EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« 14 უნიკალური ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-10-22 21:43:20

14 უნიკალური ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ

უნიკალური ფაქტი

 

ადამიანის სხეული ზედმიწევნით სრულყოფილი და ზუსტი მექანიზმია. ჩვენს სხეულში ყოველდღიურად მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ჩვენ ჩვეულებრივად, სავალდებულოდ აღვიქვამთ. 

1.თქვენი ჭიპი - ეს ნამდვილი ბაქტერიების სახლია, რომელთაც იქ ტროპიკული ტყის სიდიდის ეკოსისტემა აქვთ ჩამოყალიბებული.

2.თქვენი თვალების ფოკუსირებული კუნთები დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ გადაადგილდებიან. ეს იგივეა, რაც 80 კილომეტრი მანძილის გავლა.

3.მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენს პირში დაახლოებით 25 000 ლიტრი ნერწყვი გამოიყოფა. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ორი მოზრდილი საცურაო აუზი აავსო.

4.თქვენს ცხვირს 50 000-მდე სხვადასხვა სუნის დამახსოვრება შეუძლია.

5.თქვენს სისხლში არსებულ ერითროციტებს მთელი სხეულის გავლა სულ რაღაც 20 წამში შეუძლიათ.

6.ადამიანის თვალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ იმ შემთხვევაში, დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, თქვენ სანთლის მოციმციმე ალს 50 კილომეტრის მანძილიდან დაინახავდით.

7.ადამიანის უჯრედების 90%-ს "არაადამიანური" წარმოშობა აქვს. მათი დიდი ნაწილი სოკოებისა და ბაქტერიებისგანაა წარმოქმნილი.

8. თქვენი კუნთები გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ. მისი ძალა შეზღუდულია ბუნებისგან, რომ კუნთები და მყესები დაზიანებისაგან დაიცვას. ეს შეზღუდვა იხსნება, როცა სისხლში ადრენალინი ხვდება. ყოფილა შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს მანქანაც კი აუწევიათ.

9.მოზრდილი ადამიანი შედგება 7000 000 000 000 000 000 000 000 000 (7 ოქტილიონი) ატომისაგან.

10.თქვენს თვალებს შეუძლია გაარჩიოს დაახლოებით 10 მილიონამდე სხვადასხვა ფერი და დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია ყველაზე მძლავრ ტელესკოპზე უკეთესად.

11. ბავშვებს 60 ძვლით მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.

12.შეყვარებული ადამიანის თავის ტვინი გამოიმუშავებს ნეიროტრანსმიტერებს და ჰორმონებს, რომლებიც გამოიყოფა ამფეტამინების მიღების დროს. 

13.ადამიანის ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი-ეს საღეჭი კუნთია.

14.თქვენ კარგავთ თქვენი კანის დაახლოებით 20 კილოგრამს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

 

წყარო: http://negefox.com/