EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

გაბრიელი

Kaxa

marisvirava

shotikosvirava

ირაკლი98760






« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ტ »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-26 20:53:58

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ტ

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy - ტ

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy
ტარიელ – შოთა რუსთაველის " ვეფხისტყაოსნის " მთავარი გმირის სახელი, ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა - " მეუფე ", " მეფე ", " მფლობელი " და იელ – " გმირი ", " მოყმე ". ამრიგად, ტარიელი ნიშნავს " მეფე გმირს ", " მოყმე მეფეს ". აქედანაა გვარი ტარიელაშვილი.
 
ტარასი (ბერძნული) " მოუსვენარი ". აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე.
 
ტატე – ითვლება ესტატე-ს შემოკლებულ ფორმად. დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. აქედანაა გვარი ტატიშვილი.
 
ტუხა (ქართული) მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. ‘ტუხ’ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, მაგრამ ამ ფუძის კონკრეტული მნიშვნელობა გაურკვეველია.