EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

ვის მისცემთ ხმას არჩევნებში?

პოზიციას
ოპოზიციას
რაიმე ახალ ძალას
არავის


დარეგისტრირებული მომხმარებლები

lizachirak

Rati

ცირა

Fib1

ოთარი




« მარადისობა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-16 00:02:54

მარადისობა

მარადისობა

 

მარადისობა

ცისფერ ცას ნაზი სიწითლე ეპარება…

მოსაღამოვდა,

მზე ისე აბრქვევს მის წითელ სხივებს..

თითქოს ეს არის დღე, უკანასკნელი მისი არსებობისა.

სიომ ალერსიანად შეჰბერა სახეს ანთებულს..

თვალებმა აირეკლა მშვენიერება სამოთხის მსგავსი,

დიდებულება და მდუმარება გამეფებულა თითქოს ირგვლივ,

მაგრამ ყოველ წამს იგრძნობა სიდიადე ამა სოფლისა..

დაუცხრომელი ძალა, სიყვარული, წყურვილი არსებობისა.

სიციცხლისა, რომელიც ადრე თუ გვიან სიკვდილზე გაბატონდება.

***

მზე ჩაესვენა კაბადონს მიღმა,

უკვე არც დღეა

და…

არც ღამეა

ყოველ დასაწყისს აქვს დასასრული,

ყოველ დასასრულს თვისი საწყისი.

***

დაღამდა.

ცა დაიფარა ერთმანეთის მიყოლებით მანათობელი სხივებით..

მანათობელი, მოკიაფე ერთიბეწო შუქურებით,

მოციმციმე ვარსკვლავებით...

გადის წამები.. წუთები..

მთვარემ გაანათა სიბნელეში ჩანთქმული ბნელი ადგილები,,

რაღაც დასრიალებს და თითქოს ბრთებს შლის მის სიახლოვეს,

ეს ღრუბელია, რომელიც თითქოს ეფერება მთვარიდან ანარეკლ მზის ლამაზ სხივებს.

***

ღამის სიჩუმე რაღაც ხმას ატარებს,

მისი სიმშვიდე რაღაცას ღაღადებს,

ხან ნათელ წამებს გაძლევს მშფოთვარეს,

ზოგჯერ კი მხოლოდ სიწყნარე

და უმანკოება

ანდა ბობოქარი ქარიშხალი 

არის

აჩრდილი წყნარი საფარველისა.

***

ოდნავ ინათა

ღამის მუსიკის ხმას, კვლავ შეერია, ნაზად, ჩიტების ნაზი ჟრიამული,

ნათელი დგება და მზეც კვლავ მოადგა მიწის ბნელ მხარეს,

ბნელ მხარეს, რომელსაც თავისი ნათელი მხარე აქვს.

და აი ინათა და გაცისკროვნდა არსება მთელი...

***

ყოველ დასაწყისს აქვს დასასრული,

ყოველ დასასრულს თვისი საწყისი.

 

უშანგი სიხარულიძე  05/04/12

საავტორი უფლებები დაცულია