჭოს ყალბი სიღრმე და სილამაზე.

იმპერიისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ინდივიდის დამსახურებანი სახელმწიფოს წინაშე, და არა თვით ის. ადამიანმა ყველაფერზე უნდა თქვას უარი, უნდა გახდეს იმპერიის ჯარისკაცი და უნდა ესწრაფვოდეს ერთს – ემსახუროს მას, იღებს რა ჯილდოს სახით შესაძლებლობას რათა მას ემსახუროს შემდგომაც, უკვე უფრო მაღალ თანამდებობაზე.

ჯამში კი, ყველა საფეხურის გავლით და ხელისუფლების კენწეროში აღმოჩდარი, ადამიანი უკვე არ ეკუთვნის თავის ხალხს, არამედ იქვევა რაღაც იმერიულ ტიპაჟად. ამ თვალსაწიერით სტალინი – ეს არის გვიანი რომისა და ბიზანტიის იმპერიის ტიპიური ფიგგურა: იმპერიის მარგინალური მასშტაბების მქონე ერის წარმომადგენლები, ის თავდადებით განასახიერებდა „ხალხთა მამას“, გარეგნულად თამაშობდა ტიტულოვან ერს, ფაქტიურად კი მის ინტერესებს უგულველყობდა თავისივე გამოგონილი მიზნების და მსოფლიო არენაზე სსრკ-ს სასარგებლოდ.

იმპერია, თუ ისტორიულად განვსჯით – ეს არის ქვეყნის გამუდმებული ყოფნა საგანგებო მდგომარეობაში. გავიხსენოთ თვით ტერმინის წარმომავლობა: რომის რესპუბლიკაში საგანგებო ვითარებაში ვიღაც არჩეულ სასწაულმოწმედს შეეძლო „იმპერიის“ მიღება, ეს იგი მთლიანი ხელისუფლება, – უფლებამოსილება წყდებოდა სიტუაციის ამოწურვისვე. შესაბამისად, იმ დრომდე, სანამ მას იმპერია ჰქონდა, ეს ადამიანი ხდება იმპერატორი.

კეისარმა და მისი მემკვიდრეებმა გახადეს ეს საგანგებო რეჟიმი სამუდამოდ, ყველა მისგან გამომდინარე შედეგებით.

ერთი მხრივ, ყველა იმპერიისთვის საგანგებო რეჟიმი – ეს გარდაუვალობაა: დიდი ქვეყანა, ირგვლივ მტრები, ყოველთვის რაღაც ხდება (და თუ არაფერი ხდება, მაშინ იმპერია თვით პოულობს გასართობს – თავს ესხმის მეზობლებს). მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და გავიგოთ, რომ იმპერია როგორც სახელმწიფოებრივი ფორმა უპირველეს ყოვლისა აწყობს ხელისუფლებას.

პირველყოვლისა, ეს არის მანდატი ყელისუფლებაში მყოფთათვის უკონტროლობაზე – თვითმპყრობელიდან სულ უკანასკნელ ჩინოვნიკამდის. ბუნებრივია, დღესამომდის, ვიდრე უმაღლესი ხელისუფალისადმი ყველა ინარჩუნებს ლოიალობას.

მეორედ, ეს არის საბაბი წაგლიჯო ქვეშემრდომებს ძირითადი უფლებები ან კიდევ მნიშნელოვნად შეუკვეცო. პირველყოვლისა, რათქმა უნდა, საუბარია არჩევნებზე. საყვარელი არგუმენტაციაა: როგორია ფაქტიურად, არჩევნები, თუმც გარშემო მტრებია, თქვენ კი გვთავაზობთ დისკუსიების გამართვას და ა.შ.

მესამედ, ეს კარგი შესაძლებელია მოსახლეობის ყურადღების გადასატანად ქვეყანაში არსებული ჭეშმარიტი მდგომარეობიდან საგარეო ავანტიურებზე და პომპეზურ ცერემონიებზე.

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3