EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მეცნიერებმა სიყვარულის გამომწვევი ნერვი აღმოაჩინეს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-07-19 10:57:52

მეცნიერებმა სიყვარულის გამომწვევი ნერვი აღმოაჩინეს

ღიმილის მომგვრელია მაგრამ მაინც - მეცნიერებმა სიყვარულის გამომწვევი ნერვი აღმოაჩინეს smiley

lovenerv

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა  ყნოსვითი ნერვი „0” აღმოაჩინა , რომელიც მათი მტკიცებით, ადამიანებს შორის სიყვარულის გაჩენაზეა პასუხისმგებელი. მსგავსი ნერვის არსებობა მანამდე მეცნიერებმა ვეშაპებს აღმოუჩინეს და თვლიდნენ, რომ მსგავსი ნერვი ადამიანსაც უნდა ჰქონოდა, თუმცა მისი აღმოჩენა ნერვის ზომის სიმცირის გამო დიდხანს ვერ მოხერხდა.

ნერვ „0“-ს დაბოლოება  ცხვირის ზონაში აქვს და სუნის შესახებ ტვინის იმ ნაწილს გადასცემს ინფორმაციას, რომელიც გრძნობებზეა პასუხისმგებელი. იგი ამუშავებს სექსუალური ხასიათის ინფორმაციას და იღებს  სიგნალებს პოტენციური პარტნიორისგან.

ცნობილია ისიც, რომ ადამიანებს მათგან განსხვავეული სუნის მქონე პარტნიორები იზიდავთ. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ ფეხმძიმე ქალბატონები არიან, რომელთაც ისეთივე სუნის მქონე ადამიანები იზიდავთ, როგორიც მათ აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არა საყვარლებს არამედ მონათესავე სულებს ეძებენ.

მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ გაუცნობიერებელ პროცესებს, რომლებიც ნერვ „0“-ში მიმდინარეობს, შეუძლიათ როგორც სიყვარულის გამოწვევა ასევე გრძნობების გაცივება. წყვილებს, რომლეთა სუნიც ერთმანეთის მსგავსია, ყველაზე ხშირად პრობლემები ბავშვების გაჩენისას უჩნდებათ. ხოლო იმ წყვილებს, რომელთა სუნიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ბედნიერების ბევრად მეტი შანსი აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნერვი „O“ მხოლოდ ადამიანის  ბუნებრივ  სუნს აღიქვამს და მასზე პარფიუმერია ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.