EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები „დიდსა მიემთხვია მაძაგებელსა“ (გვერდი1) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-05 13:15:06

ლევან სანიკიძე 
უქარქაშო ხმლები
 
ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ - ყველა დროის ქართული ბესტსელერი. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად. წიგნი პირველი.
 

„დიდსა მიემთხვია მაძაგებელსა“
 

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები „დიდსა მიემთხვია მაძაგებელსა“ (გვერდი1)

განვლო მრავალმა საუკუნემ და მედეას გვემული სული ისევ შეაშფოთეს... კიდევ
უარესი წვისა და დაგვის კოცონზე დასდეს.
ქრისტეს წინარე V საუკუნის საბერძნეთში გამოჩნდა დიდი მწერალი-ტრაგიკოსი
ევრიპიდე, რომელმაც თავისი მხატვრული შემოქმედების მრწამსად ქალის ბუნების
გახსნა აირჩია.

ყველა მისი ტრაგედიის მთავარი გმირნი ქარიშხლიანი ემოციების მქონე
ქალები არიან. მათ არ იციან საზღვრები არც სიყვარულში და არც სიძულვილში.
ევრიპიდეს ქალთა ტიპები განსაკუთრებით მძვინვარე და აგრესიული არიან
შურისძიების დროს. ისინი არავითარ ბოროტებას არ ერიდებიან, ოღონდ-კი
უკიდურესი ტანჯვა-ვაებით მიუგონ შეურაცხმყოფელთ. თვითონ ევრიპიდემ

ერთ
თავის პერსონაჟ ქალს ათქმევინა: „არაფერს ისე სრულყოფილად და დახვეწილად არ
აკეთებენ ქალები, როგორც ბოროტებას“. ან სხვაგან კიდევ სხვა ქალი ამბობს: „ათას
იდეალურ ქალს ერთი მახინჯი მამაკაცი სჯობიაო“. მრავალი ასეთი „ქალთმოძულური“
სენტენციებისათვის ევრიპიდეს თანამედროვენი დაჯერებით იმეორებდნენ მის
შეფასებას არისტოფანეს ერთ-ერთი კომედიიდან: ევრიპიდემ ქალები ისე გალანძღა და
ლაფში ათრია, რომ ქმრები, თეატრიდან დაბრუნებისას, ეჭვებით აღძრულნი ეცემიან
ცოლებს და ათასგვარ ბოროტებაში სდებენ ბრალსო. ბოლოს და ბოლოს, ევრიპიდეს მის
სიცოცხლეშივე დაარქვეს „მიზოგინი“ _ „ქალთმოძულე“.

ტრადიცია გადმოგვცემს, რომ
ქალები ქუჩაში მოსაკლავად დასდევდნენ ევრიპიდეს, ბოლოს მისი სიკვდილის
შესახებაც ასეთი ხმები დადიოდა: ევრიპიდე ქალებმა ხელთ იგდეს და ნაკუწებად
აქციესო. სხვები კი ამბობდნენ: ქალებმა ევრიპიდე ცოფიან ძაღლებს დააგლეჯინესო.
ერთი სიტყვით, ქალებმა სასტიკად გადაუხადეს მათი ძაგების დიდ მესაყვირეს...
და აი, ევრიპიდემ ხელთ აიღო მისგან დაახლოებით ათასი წლის წინათ
კორინთოში დატრიალებული ტრაგიკული ამბავი და თავის „მიზოგინურ“
შემოქმედებითს ქვაბში ჩაუშვა ხელახალი გადახარშვისა და გარდასახვისათვის.
ასე გაჩნდა მსოფლიო ლიტერატურაში სახელგანთქმული ტრაგედია „მედეა“,
რომელშიც მეფე აიეტის ასული მოღალატე ქმრის მიმართ შურისგების გაუგონარ,
შემაზრზენ ფორმას მიმართავს.
ევრიპიდე ჯერ ნამდვილი თქმულების ხაზს გაჰყვა და მედეას მისი მეტოქე
კრეუსა (იასონის საცოლე) და მამამისი კრეონი მოაკვლევინა; ხოლო ამის შემდგომ,
ნამდვილად მომხდარი ამბის (კორინთელებმა რომ მედეას ბავშვები დახოცეს) ნაცვლად,
მედეას საკუთარი შვილებიც დაახოცვინა. მთავარი ევრიპიდესათვის ის იყო, რომ ქალს
ჩაედინა უკიდურესი შურისმგებლობა. შვილები დაეხოცა მოღალატე ქმრისათვის,
ხოლო იგივე შვილები რომ მედეას შვილებიც იყვნენ, ამას _ დედაშვილურ სიყვარულს _
„დაქვემდებარებული მდგომარეობა“ უნდა სჭეროდა „მთავარი მოტივისადმი“ _
შურისმგებლობისადმი.
მაშ, ევრიპიდემ პირველმა გამოიგონა შემაზრზენი ამბავი, თითქოს კოლხმა
მედეამ ყელები დასჭრა საკუთარ შვილებს! ევრიპიდეს ამ „ცოდვის“ შესახებ
გადმოგვცემენ ძველი დროის მეცნიერები და მწერლები: კრეოფილე, პინდაროსის
სქოლიასტი, პარმენისკე, პავსანია, კლავდიუს ელიანუსი. ეს უკანასკნელი იმასაც
გვარწმუნებს, რომ კორინთელებმა ევრიპიდეს ხუთი ტალანტი (დაახლოებით 75.000
მან. ოქრო) მისცეს, რათა ბავშვების დახოცვა დედისთვის დაებრალებინა,

ხოლო
მათთვის ჩამოერეცხნა ბავშვთმკვლელობის სიხლიანი ლაქა...
14
მაშ, ევრიპიდეს „მიზოგინობას“ ემსხვერპლა მართალი ამბავი კოლხი მედეას
შესახებ. ბერძენი მწერლის დიდმა მხატვრულმა ძალამ დავიწყების ფერფლით დაჰფარა
სინამდვილე კოლხი ქალის ტრაგედიისა.
ამრიგად, ოცდათოთხმეტი საუკუნე დადის ქვეყანაზე საშინელი თავგადასავალი
„პირველი ქართველი ქალისა“; დადის იგი ორმაგი წიაღსვლით: ათი საუკუნე
საკუთარი, ნამდვილმომხდარი უბედურებითა და ოცდაოთხი საუკუნე _
ევრიპიდესაგან თავსმოხვეული შვილთმკვლელობის უმძიმესი ტვირთით...
აზმა მეორე
წიგნი კოლხთა და იბერიელთა
დიაოხი, კოლხა, სპერი
ეს დრამატული ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქართველ ტომთა სწრაფ
აღზევებას ქრისტეს წინარე II ათასწლეულის შუა ხანებიდან (დაახლოებით, ჩვენგან
3500 წლის წინათ).
ეს ის დრო იყო, როცა მცირე აზიაში „ზღვის ხალხების“ შემოსევებმა ჯერ
დაასუსტეს და შემდეგ სავსებით დაანგრიეს ოდესღაც მძლავრი ხეთთა სამეფო.

ამით
ისარგებლა კოლხური მოდგმის ძლიერმა ტომმა _ მესხებმა. ისინი მცირე აზიის
აღმოსავლეთ ნაწილში შეიჭრნენ, მკვიდრად განსახლდნენ და საფუძველი მოუმზადეს
მომავალში ძლიერი სახელმწიფოს შექმნას.
შემდეგ, ქრისტეს წინარე XIII საუკუნეში (დაახლოებით, ჩვენგან 3300 წლის
წინათ), დღევანდელი არზრუმისა და მის სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა

 

ძლიერი
ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება _ დიაოხი (შემდგომში _ ტაო),
რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა წინა აზიის მძლავრ სახელმწიფოთა _ ასურეთისა
და ურარტუს შემოტევებს.
ქრისტეს წინარე VIII საუკუნეში (დაახლოებით 2800 წლის წინათ) დიაოხი
სამხრეთ-დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ
დაიპყრო და შეიერთა. ეს იყო კოლხა, ანუ კოლხეთი, რომელსაც სახელი ამ დროისათვის
ქართველ ტომთაგან ყველაზე გამძლავრებულმა კოლხებმა მისცეს. კოლხთა გარდა
ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში შედიოდნენ დანარჩენი ქართული ტომებიც: მოსხები
(მესხები) და ტაოხები (ტაოელნი), მოსინიკები და სანიგები, ტიბარენები და ხალიბები,
ქარდუხები და მაკრონები.
ახლა კოლხასა და ურარტუს შორის გაჩაღდა მძიმე ბრძოლები, მაგრამ
ჩრდილოეთიდან გადმოჭრილმა კიმერიელთა ნიაღვარმა დააზავა და შეაკავშირა
წაკიდებული მეზობლები. მალე კიმერიელებს სკვითთა და მიდიელთა შემოსევები
მოჰყვა.
კოლხაც და ურარტუც დაეცნენ.
15
მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობა მაინც დღეგრძელი აღმოჩნდა. იგი ახალი
პოლიტიკური ქმნადობით განაგრძობდა არსებობას.
ქრისტეს წინარე VII-VI საუკუნეების მიჯნაზე (დაახლოებით 2600 წლის წინათ),
ისევ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ზემო წელზე, ქართის
ტომებმა სასპერებმა, ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო.
სპერის მეზობლად მაშინ ორი მძლავრი სახელმწიფო არსებობდა: ირანული
მიდია და მცირეაზიული ლიდია. ქრისტეს წინარე 586 წელს მიდიელები და
ლიდიელები გადამწყვეტი ბრძოლისათვის ერთმანეთს შეხვდნენ მდინარე

ღალისის
პირას.

მაგრამ ბრძოლა არ შედგა, რადგან მზის დაბნელებამ დაასწრო და „რაკი უფალმა
ბრძოლა არ ინება“, მოწინააღმდეგენი უომრად შეთანხმდნენ, სასაზღვრო ხაზად
მდინარე ღალისი გამოეცხადებინათ.
ვერც მიდიამ და ვერც ლიდიამ ვერ შეჰბედეს სასპერთა სახელმწიფოს საზღვრებს.
ქრისტეს წინარე VI საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა წინააზიელ ხალხთა
ღვთისრისხვა _ დიდი კიროსი, რომელმაც საფუძველი დაუდო სპარსეთის
სახელმწიფოს და მის მბრძანებელ აქემენიანთა დინასტიას. სპარსელებმა დაიპყრეს
მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, შემდგომ ეგვიპტე და ბოლოს _ შუა
და ცენტრალური აზია ინდოეთამდე.
სამხრეთ-დასავლეთელი ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში
მოექცნენ. ისინი სპარსეთის მეთვრამეტე-მეცხრამეტე სატრაპიებში შედიოდნენ, ხარკს
იხდიდნენ და საჭირო შემთხვევაში სპარსელებს ლაშქრად მიჰყვებოდნენ.
კოლხეთი და იბერია
დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი
სახელმწიფოებრიობით განაგრძო ცხოვრება. ეს იყო ეგრისის, ანუ კოლხეთის სამეფო.
სპარსელ აქემენიანებს კოლხეთზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
უფრო ადრე, VII საუკუნიდან, ქართულ საზღვაო სანაპიროებზე უკვე საქვეყნოდ
დაწინაურებულმა ბერძნებმა იწყეს გამოჩენა. შავი ზღვის სამხრეთით და
აღმოსავლეთით დაარსდნენ სავაჭრო ახალშენები და კულტურული ცენტრები: სინოპი,
ტრაპეზუნტი, კერასუნტი, ფასისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი).
ქართული სამყარო დიადი ბერძნული ცივილიზაციის მოკავშირე და

 

მონაწილე
შეიქნა.
VI საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ ქართველთაგან შეიქმნა ქართლის, ანუ
იბერიის სახელმწიფო, იბერიელები არავის ბატონობას არ ცნობდნენ, არც
მიდიელებისას, არც სპარსელებისას.

ქართლის სახელმწიფო ჯერჯერობით სავსებით
„თავისუფალ მამულიშვილებს“ ზრდიდა და ავაჟკაცებდა.
ქართლის თავადი ქალაქი იყო დიდებული მცხეთა.
ქართველთა საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების ყველა
მხარე თითქოს მტკიცედ ჩადგა თავის კალაპოტში.
მაგრამ წინა აზიის მრავალტომოვან ხალხთა სისხლიან-მეომრული,
მარადჟამეულ მღელვარე საუკუნეები ახალი ხოცვა-ჟლეტით აღსავსე ფურცლებით
გრძელდებოდა. ქრისტეს წინარე 334 წელს მთელი მსოფლიო შეარყია მანამდე
არნახული და არგაგონილი დამპყრობელის გამოჩენამ.

მაკედონიის ტახტზე დაჯდა ოცი
16
წლის ჭაბუკი ალექსანდრე, მომცრო ტანით და აღიელი თვალებით (ცალი შავი და ცალი
ცისფერი), გენიალური გონებითა და აქილევსური შემმართებლობით. მას
თავგამოდებით სურდა და სწამდა, რომ მსოფლიო ისტორიის სოლისტის როლს
უეჭველად აღასრულებდა.
წამოვიდა ალექსანდრე ბერძნულ-მაკედონური ლაშქრით, აზიაში შემოიჭრა,
სპარსული არმიები ზედიზედ დაამარცხა და გააცამტვერა, დაიპყრო მცირე აზია, სირია-
ფინიკია, ეგვიპტე, მესოპოტამია, ცენტრალური და შუა აზია და ბოლოს ინდოეთის
დიდი ნაწილიც.
ბალკანეთიდან ფენჯაბამდე ხალხი არ დარჩენილა, მაკედონელთა უღელი არ
დასდგომოდეს კისრად.
ხოლო ქართველები მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობელის
მბრძანებლობასაც გადაურჩნენ.
323 წელს ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა და მისგან

შექმნილი
მსოფლიო მონარქიაც მისივე გვამის გაცივებამდე დაიშალა. ალექსანდრეს
მემკვიდრეობის ნანგრევებზე ე.წ. ელინისტური (ბერძნულ-აღმოსავლური)
სახელმწიფოები წარმოიქმნენ. ამათგან უმთავრესი იყვნენ სირია, ეგვიპტე და
მაკედონია. სირია, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე წვდებოდა,
დაემორჩილა ალექსანდრეს ერთ-ერთ სარდალს, სელევკოსს, საიდანაც წარმოიშვა
სელევკიდების დინასტია.
მცირე აზიაშიც რამდენიმე ელინისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდა,
რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო პონტოს სამეფო.
პონტოს სახელმწიფო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიქმნა და
ძირითადად ქართველური ტომებით (ხალიბები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები,
დრილები, სანიგები, შკვითინები, კოლხები, ტაოხები და სხვა) იყო დასახლებული,
მაგრამ რაკი იქ, სხვა ელინისტურ ქვეყანათა მსგავსად, სახელმწიფო ენად ბერძნული ენა
მოქმედებდა, ქართველები პონტოელებსაც „ბერძნებს“ უწოდებდნენ.

გვერდი 1  გვერდი 2  გვერდი 3  გვერდი 4   გვერდი 5   გვერდი 6   გვერდი 7  გვერდი  8