EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მამაკაცის ეროგენული ზონები »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-05-14 18:46:12

მამაკაცის ეროგენული ზონები
men-erogen-zones

ამაკაცის ეროგენული ზონების ცოდნა ქალს აძლევს სასურველი მამაკაცისთვის დიდი სიამოვნების მინიჭების საშუალებას. ქვემოთ მოკლედ არის განხილული მამაკაცის სხეულზე მდებარე ყველა ეროგენული ზონა.

თავი

თავის კანზე არის უამრავი ნერვული დაბოლოება, რომლებიც იწვევს აგზნებას.

ტუჩები

კოცნა – სექსუალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი. ხანმოკლე და მსუბუქი კოცნა იწვევს მამაკაცის დაინტერესებას, ვნებიანი კი - აღაგზნებს მას. აქ შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარებაც – წაისვით ტუჩებზე შოკოლადი, ნაღები ან მისთვის საყვარელი რაიმე ტკბილეული და ისე აკოცეთ პარტნიორს, ეს მას ძლიერ ასიამოვნებს.

ყურები

ყურში ჩაჩურჩულება, ყურზე კოცნა, მსუბუქსი კბენა – ძლიერ აღაგზნებს მამაკაცს ყურზე არსებული ნერვული დაბოლოებების სიმრავლის გამო.

კისერი

თითებით, ტუჩებით შეხება, ნაზი კოცნა მომენტალურად იწვევს მამაკაცში აგზნებას. არ დაგავიწყდეთ ადამის ვაშლის მიდამო, რომელიც მამაკაცის სხეულის ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროგენულ ზონად ითვლება.

მკერდი

მამაკაცის სხეულის კიდევ ერთი მიმზიდველი ნაწილი. მამაკაცის ძუძუს დვრილები ისევე მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, როგორც ქალის. კოცნა, ნაზი კბენა და თითებით შეხება მამაკაცისთვის ძალიან სასიამოვნოა.

ხელები და ფეხები

ხელის ზურგი და ხელისგულები, ტერფის ზურგი და ქვედა ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ქალის თმების შეხება, კოცნა და მოფერება მასტიმულირებლად მოქმედებს.

ზურგი და მხრები

erogen-zones

მოეფერთ მხრებზე, გაჰყევით ფრჩხილებით მის ხერხემალს – ეს სასიამოვნო და აღმგზნებ ეფექტს იძლევა. ზურგზე და მხრებზე კოცნა დაუვიწყარია.

მუცელი

მუცელი ახლოს არის გენიტალიებთან და ეს ადგილი განსაკუთრებული მგრძნობელობით ხასიათდება. მუცელზე მოფერება და კოცნა მოსალოდნელ სიამოვნებასთან ასოცირდება, ამიტომაც ამ ადგილებში ალერსი ხშირად პირდაპირ აქტში გადადის.

გენიტალიები (სასქესო ორგანოები)

და ბოლოს ყველაზე ეროგენული ზონა მამაკაცის სხეულში არის  სასქესო ორგანოები. სათესლეების ზედაპირი, პენისის თავი, მისი სხეული და გენიტალიების ნებისმიერი ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და განსაკუთრებით სიამოვნებს მამაკაცს მათთან შეხება.