EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თემო სახურია ,,კოლხეთის რიტორიკული სკოლა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: kolxi

თარიღი: 2014-03-15 23:08:46

  „კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, კოლხეთის აკადემია, ფაზისის მახლობლად I-VI საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი იყო.კოლხეთის რიტორიკული სკოლა მსოფლიოში ერთ_ერთი უძველესი საგანმანათლებო დაწესებულებაა.კოლხეთის აკადემიის შესახებ ცნობები შემოგვინახეს ბერძენმა ფილოსოფოსებმა: ლიბანიოსმა (314-393წწ.), თემისტიოსმა (317-388წწ.), პროკოპი კესარიელმა (507-562წწ.), აგათია სქოლასტიკოსმა (536-582წწ.) და სხვებმა. კოლხეთის აკადემიაში სწავლობდნენ როგორც კოლხები, ისე უცხოელები . იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალური რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭერმეტყველება.,კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში მიიღო განათლება ბერძენმა ფილოსოფოსმა თემისტიოსმა ასვე როგორც თემისტიოსის სიტყვიდან ჩანს კოლხეთში განათლება მიიღო მამამისმა ევგანიოსმა რომელიც ასევე ფილოსოფოსი იყო.

თემისტეოსის სიტყვა სადაც ის საუბრობს კოლხეთის რიტორიკულ სკოლაზე,მიმართულია ერთი პროვენციელი ახალაგზრდასადმი რომელსაც მისთვის უთხოვია,დამეხმარე რათა დავაღწიო თავი ამ პროვენციას და განათლება მივიღო სატახტო ქალაქში სწორედ მის საპასუხოთ წერს თემისტეოსი ,,მეც ჩემო კარგო ახალგაზრდავ რიტორიკის ნაყოფი მოვწყვიტე გაცილებით უფრო უჩინარ ადგილას არამედ პონტოს ბოლოში, ფაზისის მახლობლად სადაც არგომ თესალიიდან წამოსულმა დაისადგურა რასაც პოეტი გაკვირვებთ მოგვითხრობენ და ცას იგი აღიტაცა იქ სადაც ცნობილია თერმოდონტი და თემისკვირი და აი, ისეთი ბარბაროსულ და პირქუში  ადგილი ერთი კაცის სიბრძნეს და სათნოებამ გახადეს ელინური და აქციეს მუზების ტაძრად , იმ ერთი კაცის, რომელიც კოლხების ქვეყანაში და ასწავლიდა არა, ისრის ტყორცნას და ოროლთა სროლას ან ჯირითს, მეზობელ ბარბაროსთა წესებისდა მიხედვით, არამედ იმას, თუ როგორ გაიწრთვნა რიტორიკულ ხელოვნებაში და როგორ ბრწყინავდნენ დღეობებზე მართალია თუ არა ის, რასაც ვამბობ,  ცხადი გახდება ეხლავე, თუ დავძენ შემდეგსაც:იქ ჩავედი მე არა, საკუთარი მისწრაფებებით და გადაწყვეტილებებით, არამედ მე გამგზავნა იქ ისეთმა კეთილმოსურნე კაცმა, როგორიც შეიძლება იყოს მამა, და ისეთმა მართებულად მოაზროვნემ, როგორიც შეიძლება იყოს ფილოსოფოსი, იქნება შენ ის სრულად დამგმო იმისთვის ,რომ თვითონაც თავისი განთქმული ფილოსოფია სწორედ იქ შეიძინა.“

თემისტიოსის ამ ცნობის შესახებ  ივანე ჯავახიშვილი წერს ,,თემისტეს სიტყვებისგან ჩანს,რომ ელინური სწავლაგანათლების ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩენილა კოლხეთში და თუ მას დავუჯერებთ, ქვეყანა ელინური კულტურისა და ,,მუზათა სადგურად“ უქცევია.ცხადია, ასეთი ნაყოფის ქვეყანა ერთი  ბერძენის მოღვაწეობით,თუნდაც ძალიანაც თავგამოდებული ყოფილიყო იგი ვერასდროს გამოიღებდა ნაყოფს.თუ კოლხეთის მკვიდრნი თავისთავადაც და წინათაც კულტურულად მაღლა არ მდგარიყვნენ.“ აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი კი  აკადემიის ადგილმდებარეობის შესახებ წერს:,,კოლხეთში ფაზისის მახლობლად არსებული რიტორიკული სკოლა, სადაც განათლება მიუღია თემისტიოსს თუ რომელი იყო ეს ქალაქი, ჩვენ არ ვიცით ოტტოზეკი ფიქრობს,რომ ეს სინოპი იყო, მაგრამ თვით თემისტიოსის განსაზღვრა ამ ქალაქისა (ფაზისის მახლობლად) და მის მიერვე დაკავშირება ამ ადგილისა არგონავტიკების ლაშქრობასთან შეუძლებლად ხდის აქ სინოპი ვიგულისხმოთ Christ-scbimid-sishliu-ი და  F. wilhelmi-ი არ ეთანხმებიან ზეკს: პირველნი პირდაპირ სწერენ, რომ ეს სკოლა რიტორიკისა და კოხების ქვეყანაში იყო ხოლო სიტყვას და კატეგორიულად ამტკიცებს,რომ აქ მხოლოდ კოლხეთის ფოთი შეიძლება იგულისხმებოდეს“.თემისტიოსის სიტყვისთ ერთი კაცის სიბრძნემ და სათნოებამ აქცია კოლხეთის ეს ადგილი მუზათა ტაძრად,მაგრამ ვინ იყო ის ერთი ადამიანი,თუ აქ მჭერმეტყველებისთვის დამახასიათებელ ხერხს იყენებს თემისტიოსი?  თემისტეოსი ამ დებულების გაშლისას იყენებს ანალოგიებს და ისეთ გამოთქმებს როგორიც ნახმარი აქ ჰომეროს,ლიბანიოს და თვითონ თემისტეტესაც,ამრიგად როგორც სიმონ ყაუხჩიშვილი ფიქრობს  ჩვენ ზედმეტადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ,იმის ძიება თუ ვის გულისხმობდა თემისტეოსი ერთ კაცში,ზეკის მოსაზრებით კი თემისტეოსი იმ ერთ კაცში მამამის გულისხმობს ხოლო ე.ბორეტი და ფ.ვილჰემი ფიქრობენ რომ თემისტიოსის მიერ მოცემული ახსნა უნდა იყოს ნაყოფი თვით თემისტეოსის რიტორიკული ხერხთხმარებისა ერთი მხრით და მეორე მხრით მაშინდელი საერთო ბერძნული კონცეფციისა,რომ ,,ბარბაროსულ ქვეყანაში“ თუ რამე იყო  კარგი,ის უთაოდ ბერძენის ნახელარი იქნებოდა“ამრიგად თემისტეოსის მიერ მოყვანილი ერთი კაცი შეიძლება თამამად მის რიტორიკული მჭერმეტყველების ნაყოფს მივაკუთვნოთ.კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში იწრთობოდნენ ტანვარჯიშში, მჭევრმეტყველებაში, სწავლობდნენ ფილოსოფიას, სამართალს, მითოლოგიას, ისტორიის საფუძვლებს, პოეზიას, ლოგიკას, მეტაფიზიკას, ფიზიკას, მათემატიკას, ეთიკას, პოლიტიკას... იმართებოდა საჯარო შეჯიბრებები სამართლისა და პოლიტიკის საკითხების ცოდნაში. ბერძნულ წყაროებში აღნიშნულია, რომ ასეთ პაექრობებში ხშირად იმარჯვებდნენ კოლხები.რა ენაზე მიდიოდა სწავლა განათლება კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში?არავითარი ცნობა არ არსებობს ამის შესახებ, თუ რა პროგრამებით და რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ან ვინ ასწავლიდა. ჩვენი მოსაზრების სწვალა განათლება უნდა ყოფილიყო კოლხურ ენაზე თავიდან,შემდეგ კი როცა კოლხეთის რიტორიკულმა სკოლამ სახელი გაითქვა ელადაში და ის გახდა ინტერნაციონალური, სავარაუდოდ შემდეგ კოლხურ ენასთან ერთად აკადემიაში ისწავლებოდა ბერძნულად რათა გასაგები ყოფილიყო სასწავლო მასალა იმ უცხოელებისთვის რომლებიც სწავლობდნენ კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში,ხოლო თავის მხრივ ადგილობრივები სწავლობდნენ კოლხურ ენაზე.აგათია სქოლაქტიკოსის (536-582) საისტორიო თხზულებაში დაცულია ცნობა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების (აიეტი, ფარტაძი და სხვა) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ, ცხადია, ეს ცოდნა კი მათ თანმიმდევრულად და საფუძვლიანი სწავლით უნდა მიეღოთ.მათ ისტორიკოსთა მოსაზრებით სწავლა განათლება სწორედ კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში უნდა მიეღოთ.მათი გამოსვლა ლაზთა კრებაზე რიტორიკის უმაღლეს საფეხურს უნდა მივაკუთვნოთ.554 წელს რომაელმა სარდლებმა შეტყუებით მოკლეს ლაზთა მეფე გუბაზი,
555 წელს ხალხის თავკაცებმა ერთ ხეობაში დიდი საერო კრება მოაწყვეს. აქ ბევრი სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმის თაობაზე, თუ როგორ მოქცეულიყვნენ შემდგომში. კრების მეთაური აზნაურები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთი ჯგუფის სათავეში აიეტი იდგა, რომაელების ძველი მტერი და სპარსელების მომხრე.
აიეტი ამტკიცებდა გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი უფრო სანდობნი არიანო.„გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ ... ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ , რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თმა უნდა რომაელები იმათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება და ჩვეულებრივად ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ ემსახურება ... მე მინდა რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება გარედან, რომ როგორც ომის ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით ან ორივე მიზეზის წყალობით ისე დავუძლურდით , რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის ხელქვეითი ვიყოთ უფრო კეთილისმსურველის, ვინც დაურღვევლად იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან.“
 აიეტის სიტყვამ ისე ააღელვა ხალხი რომ, ერთხმად იყვირეს სპარესელებს მივემხროთო.მაგრამ მოწინააღმდეგე პარტიის მეთაურმა ფარტაძმა, რომელსაც დიდი პატივისცემა და გავლენა ჰქონდა კოლხებში . შეაჩერა ხალხი. ფარტაძი ურჩევდა, საქვეყნო საქმის გულისთვის დაევიწყათ ეს მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აეირჩიათ. „გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგების საქმეა და აქ კეისრი არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს ვერ შეეგუებიან რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ , არამედ უნდა გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლებსი სურვილით , ვაშკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. შევატყობინოთ კეისარს , რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა , მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე.“აიეტს და ფარტაძს ხალხისთვის მშობლიურ კოლხუ ენაზე უნდა მიემართათ,რადგან მოსახლეობისთვის გასაგები ყოფილიყო მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა.
ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა,ბიზანტიის იმპერატორმა დასაჯა მეფის მკვლელები. აიეტის  და ფარტაძის სიტყვიდან კარგად ჩანს თუ რა დონეზე მიდიოდა სწავლა განათლება კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში.მოგვიანებით კი როგორც მეცნიერები ფიქრობენ კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში სწავლა განათლება მიუღია მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ ფილოსოფოსს, მწერალსა და მოაზროვნეს მითრიდატე ლაზს (ბერად აღკვეცის შემდეგ იგი იოანე ლაზი გახდა). იოანე ლაზი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული მოღვაწის პეტრე იბერის (Vს.) აღმზრდელი და მასწავლებელი. ასევ კოლხეთის აკადემიაში უმოღვაწია იბერიის სამეფო გვარ​ის წარმომადგენელს ბაკურს. ფილოსოფოს ლიბანიოსის ცნობით, იგი იყო ღირსეული რწმენით, სათნოებით, სიკეთითა და სულიერებით. მისთვის უცხო იყო ბოროტება, გახლდათ სამართლიანი და ზომიერების მოყვარული.
ბაკურის ნაწერები ქართულად არ შემორჩენილა, მაგრამ არსებობს ლიბანიოსის მისდამი გამოგზავნილი წერილი, საიდანაც ჩანს, რომ ბაკურს კოლხეთის აკადემიაში უმოღვაწნია და რიტორიკისა და საორატორო ხელოვნების დიდი მცოდნე და შემფასებელი ყოფილა. ამრიგად კოლხეთის რიტორიკული სკოლა, იყო ერთ ერთი წამყვანი საგანმანათლებო დაწესებულება ,იმ დროინდელი მსოფლიოსი.სამწუხაროა რომ ქართული საისტორიო წყაროები თუმან კოლხეთის რიტორიკულ სკოლაზე,თუმცა ეს არცაა გასაკვირი ისტორიოგრაფია რომელიც ოფიციალურად ეფუძნება ნატყუარ ,,ქართლის ცხოვრებას" არცაა დასაძრახი რომ კოლხურ ცივილიზაციას და მის მონაპოვარს არ იხსენიებს.
 
 
 
 
 
 
გამოყენებული ლიტერატურა.
 
1.გეორგიკა ტ1 გვ 51 გამოცემის წელი 1961 წ.
2.ი.ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის ისტორია" ტ1 გვ 314 გამოცემის წელი 1979 წ.
3.f.wilhelm,zu themistios or 27: byz.nengr .neugr.jshbracher VI(1927_1928) 451_489.
4.O.SEECK,BRIEFE DES LIBANIOS 292