EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ყველაფერი ტატუს შესახებ (გაგრძელება, ტატუს მნიშვნელობები) »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2014-08-20 17:15:05

ყველაფერი ტატუს შესახებ (გაგრძელება, ტატუს მნიშვნელობები)

ყველაფერი ტატუს შესახებ (გაგრძელება, ტატუს მნიშვნელობები)

ტატუს ისტორია 6000 წლის უკან დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება - ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს. (კითხვის გაგრძელება)

http://www.assoc-amazon.com/e/ir?t=hubpages02127-20&l=am2&o=1&a=B00EY9IVUEთვალის  ტატუ  წარმოადგენს   სხვადასხვა  კულტურისა  და  ისტორიის  სიმბოლოს. თუ  არ ჩავთვლით  ეგვიპტეს,  თვალების  ტატუ  არის ქრისტიანობისა  და  ღმერთის  სიმბოლო.  ღვთის  თვალის  ტატუ  აისახება  როგორც  ღვთის  მიერ დანახული  სული  ჭეშმარიტებისა.  ასეთი  მნიშვნელობით,  თვალის  ტატუ  წარმოადგენს  სულის,  რწმენის  და  ქრისტიანობის  ერთობლიობას.   

ბევრ  ადამიანს  ალბათ  სმენია  ტერმინის ,,მესამე  თვალის“  შესახებ.  მესამე  თვალი გულისხმობს  ინტუიციას,  ინტუიტიური თვალი,  როგორც   სულის  სიმბოლო. თვალის  ტატუ  ასევე  ასოცირდება  წინასწარმეტყველებასთან.

თქვენ  აგრეთვე  გსმენიათ  ერთი  ძველი  გამოთქმის  შესახებ: ,, შენზე  თვალი    მეჭირება’’,  თვალის  ტატუ  სიმბოლურად  აღიქმება  როგორც   ხედვა  და  დაცვა.  

თვალის  ტატუს  გამოსახულება  გულისხმობს  ასევე  სიცოცხლეს,  სიწმინდეს, გონიერებას,  აღქმას,  მფარველობას.

ცხოველების  თვალების  ტატუ  არის  ყველაზე  გავრცელებული  ტატუ,  მათ  შორის  კატის  თვალების  ტატუ.  თვალების  ტატუ  უკავშირდება  ეგვიპტურ  კულტურას  და  საბრძოლო  ხელოვნებას.

ეგვიპტური  მითოლოგიის  მიხედვით,     ერთ-ერთი  ყველაზე  პოპულარული  თვალის  ტატუს  წარმოადგენს  ღვთაებრივი ,,ჰორუსის  თვალი’’, შევარდენის  თავიანი  მამაკაცის  გამოსახულება,  როგორც მონარქიის  დამცველი  ღმერთისა.

ბუმბულის  ტატუს  მნიშვნელობა

ბუმბულის  ტატუს   მნიშვნელობა  ასოცირდება  აღმასვლასთან  და  სპირიტუალური  ევოლუციის  სიმბოლოსთან.  ბუმბულის  ტატუს  ატარებდნენ  ადგილობრივი  ამერიკელი მეთაურები, იმისათვის  რომ    სიმბოლურად   გამოეხატათ     კავშირი   სულთან,  და  მათი  დამოკიდებულება  ზეციურ  სიბრძნესთან.   აგრეთვე,  აბორიგენულ  ამერიკული  ინდიელთა  კულტურაში  ბუმბული  წარმოადგენდა  ჭექა-ქუხილის  ღმერთების  ძალას,    და  აგრეთვე  ქარის  და  ჰაერის  ძალას.   ბუმბულიანი  მზის  ტატუ ადგილობრივი  ამერიკელი  ინდილებისთვის  წარმოადგენდა  სიმბოლოს  კოსმოსური  სივრცის   არსებობისა.  

კელტური  მნიშვნელობით,  დრუიდები  შემოსილნი  იყვნენ  ბუმბულის  სამოსით,  იმასათვის  რომ,   გამოეწვიათ  ზეციური  ღმერთები  და  მოეპოვებინათ  ცოდნა ზეციურ  სამყაროზე.  

ეგვიპტელებს  სწამდათ  რომ,  ბუმბული  ასევე  წარმოადგენდა  ზეციური  ღმერთების  სიმბოლოს.  მათი   რწმენით,  ეგვიპტის  სამართლიანობის  ქალღმერთი  აწონონიდა ახლად  გარდაცვლილის  გულს  საიქიოში  ბუმბულის  წონის  საპირისპიროდ,  იმისათვის  რომ    განესაზღვრათ  თუ  რამდენად  ღირსეული  იყო  გარდაცვლილის  სული.

 

ქრისტიანობაში  ბუმბული  წარმოადგენდა  ღვთაებას.   სამი  ბუმბულის  სიმბოლური  გაერთიანება  გამოხატავდა  ბეჭდის  რგოლებს - თითოეული  გულისხმობდა  ქველმოქმედებას,   იმედს  და  რწმენას.   

 

თავის   ქალის  ტატუ

ტრადიციულად, თავის  ქალის  ტატუ  ასოცირდება  სიკვდილთან, სიბნელესთან  ან  სხვა  რაიმე  ნეგატიური  დატვირთვის   მატარებელია.  ის არა  მხოლოდ  ამ  დატვირთვის  მატარებელია,  არამედ შეიძლება    წარმოდგენილი იყოს  როგორც  სიმბოლო  სიცოცხლის  აღზევებისა. ამიტომაც,  თავის  ქალის  ტატუს  ირჩევენ როგორც  სიმბოლოს  უკეთესი  მომავლისათვის. თავის  ქალის  ტატუ სხვადასხვა  მნიშვნელობის  მატარებელია,  ეს  დამოკიდებულია  მის  დიზაინზე  თუ  რწმენაზე,  ამა  თუ  იმ  რელიგიის  და  კულტურის  მოტივზე.  ქრისტიანული  მრწამსით,  თავის  ქალის  ტატუ  ხშირად  ასოცირდება  მარადისობასთან,  უსასრულობასთან  ან  ადამიანის  სხეულის  მოკვდინებასთან  და  მისი  სულის მარადისობაში  გარდასახვასთან.    

 

ყვავის  ტატუ

ყვავის  ტატუ  გულისხმობს დიდ  მოაზროვნეს,  თაღლითს  და  სტრატეგს. არცერთ  სხვა  კულტურაში ყვავები  არ  არიან  ისე  დაფასებულები როგორც  ადგილობრივ ამერიკულ კულტურაში. ყვავი  მიიჩნევა როგორც  ღმერთი  ერთარსება,  ასევე  უბრალო მომაკვდავი  თაღლითი.

ყვავის  ტატუს  უკავია  ცენტრალური  პოზიცია უთვალავ ბრძოლის  ველზე,  ის აგრეთვე

გვევლინება  როგორც დიდი საიდუმლოს  მატარებელი. ზოგიერთ ქვეყანაში ყვავი  მოიხსენიება როგორც  ერთ-ერთი  უძველესი  ღვთაება, რომელსაც მოაქვს სინათლე, სიმბოლოა მზის, მთვარის  და  ვარსკვლავების   სიბნელეში. ყვავებს,  აგრეთვე  მიიჩნევენ  როგორც  დაკარგული  სულების მფარველები. ყვავის ტატუ სიმბოლიზირდება როგორც ხელმარჯვე ოსტატი. ის მთელი  დღის განმავლობაში მუხლჩაუყრელად  შრომობს  და  მოაქვს სიცოცხლე  თუ  სიკვდილი მთელი  კაცობრიობისათვის.     
 

გვირგვინი: გვირგვინს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ყველაზე მარტივი და გავრცელებული სიმბოლიკის ახსნა გულისხმობს - სამეფო ღირსება

ციფრი 13: ეს არის (იღბალი) იღბალიანობის სიბოლო, მაგრამ ასევე განიხილება როგორც დიდი იმედგაცრუების სიმბოლოდ, დიდ ჯილდოს მიღებამდე.

ბაიკერებში აღნიშნავს ნარკოტიკებს.

ტატუს გამკეთებელი იკეთებს ამ ციფრს 13 წლის თავზე და იმსახურებს დიდ პატივისცემას რათა მან მოიპოვა ამის ტარების უფლება.

დასაწყისი