EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სატურნი (პლანეტა) »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-21 01:15:14

სატურნი (პლანეტა)

სატურნი (პლანეტა)

სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).

სატურნის რგოლები

სატურნს ირგვლის მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვერისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის უკან მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.

ორბიტალური მახასიათებლები

აფელიუმი 1 513 325 783 კმ
10,116 ა. ე.
პერიჰელიუმი 1 353 572 956 კმ
9,048 ა. ე.
დიდი ნახევარღერძი (a) 1 433 449 370 კმ
9,582 ა. ე.
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,055 723 219
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 10 759,22 დღე (29,46 წელი)
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 378,09 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 9,69 კმ/წმ
დახრილობა (i) 2,485 240°
5,51° (მზის ეკვატორის მიმართ)
ამომავალი კვანძის გრძედი () 113,642 811°
პერიცენტრის არგუმენტი () 336,013 862°
თანამგზავრები 62

ფიზიკური მახასიათებლები

შეზნექვა 0,097 96 ± 0,000 18
ეკვატორული რადიუსი 60 268 ± 4 კმ 
პოლარული რადიუსი 54 364 ± 10 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 4,27×1010 კმ²
მოცულობა (V) 8,2713×1014 კმ³ [4]
მასა (m) 5,6846×1026 კგ[4]
საშუალო სიმკვრივე () 0,687 გრ/სმ³ 
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 10,44 მ/წმ²
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 35,5 კმ/წმ
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 9,87 კმ/წმ
ბრუნვის პერიოდი (T) 10 სთ 34 წთ 13 წმ ± 2с
ღერძის დახრილობა 26,73°[4]
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 83,537°
ალბედო 0,342 (ბონდი)
0,47 (გეომ. ალბედო)[4]
ხილული ვარსკვლავური სიდიდე +1.47-დან - −0.24-მდე 

ტემპერატურა

დონე 1 ბარი  134 K
0,1 ბარი  84 K 

ატმოსფერო

შემადგენლობა:

~96 % წყალბადი
~3 % ჰელიუმი
~0,4 % მეთანი
~0,01 % ამიაკი
~0,01 % წყალბადის დეიტერიუმი
0,000 7 % ეთანი