EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« 63 წლის რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-09-20 23:07:20

63 წლის რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

რობინ უილიამსი

ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ოსკაროსანი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
 
სამართალდამცველები ამ დროისთვის 63 წლის მსახიობის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ.
 
"სიკვდილის მიზეზი, თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა. თუმცა, საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი",- აცხადებენ სამართალდამცველები. გასულ თვეში ჟურნალისტები წერდნენ, რომ რობინ უილიამსი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა და დეპრესეშია ჰქონდა.
 
ამონაწერი ქართული ვიკიპედიიდან: რობინ მაკლორინ უილიამსი (ინგლ. Robin McLaurin Williams; დ. 21 ივლისი, 1951 — გ. 11 აგვისტო, 2014) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან. მისი კინოკარიერა მოიცავს ისეთ გახმაურებულ ფილმებს როგორებიცაა: „მსოფლიო გარპის მიხედვით“ (1982), „დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ (1987), „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989), „გამოღვიძება“ (1990), „მეფე მეთევზე“ (1991) და „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), აგრეთვე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა კინოფილმები: „პოპაი“ (1980), „კაუჭა“ (1991), „ალადინი“ (1992), „მისის დაუტფაირი“ (1993), „ჯუმანჯი“ (1995), „ჩიტების გალია“ (1996), „ღამე მუზეუმში“ (2006), და „ბედნიერი თათები“ (2006). მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.
 
2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ასფიქსია გახდა. უილიამსის ცხედარი კალიფორნიაში მდებარე ქალაქ ტიბურონეში მის სახლში აღმოაჩინეს.