EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 3) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-05 14:51:07

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 3)
ლევან სანიკიძე 
უქარქაშო ხმლები
 
ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ - ყველა დროის ქართული ბესტსელერი. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად. წიგნი პირველი.
 

დიდი პონტოელი

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 3)

მალე მთელი მსოფლიოს ცაზე ზარებს დაარისხებს მისი მქუხარე სახელი:
მითრიდატე VI ევპატორი დიდი დიონისე.
იგი დაიბადა ქრისტეს წინარე 132 წელს, ქალაქ სინოპში. მამის დაღუპვიდან
კიდევ ორ წელს შეძლო ყმაწვილმა უფლისწულმა შეთქმულთაგან დახლართული
სასიკვდილო ხვანჯებისგან თავის დაღწევა.

ერთხელ გულღრძო დედამისის
დავალებით თორმეტი წლის ბიჭი გაუხედნელ, გაგიჟებულ ცხენზე შესვეს, უბელოდ,
უაღვიროდ. ხელში __________მშვილდ-ისარი მისცეს და გაფრენილი ცხენიდან განუწყვეტელი
ისრის სროლა უბრძანეს. მითრიდატემ სრულიად უმარცხოდ შეასრულა ეს დავალება.
მერე საჭმელში საწამლავი შეუყოლეს, მაგრამ მისმა ჩაკირულმა სხეულმა შხამიც
მოინელა. მალე მან თვითონ დაიწყო ქიმიური ცდები საწამლავთა და ანტისაწამლავთა
გამოსაყვანად. ცხოვრების ყოველი კუნჭულიდან ჩასაფრებული სიკვდილის
მომლოდინე, პირში ლუკმასაც არ ჩაიდებდა, თუ თან ანტისაწამლავს არ შეაყოლებდა.
მისი სხეული შხამებს ისე შეეჩვია, რომ უცილობელ ჟამს, თავის მოკვლისათვის მისი
ხელითვე დამზადებული საწამლავი, რომლის ერთი წვეთი სპილოსაც კი ძირს
დასცემდა, უბრალო მწარე წყლად გადაიქცა.

მაგრამ მანამდე რამდენი რამ უნდა
გადახდომოდა თავს და თვითონ თავის მხრივ რამდენი რამ უნდა მოეხვია თავზე
მაშინდელი შფოთიანი მსოფლიოსათვის.
ცამეტი წლის ბიჭი სულ გაექცა სიკვდილის ბუდედ ქცეულ სასახლეს და მთა-
ველსა და ტყე-ღრეს მისცა თავი. შვიდი წელი მისი ცხოვრებისა საოცარ ლეგენდათა
სამოსელში გაეხვია. არავინ იცოდა, სად ათევდა ღამეს, რას სჭამდა, რა ეცვა, რა ეხურა.
ნადირთა შორის ცხოვრობდა, თვითონ განადირებული; მათთან „ასპარეზობაში“,
რბენაში, რკენაში, ღრენა-კბენაში იზრდებოდა და იკაჟებოდა მისი უზარმაზარი,
გიგანტური სხეული. არც ერთი წამით არ ივიწყებდა, რომ მას ეძებდნენ, ამიტომ
მუდმივ იცვლიდა ღამის სათეველ ბუნაგს და ნაპრალს. მაგრამ თვითონ უჩინოქმნილმა
კარგად იცოდა, რა ხდებოდა სინოპის კარზე, მის მტრულ ბანაკში კიდევ
შემორჩენილიყვნენ მამამისის ერთგული მეგობრები, რომლებიც ყოველ საჭირო ცნობას
აწვდიდნენ ლტოლვილ უფლისწულს.
და აი, ერთხელ, მეგობრებთან დათქმულ დღეს, სინოპის სასახლეში ერთბაშად
გაჩნდა ოცი წლის ბუმბერაზი. იგი ჯიქურ მიეჭრა მეფე-დედას, თავიდან გვირგვინი
მოჰგლიჯა, ტახტიდან აიტაცა და დილეგისაკენ გააქანა. იმავე დღეს სიკვდილით
დასაჯეს ახალგაზრდა მეფის ყველა ნამდვილი და სავარაუდებელი მოწინააღმდეგე.
მალე მთელმა ქვეყანამ შეიტყო პონტოელი გვირგვინოსნის საქმენი საგმირონი.
23
მეფე პირველი იყო უპირველეს მოლაშქრეთა და ათლეტთა შორის:
მკლავგაუდრეკი მოკრივე და მოფარიკავე, მიზანმიუმცდარი მოისრე და მოშურდულე,
დაუღალავი მორბენალი, შეეძლო მთელი დღეების განმავლობაში მშიერ-მწყურვალს
ეჯირითნა ცხენთა გამოცვლით.

მისებრ არვის შეეძლო ოსტატური მართვა და გიჟური
სრბოლა თექვსმეტმერნიანი ეტლისა.
იყო უებრო ბრძოლის ველზე სიმამაცით და შემმართებლობით; თუმცა მისი
გოლიათური სხეული მტერ-მოისართა მოხერხებული სამიზნე იყო; ამიტომ ხშირად
გამოჰქონდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილ-დაფლეთილი. მაგრამ ჭრილდობებსაც
გასაოცარი სისწრაფით იშუშებდა და კვლავ ხელახალი მხნეობით და სიკისკასით
მიილტვოდა ბრძოლის ველისკენ. ომიდან თუ ასპარეზობიდან დაბრუნებული ახალ
შეჯიბრს მართავდა სანადიმო სუფრასთან. _ და აქაც ტოლი არ ჰყავდა.
იყო უგანათლებულესი მეცნიერი, უბადლო რიტორი და მეცნიერება-ხელოვნების
მფარველი. ბრწყინვალედ იცოდა 22 ენა (პლინიუსი იმასაც კი ამბობს, 50 ენა იცოდაო).
ამდენ ენაზე შეეძლო თარჯიმნის დაუხმარებლად ეწარმოებინა სამოსამართლო საქმენი
და სიტყვით მიემართა თავისი მრავალხალხოვანი ჯარებისათვის. შვიდწლოვანმა
„ველად გაჭრამ“ ბუნება შეაყვარა და შეასისხლხორცა. ბუნების შესანიშნავ მკვლევარს
„ბუნებისმეტყველების ისტორიაც“ დაუწერია.

წელთა დაღმართზე მემუარებს წერდა.
იგი დიდგემოვნებიანი შემფასებელი იყო უმაღლესი ხელოვნებისა და კულტურისა;
გამორჩევით უყვარდა ელინურ-ბერძნული სულიერი და ნივთიერი სამყარო. იგი
დიდის თავგამოდებითა და რუდუნებით კრებდა ხელოვნების ნატიფ ძეგლთა ძვირფას
კოლექციებს. მეფე, თვითონ დიდად განსწავლული მეცნიერებასა და ხელოვნებაში,
გარშემორტყმული იყო პოეტებით, ისტორიკოსებით, ფილოსოფოსებით, მხატვრებით,
სკულპტორებით, მსახიობებით. აწყობდა მათ შორის შეჯიბრს, პაექრობას,
აჯილდოებდა გამარჯვებულთ და ამხნევებდა ხელმოცარულთ.
მაგრამ ყველა ამასთან ერთად მითრიდატე ევპატორი იყო სასტიკი, ეჭვიანი და
გულქვა ტირანი; თავაშვებული მოთაყვანე ბოჰემისტური ტრფიალებისა, ჰარამხანის
გიჟი რაინდი, ლოთი და მრუში...
მითრიდატე გამეფებისთანავე დიდის ენერგიით შეუდგა ქვეყნის მართვა-
გამგეობას. უპირველესად ყოვლისა, მან შექმნა ძლიერი სახმელეთო ლაშქარი და
საზღვაო ფლოტი. მისმა საომარმა ძალებმა პირველი ნათლობა მიიღეს ტავრიდის
(ყირიმი) ნახევარკუნძულზე.
ამ დროს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ბერძნულ ქალაქებს, რომლებიც
„ბოსფორის __________სამეფოში“ ერთიანდებოდნენ, ძლიერად აწვებიან მეზობლად მცხოვრები
მრავალრიცხოვანი სკვითურ-სარმატული ტომები. ტავრიდელმა ბერძნებმა დახმარება
მითრიდატეს სთხოვეს.

პონტოელმა მეფემ ანგარიში არ გაუწია რომის ადრინდელ
ბრძანებას _ „აზიელმა მეფეებმა ფეხი არ შესდგან ევროპის მიწაზეო“, _ და 110 წელს
თავისი მამაცი სარდლის, დიოფანტეს მეთაურობით ლაშქარი გაგზავნა ყირიმში.
დიოფანტემ რამდენიმე შეტაკებაში სასტიკად დაამარცხა სკვითები, სარმატები,
როქსოლანები და მთელი ყირიმის ნახევარკუნძული მითრიდატე

ევპატორს
დაუმორჩილა. იქვე, კტენუნტის კონცხზე მან დააარსა ციხე-ქალაქი, რომელსაც თავისი
ხელმწიფის საყვარელი ზედსახელის (ევპატორი) მიხედვით უწოდა ევპატორია.
სკვითების მეფე პალაკოსმა დასახმარებლად მიმართა რომს. რომის
ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და მითრიდატეს მოსთხოვა ჯარების გამოყვანა
ტავრიდიდან. პონტოელმა მეფემ რომაელთა მოთხოვნას ახალი შეტევით უპასუხა.
107 წელს ბოსფორის სამეფოში იფეთქა მონათა აჯანყებამ სავმაკის მეთაურობით.
მითრიდატემ ისარგებლა ყირიმელი მონათმფლობელების თხოვნით და კვლავ გაგზავნა
24
ძლიერი ფლოტი და ჯარი ისევ დიოფანტეს სარდლობით. პონტოელებმა აჯანყებული
მონები დაამარცხეს. დიოფანტემ სავმაკი შეიპყრო და ბორკილდადებული მითრიდატეს
გაუგზავნა. პონტოელებმა ყირიმი ხელახლა დაიპყრეს და მეოტიის (აზოვის) ზღვის
შემოგარენიც შემოიმტკიცეს.

მანამდე უძლეველმა სკვითებმა მითრიდატე ევპატორის
მბრძანებლობა ცნეს. ამის შემდეგ ისინი მითრიდატეს ლაშქარში ხშირად არიან
მოხსენიებული ხან ქვეშევრდომებად, ხან მოკავშირეებად.
რომის ხელისუფლებამ ეს პირველი „აზიური აბი“ მწარედ ჩაყლაპა.
ამის შემდგომ მითრიდატეს სარდლებმა და დიპლომატებმა მთელი შავი ზღვის
აუზის ყოველი მხარე შემორკინეს: ზოგი მახვილით მორჩილქმნეს, ზოგიც
„თაფლაკვერით“ მოისადაგეს.
ქრისტეს წინარე I საუკუნის დამდეგს, როგორც ეტყობა, საქართველოს
ერთიანობა დარღვეული იყო; ქართლი და კოლხეთი ცალკე პოლიტიკური ცხოვრებით
ცხოვრობდნენ.

სწორედ ამით უსარგებლია მითრიდატე ევპატორს, რომელმაც 90-იანი
წლების მახლობლად კოლხეთი თავის სამფლობელოებს შეუერთა.
მითრიდატე კოლხეთის სამმართველოდ ყოველთვის ყველაზე რჩეულსა და
ახლობელ კაცს გზავნიდა.
პონტოს მეფეს კოლხეთიდან შეეძლო გაეტანა გემთსაშენი ხე-ტყე, საყოველთაოდ
ცნობილი ძელქვა, სელი, კანაფი, თაფლი, ცვილი... შეეძლო თავისი ჯარისა და ფლოტის
რიგებში ჰყოლოდა მამაცი, „შმაგად მეომარი“ კოლხი მეომრები და ზღვაოსნები.
იმავე ხანებში მითრიდატემ მეგობრული კავშირი შეჰკრა იბერიასთან,
პართიასთან და დიდ სომხეთთან, ხოლო მცირე სომხეთი თვითონ დაიმორჩილა და
შეიერთა.
მერე, ერთ დღეს მეფე უეცრად გაუჩინარდა, მოხეტიალე-მოგზაურის
ტანსაცმელში გამოწყობილმა მთელი მცირე აზია შემოიარა. საკვირველი სისწრაფითა
და სიბეჯითით სწავლობდა სხვადასხვა ხალხთა ენებს, ზნე-ჩვეულებებს,
განწყობილებას რომაელთა და პონტოელთა მიმართ. სწავლობდა ყოველი ქვეყნისა და
ქალაქის ადგილ-მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს, გეოგრაფიულ გარემოს და მათ
საერთო მდგომარეობას, უპირველესად, სამხედრო თვალსაზრისით.
გავიდა შვიდი თვე. მეფეზე აღარაფერი ისმოდა.

ამ ხნის განმავლობაში პონტოს
სასახლის კარზე ხმა დაირხა, მეფე მოკვდაო. მითრიდატეს მეუღლემ, რომელსაც უკვე
ტახტის მემკვიდრე შესძენოდა, საყვარლები გაიჩინა და მათთან დროსტარებაში
ლანძღვა-გინებით იხსენიებდა დაკარგულ ქმარს.
და აი, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა მითრიდატე. შემოეგება
დედოფალი. ზღურბლზე ფეხის შედგმისთანავე ფიალა მიაწოდა, მშვიდობით
დაბრუნებისა და ახლადშობილი უფლისწულის დასალოცავად. ფიალა

საწამლავით
იყო სავსე. მაგრამ მითრიდატე ქალის სიძულვილისაგან ქალის სიყვარულმა იხსნა. იგი
შეჰყვარებოდა ერთ მსახურ გოგონას, რომელმაც წინასწარ საიდუმლოდ ამცნო, რასაც
უმზადებდა მეუღლე-დედოფალი.

მეფემ ფიალა შეაბრუნა და დედოფალს ძალით
დაალევინა. იქვე მოღალატე დედოფლის საყვარლებიც დახოცა. ამრიგად, მითრიდატემ
ეს „ბოროტებაც ბოროტებით განკურნა“.
89 წელს მითრიდატემ ხელში ჩაიგდო ბითვინია (მცირე აზიის ჩრდილო-
დასავლეთით), კაპადოკია და უშუალოდ მიადგა ყოფილ პერგამოსის სამეფოს,
რომელიც „პროვინცია აზიას“ სახელით რომის სამფლობელოთა საზღვრებში შედიოდა.
რომსა და პონტოს შორის ომი გარდუვალი შეიქნა.
ასე დაიწყო პირველი „მითრიდატული ომი“ 88 წელს.
25
„პირველი მითრიდატული“
ომის პირველ წელს პონტოელებმა რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს
რომაელთა და ბითვინიელთა ჯარები. მითრიდატემ შეიპყრო რომაელი კონსულები
ქვინტუს ოპიუსი და მანიუს აქვილიუსი.
მანიუს აქვილიუსი მითრიდატემ ვირზე უკუღმა შესვა, ქვეყანაზე დაატარებდა
და აძახებინებდა: მე ვარ მანიუს აქვილიუსი, რომაელი კონსული, ომის გამჩაღებელიო.
ბოლოს მეფემ ბრძანა: ეს კაცი ოქროზე იყო დახარბებული და პირში მდუღარე,
გამდნარი ოქრო ჩაასხითო. ბრძანება სისრულეში მოიყვანეს.
87 წელს პონტოელებმა სულ გააძევეს რომაელები მცირე აზიიდან. ეგეოსის
კუნძულებიდან და საბერძნეთიდან. ეს იმას ნიშნავდა, რომ რომი ჰკარგავდა თავისი
იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს, ხოლო მის ხარჯზე, მცირე აზიისა და

ბალკანეთის
დამორჩილებით, შავი ზღვის აუზთან ერთად, მითრიდატე ქმნიდა თავის, საკუთარ
„პონტოს იმპერიას“.
ეს იყო პონტოს სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალი.
86 წელს მითრიდატესთან საომრად დასავლეთიდან დაიძრა დიდი რომაული
არმია მრისხანე სარდლისა და პოლიტიკოსის, ლუციუს კორნელიუს სულას
მეთაურობით.
საბერძნეთში საშინელი ბრძოლები გაჩაღდა.

ქალაქ ორქომენთან გამართულ
ხოცვა-ჟლეტაში პონტოელთა გააფთრებული იერიშებით შეძრწუნებული „მსოფლიო
მბრძანებლები“ შედრკნენ და უკუიქცნენ. მაშინ სულა ჩამოხტა ცხენიდან, აიტაცა
საომარი დროშა და საშინელი ხმით შეჰღრიალა უკუქცეულ მეომრებს:
„მე აქ მოვკვდები მშვენიერი სიკვდილით, რომაელებო, ხოლო თქვენ, როცა
გკითხავენ, სად უღალატეთო თქვენს სარდალ სულას, არ დაგავიწყდეთ უპასუხოთ:
როდესაც ის ორქომენთან იბრძოდა-თქო!“ _ შესძახა და გადაეშვა მტრის შუაგულში.
მთავარსარდლის ასეთმა თავგანწირვამ ბრძოლის ველისკენ შემოაბრუნა
რომაელები. მითრიდატეს სარდლებმა, დორილაოსმა და არქელაოსმა, პირველი
წარმატებანი, ვერ გამოიყენეს და ბრძოლა წააგეს.
რომიდან აზიისაკენ ახალ-ახალი არმიები მოისწრაფოდნენ. მითრიდატე
იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. სულასაც რომში დაბრუნება ეჩქარებოდა და საზავო
წინადადება სიხარულით მიიღო. მითრიდატემ რომს დაუბრუნა ყველა რომაული
სამფლობელო ბალკანეთსა და მცირე აზიაში (84 წ.).
„მეორე მითრიდატული“
სწორედ იმ ხანებში მითრიდატეს წინააღმდეგ მღელვარება დაიწყო

კოლხეთში,
სადაც მმართველად, თვითონ კოლხეთის თხოვნით, დანიშნული იყო მეფის ძე,
სახელად აგრეთვე მითრიდატე. როგორც ეტყობა, პონტოელმა უფლისწულმა
მდგომარეობა მომწიფებულად ჩათვალა და კოლხეთის ოდინდელი
დამოუკიდებლობის აღდგენა სცადა.

მეფემ დროზე შეიტყო მემკვიდრის განზრახვა და
იგი კოლხეთიდან გაიწვია. ერთხანს ურჩი შვილი ოქროს ბორკილებით ჰყავდა
დაბორკილი, მერე სიკვდილით დასაჯა.
26
„კოლხური საქმეებით“ აფორიაქებულ ევპატორს კვლავ რომაელებთან მოუხდა
რკენა. რომაელმა სარდალმა ლუციუს მურენამ 83 წელს ახალი ომი წამოიწყო,
რომელსაც ისტორიაში „მეორე მითრიდატული ომი“ დაერქვა.
მურენა შეიჭრა პონტოს საზღვრებში და ოთხასი სოფელი გაძარცვა და ააოხრა.
მითრიდატემ ლაშქარი შეჰყარა და ღალისის პირას მტერი სასტიკად დაამარცხა.
რომაელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ და მახლობელ მაღლობზე გამაგრდნენ.
პონტოელებმა ის მაღლობიც აიღეს და მტერი კვლავ გააქციეს. მითრიდატემ ფრიგიამდე
მისდია დამარცხებულებს. შემდეგ კაპადოკიაში შეიჭრა და იქიდანაც განდევნა
რომაელები.
რომმა ზავი ითხოვა და მითრიდატეც დათანხმდა, რადგან კოლხეთში
მღელვარება ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო. ომის შეწყვეტისთანავე მეფე კვლავ
აღმოსავლეთისკენ გაეშურა, კოლხეთში თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად.
„მესამე მითრიდატული“
74 წელს მცირე აზიაში კვლავ ატყდა საომარი ყიჟინა და იარაღის ზათქი-ზრიალი.
დაიწყო „მესამე მითრიდატუდი ომი“, რომელიც 11 წელი (74-63 წწ.)

გაგრძელდა.
რომაელები და პონტოელები კვლავ ეკვეთნენ ერთიმეორეს. დიდ რომაულ არმიებსა და
ფლოტს მოუძღოდნენ კონსულები _ ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და მარკუს
ავრელიუს კოტა.
მითრიდატემ ზღვის ღმერთის, პოსეიდონის სადიდებლად ზღვაში წყვილი
თეთრი ცხენი ჩაუშვა, მერე ჯარებს სიტყვით მიმართა და დაიძრა ქ. ქალკედონისკენ,
სადაც არმიითა და ფლოტით იდგა კონსული ავრელიუს კოტა. ბრძოლა ზღვაზეც და
ზმელეთზეც ერთსა და იმავე დღეს მოხდა. კოტამ ვეღარ გაუძლო პონტოელთა მძაფრ
იერიშებს, რომელსაც თვით უმამაცესი მეფე მიუძღოდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.
მან ძლივს შეასწრო ქალკედონის კედლებში; ქალაქის კარები სასწრაფოდ ჩაჰკეტა და
შიგნიდან დასჭყიოდა გარეთ დარჩენილ თავის მეომრებს, თავგანწირვით იბრძოლეთო
სამშობლოს სახელდიდებისათვის. მისი ლეგიონერები ქალაქის კარიბჭეს მიაწყდნენ,
კედლებს ეხეთქებოდნენ და ხსნას ითხოვდნენ. პონტოელთა ისარი მიზანს არ ცდებოდა
და რომაელთა სისხლი უხვად იღვრებოდა. მათი უმრავლესობა გაიჟლიტა. ძლივს
გადარჩა რამდენიმე სამხედრო მეთაური, რომელთაც წელში თოკები ჩააბეს და ისე
აათრიეს ქალაქის კედლებზე.
იმავე დღეს პონტოელებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს ზღვაზეც.

მათ დაამსხვრიეს
სპილენძის ჯაჭვისაგან შეკრული ჯებირი; დასწვეს რომაელთა ოთხი ხომალდი, ხოლო
დანარჩენი 60 გემი მთელი თავისი ეკიპაჟით ბუქსირით გამოიბეს და წამოიყვანეს.
მაგრამ მალე ამის შემდგომ მეორე კონსულმა, ნიჭიერმა და მამაცმა ლუკულუსმა,
შეძლო წონასწორობის აღდგენა. მან დაამარცხა და უკუაქცია მითრიდატე. რამდენიმე
შეტაკების შემდეგ მეფემ რომაელებთან ომი დროებით წაგებულად ჩათვალა და
სომხეთს მიაშურა. მან ვერ მოახერხა თან წაეყვანა თავისი ოჯახის წევრები, რომლებიც
ქალაქ ფარნაკეაში დარჩნენ. მეფეს ისღა დარჩენოდა, თავისიანთა დასახსნელად
სიკვდილი გაეგზავნა: მას დიდ სირცხვილად მიაჩნდა, მისი სახლობა რომაელებს ტყვედ
ჩავარდნოდათ და რომის ქუჩებში ლუკულუსის ტრიუმფში სამარცხვინო

ტყვეებად
გაეტარებინათ.
27
და აი, ტყვეობისთვის განწირულთა წინაშე გამოცხადდა მითრიდატეს ერთგული
კარისკაცი, საჭურისი ბაკხიდე, რომელმაც მეფის სახელით უბრძანა მათ დაუყოვნებლივ
მოეკლათ თავი, ვისაც როგორი სიკვდილით სურდა. აქ იყო მითრიდატეს ორი ცოლი _
მონიმე და ბერენიკე. მონიმემ მოიხსნა დედოფლის დიადემა, რომელიც ერთ დროს
მითრიდატემ თავისი ხელით დაადგა თავზე, და სცადა იმით ჩამოეხრჩო თავი.

მაგრამ
დიადემა გაწყდა და ქალმა ტირილით შესძახა: „ოჰ, ძონძო, შენ ამისთვისაც
გამოუსადეგარი გამოდექ!“ ეს თქვა და ანიშნა ბაკხიდეს, რომელმაც მაშინვე საკუთარი
ხელით დაახრჩო იგი. ბერენიკემ და მისმა დედამ საწამლავი დალიეს. ასევე საწამლავით
სავსე თასები დასცალეს მითრიდატეს დებმა, როქსანამ და სტატირამ. როქსანა
სიკვდილის უმძიმეს წუთებში ლანძღავდა და წყევლიდა თავის გულქვა ძმას, ხოლო
სტატირა აქებდა მას, რომ ასეთ მძიმე დღეებშიც არ დაივიწყა ისინი მეფემ, რომელმაც
იზრუნა, რათა რომაელებს ხელთ არ ეგდოთ და არ შეებღალათ სახელოვანი მეფის
სახლეულნი.
მითრიდატე მივიდა სომხეთს, სადაც მბრძანებლობდა მისი სიძე (ქალიშვილის
ქმარი) და მოკავშირე ტიგრან II, რომელმაც __________მას თავის დროზე რიგიანად ვერც
მოკავშირეობა გაუწია და ვერც მოყვრობა. ტიგრანმა სიმამრს თავშესაფარი მისცა, მაგრამ
პირადად არ მიიღო და მით უფრო არც რომის წინააღმდეგ გაჰყვა საომრად.
მითრიდატე ამაოდ ცდილობდა რომის წინააღმდეგ შეეკრა ძლიერი კავშირი
პონტო-პართია-სომხეთს შორის. ანდა, დამარცხებულ მეფეს მის მოშურნე და მეტოქე
მეფეთაგან რა დახმარების იმედი უნდა ჰქონოდა, როცა მას უღალატა და

რომაელებს
მიემხრო ღვიძლი შვილი, სახელად მახარე, რომელიც მამას ბოსფორის (ყირიმის)
მმართველად ჰყავდა დანიშნული!
რომაელებმა დალაშქრეს პონტო და შეიჭრნენ სომხეთში.
ტიგრანი ახლა კი მიხვდა მითრიდატეს სიმართლეს, რომელიც მას მრავალგზის
აფრთხილებდა: როცა რომაელები მე გამანადგურებენ, მერე შენც გწვდებიან ყელშიო.
სიძე-სიმამრი ერთმანეთს შეხვდნენ და ძლიერ მტერთან ახალი საომარი გეგმის
შედგენას ჩაუჯდნენ. მაგრამ კვლავ ვერ მორიგდნენ: მითრიდატე, რომელსაც
რომაელებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მტერთან გაჭიანურებული ომის
წარმოებას მოითხოვდა, ხოლო ტიგრანი, დარწმუნებული უეჭველ გამარჯვებაში,
დაუყოვნებლივ გადამწყვეტი ბრძოლის გამართვაზე იდგა.
მართლაც ტიგრანმა დიდძალი ლაშქარი შეჰყარა და მიუახლოვდა მისგანვე
დაარსებულ ახალ სატახტო ქალაქს ტიგრანოკერტს, რომელიც უკვე რომაელთაგან
ალყაში იყო მოქცეული.
ლუკულუსმა თავისი არმია გაჰყო, ერთი ნაწილი ალყის გასაგრძელებლად
დასტოვა, მეორეს კი თვითონ უსარდლა და სწრაფი მარშით დაიძრა იქვე მაღლობზე
დაბანაკებული მოწინააღმდეგისკენ.

ტიგრანმა მოიერიშე მტერს თვალი დაადგა და
დაცინვით თქვა:
„თუ ელჩები არიან _ ძალიან ბევრია, ხოლო თუ მტრები არიან _ მეტისმეტად
ცოტაა“.
მაგრამ ეს ხუმრობა ხუმრობად დარჩა და ტიგრანი სასტიკად დამარცხდა.
რომაელებმა მალე ტიგრანოკერტიც აიღეს და სომხეთის ველ-მინდვრებს
შეესივნენ. ტიგრანი კვლავ შეხვდა მითრიდატეს და ამიერიდან მისი დამჯერე და
თანამორწმუნე გახდა. ისინი გაჭიანურებულ, თარეშულ-პარტიზანულ საომარ ტაქტიკას
დაადგნენ და მალე ამას მათთვის სასარგებლო შედეგებიც მოჰყვა.
28
სომეხთა მეფეს თავის თანამემამულეთა გარდა მხარში ედგნენ მოკავშირენი,
რომელთაგან მას ყველაზე მეტი იმედი ჰქონდა შუბოსანი იბერიელებისა და მოისარი
მარდებისა.
სანამ ტიგრანი თავის ქვეყანას იცავდა, მანამ მითრიდატე პონტოში დაბრუნდა და
იქ მდგარ რომაულ ციხიონებს შეება, მეფემ ჯერ გაშმაგებით შეუტია ქალაქ ქაბეირაში
განლაგებულ რომაელებს, რომელთაც მარკუს ფაბიუს ადრიანე სარდლობდა. რომაელმა
სარდალმა უკიდურესი გაჭირვების პირობებში მონებს თავისუფლება მიანიჭა და მათი
თანხლებით ბრძოლა განაგრძო. საშინელ ჩეხვაში მითრიდატეს ცხენი დაუჭრეს, მაგრამ
დაცემას დაასწრო, გადმოხტა და მახვილამოწვდილმა, ომახიანი საომარი ყიჟინით
მოუწოდა თავისიანებს ახალი იერიშისაკენ. რომაელები შედრკნენ და გაიქცნენ. სწორედ
ამ დროს მეფეს შურდულით ნატყორცნი ქვა კოჭში მოხვდა და ჩაიჩოქა.

კვლავ წამოიჭრა
და კიდევ უფრო გამძაფრებულ მიეჭრა მტერს. მაგრამ უეცრად ისარმა გაიზუზუნა და
მითრიდატეს შიგ თვალში ჩაერჭო. იგი დაეცა. ბრძოლა მაშინვე შეწყდა. ადრიანე
დაჭრილთა და მოკლულთა სიმრავლის გამო ვეღარ ბედავდა კვლავ ბრძოლად გასვლას,
ხოლო პონტოელები თავს იკავებდნენ მეფის მძიმე მდგომარეობის გამო. დაჭრილ
მითრიდატეს სკვითი ექიმბაშები გველის შხამით მკურნალობდნენ. მეფე რამდენიმე
დღეში ფეხზე დადგა და ქაბეირადან ისევ დაიფრინა რომაელები, მალე ამის შემდეგ
რომაელი სარდლები _ ადრიანე, ტრიარიუსი და სორნაციუსი _ თავიანთი ლეგიონებით
გაერთიანდნენ და მითრიდატეს გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართეს 67

წელს,
გაზაფხულზე, ქალაქ ზელასთან, მდინარე ირისისა და სკოტას მთის მახლობლად.
საბრძოლო ნაღარა პირველად რომაელებმა დასცეს და სწრაფ შეტევაზე
გადავიდნენ

მთაზე დაბანაკებული პონტოელები ერთბაშად დაეშვნენ და მტერს
თავგანწირული კონტრშეტევა შეაგებეს. ბრძოლის სასწორი დიდხანს უშედეგოდ
ქანაობდა. მითრიდატემ, რომელიც ხან აქ და ხან იქ, ყველგან, სადაც მისიანებს უჭირდა,
უეცრად გაჩნდებოდა და თავისი მეომრული შემართებით ყველას საომარ ცეცხლს
უკიდებდა, ბოლოს გასტეხა რომაელთა წინააღმდეგობა და მათი ქვეითი ლაშქარი
მდინარე ირისის ჭაობიან-ლაქაშებიან ნაპირებში შერეკა. მკერდამდე დაფლული
რომაელები პონტოელთა ისრებისაგან სრულიად გაიჟლიტნენ. ტრიარიუსის
მხედრობამ, რომელსაც უმთავრესად ქვეითი კოჰორტების იმედი ჰქონდა, ბრძოლის
ველიდან მოჰკურცხლა. მითრიდატეც გამოედევნა თავის ცხენოსნებით, რომაელთა
__________მხედრობასაც განადგურება არ ასცდებოდა, მაგრამ ამ დროს რომელიღაც რომაელმა
ცენტურიონმა (ასეულის მეთაურმა), რომელსაც პონტოურ ტანსაცმელში გადაცმულს
მეფის მცველებში გაძრომა მოეხერხებინა, ამხედრებულ და ბრძოლის ცეცხლით
გატაცებულ მითრიდატეს მოულოდნელად მძლავრად აძგერა მახვილი გვერდში.
თავზეხელაღებული რომაელი პონტოელებმა იქვე აჰკუწეს და მძიმედ დაჭრილი მეფე
ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. ამ შემთხვევამ მითრიდატეს სარდლები შეაძრწუნა და
მათ რომაელებზე გამოდევნებული მხედრები უკანვე გამოიწვიეს.
შეშფოთებული მეომრები დაჭრილ მეფეს ეხვეოდნენ და სასოწარკვეთას
ეძლეოდნენ.

მაშინ მითრიდატე მკურნალის მხარზე დაყრდნობილი მაღლობზე ავიდა,
იქიდან თავის მეომრებს ეჩვენა და ანუგეშა, რომ მისი მდგომარეობა არც ისე მძიმეა.
მერე მან საყვედურებით აავსო თავისი სარდლები, რომლებმაც „ასე უმიზეზოდ“
გამოიწვიეს ჯარები ბრძოლის ველიდან. იმავე დღეს მითრიდატე მოახტა ცხენს და
კვლავ დაიძრა გამარჯვებით გალაღებული ჯარები მტრის ბანაკისაკენ. სიკვდილს
გადარჩენილმა რომაელებმა გაქცევით უშველეს

თავს.
ამასობაში სომხეთში მოლაშქრე ლუკულუსს საკუთარი ლეგიონერები
აუჯანყდნენ და იძულებული გახდა უკანვე გამობრუნებულიყო.
29
მითრიდატემ და ტიგრანმა კვლავ დაიბრუნეს თავიანთი სამეფოები.
66 წელს რომში აღმოსავლეთის მთავარსარდლობა გადაეცა სახელოვან გნეუს
პომპეუსს, რომელიც მანამდე არნახული სიდიდის არმიებითა და ფლოტით მიადგა
მცირე აზიას. ამ უმძიმეს ჟამს მითრიდატეს და ტიგრანს კვლავ მოესწროთ
ურთიერთწაკიდება და გათიშვა. პომპეუსსაც უფრო იოლად შეეძლო თავისი
უზარმაზარი ძალებით ცალ-ცალკე გაენადგურებინა გათიშული გვირგვინოსნები.
მითრიდატემ 100 000 რომაელის წინააღმდეგ 30 000-მდე პონტოელის გამოყვანა
შეძლო. რამდენიმე მცირე შეტაკების შემდეგ პონტოელებმა დაიწყეს უკან დახევა
აღმოსავლეთისაკენ. ისინი დღისით თავს აფარებდნენ მიუვალ ტყე-ღრეებს, ხოლო
ღამით შეუსვენებლივ მიჰქროდნენ.

პომპეუსიც ღამით ვერ ბედავდა ხელი შეეშალა
ლტოლვილთა მოძრაობისათვის.
რომაელები მითრიდატეს წამოეწივნენ ევფრატის ზემო დინების ერთ ხეობაში და
ყოველი მხრიდან გზა გადაუჭრეს მას.
პომპეუსი მომდევნო დღეს აპირებდა შეტევის დაწყებას, მაგრამ მას შემოეხვივნენ
ლეგატები (თანაშემწენი) და დაუწყეს დარწმუნება, რომ ღამით დასხმოდნენ
მოწინააღმდეგეს. მთავარსარდალი დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა.
პონტოელები შესჩვეოდნენ იმას, რომ რომაელები ღამით თავდასხმას ვერ
ბედავდნენ და ამიტომ სრულიად უზრუნველად მიეცნენ ძილს.
შუაღამისას მტრის არმია საბრძოლო ყიჟინითა და იარაღის ზათქით თავს

დაეცა
პონტოელთა ბანაკს. მითრიდატეს მეომრები მოულოდნელობისაგან პანიკით მოცულნი
შეუდგნენ იარაღის ასხმას და ამხედრებას, ჰორიზონტზე დაშვებული მთვარე
პონტოელებს სხივებს თვალებში სცემდა, რომაელებს ზურგიდან ანათებდა.
უზარმაზარი ჩრდილებით წინაღმართულ რომაელ მეომრებს სინათლისაგან და
ძილისაგან თვალმოჭრილი პონტოელები ისარს ვერ ახვედრებდნენ. მითრიდატეს
ბანაკი საზარელ სასაკლაოს დაემსგავსა. ბეწვზე ეკიდა მეფის სიცოცხლეც. რომაელთა
რჩეულმა რაზმებმა რკინის სალტეში მოაქციეს იგი. ყოველ წუთს შეპყრობა ელოდა
მეფეს.

ზედიზედ ეცემოდნენ ერთგული მცველები. მეფე არაჩვეულებრივი სიმამაცითა
და სიმხნევით ებრძოდა მოზღვავებულ მტერს. მის გვერდით გასაოცარი ვაჟკაცობით
იბრძოდა ერთგული და საყვარელი მხევალი ქალი ჰიპსიკრატია. ეს ქალი ყველგან თან
ახლდა მეფეს, უვლიდა მას, მის ცხენს და მასთან ერთად ებმებოდა მტერთან
თავგანწირულ ბრძოლებში. სწორედ ამიტომ ეძახდა მას მითრიდატე „ჰიპსიკრატიას“
(მაღლობისმფლობელი).
ბოლოს, მრავალი ჭრილობით დაფლეთილმა და გასისხლიანებულმა მეფემ
რამდენიმე თავგანწირული მეომრის თანხლებით სალტე განკვეთა და ბრძოლის
ველიდან გაქუსლა. 10 000 პონტოელი დაეცა. რომაელებმა ხელთ იგდეს
მოწინააღმდეგის მთელი აღალი.
პონტოს მეფე 3000 კაცის თანხლებით, რომელთა შორის იყვნენ მისი საყვარელი
ჰიპსიკრატია და ქალიშვილი დრიპეტინე, შეუსვენებლივ მიჰქროდა სომხეთისაკენ.
ლტოლვილებმა მიაღწიეს სომხეთის საზღვართან მდებარე ციხესიმაგრე სინორიას და
შეჩერდნენ.

იქ ინახებოდა მითრიდატეს ძვირფასი საჭურჭლეები. მეფემ

ერთგული
თანამებრძოლები უხვად დააჯილდოვა ფულითა და ძვირფასი სამოსელით. უფრო
ახლობლებს მან დაურიგა საწამლავი, რამეთუ საჭიროების შემთხვევაში
გამოეყენებინათ და მტერს ხელში ცოცხლად არ ჩავარდნოდნენ.
ამავე დროს მითრიდატემ ელჩები გაუგზავნა ტიგრანს და თავშესაფარი სთხოვა.
მაგრამ ტიგრანი უკვე მტრულად იყო განწყობილი სიმამრისადმი. მან არამც თუ უარი
თქვა ლტოლვილი მეფის მიღებაზე, არამედ მისი ელჩებიც შეიპყრო და ბორკილები
 

გვერდი 1  გვერდი 2  გვერდი 3  გვერდი 4   გვერდი 5   გვერდი 6   გვერდი 7  გვერდი  8