EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოხარული ვიქნები, მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტს, ან პრემიერს თუ ვიხილავ,“ - ვლადიმერ პუტინი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-12-18 18:23:43

მოხარული ვიქნები, მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტს, ან პრემიერს თუ ვიხილავ,“ - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

„თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი, თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არ წყდება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება.

"თავის დროზე, ჩვენ გვთხოვეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი საქართველოს ხელისუფლებაზე და ჩვენ ვუპასუხეთ ამ ჟესტს რუსული ბაზრის გაღებით. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგს უკავშირდება, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

წყარო