EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გამონაყარს ბრძოლა „შიგნიდან“ სჭირდება »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-23 16:06:46

გამონაყარს ბრძოლა „შიგნიდან“ სჭირდება

 

ქავილი, გამონაყარი, ფერიმჭამელები, ფურუნკულები, სხვადასხვა წყლული - ყველაფერი ეს კანის მრავალრიცხოვანი დაავადებების გამოვლენაა. მათგან გათავისუფელება შეიძლება მას შემდეგ, რაც დაავადების შინაგანი მიზეზი დადგინდება და კომპლექსური მკურნალობა ჩატარდება. მხოლოდ მაზებითა და კრემებით ვერაფერს გახდებით.

 

ეძებეთ მთავარი მიზეზი

 

კანის ინფექციური დაავადებები (მიკოზები, დერმატიტი და სხვა) მაშინ აღმოცენდება, როდესაც კანის საფარის მთლიანობა ირღვევა ან ჭრილობები, ნაკაწრები, გადაყვლეფილი ადგილები ანტისეპტიკური საშუალებებით არ მუშავდება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დასუსტებულია.

ფერიმჭამელები და ფურუნკულები ნივთიერებათა ცვლის (განსაკუთრებით ცხიმისა და ნახშირწყლების) დარღვევისას ჩნდება.

პიგმენტური ლაქები, მუწუკები, დერმატიტები ხშირად ორგანიზმში ჰორმონული დარღვევებისა და ჰორმონული გარდაქმნის პერიოდში (მოზარდობის ასაკი, ფეხმძიმობა) აღმოცენდება.

ნეიროდერმიტის განვითარების ძირითადი - ნერვულ სისტემასთან პრობლემა, ენდოკრინულ და იმუნურ  დარღვევებთან შერწყმული მუდმივი სტრესებია.

სებორეა, კანის მომატებული მგრძნობიალობა იმას მოწმობს, რომ ორგანიზმს ვიტამინები (განსაკუთრებით A, E, PP და B ჯგუფის ვიტამინები) და მიკროელემენტები აკლია.

ჭინჭრის ციება, დერმატიტები, რომლებსაც თან ახლავს ქავილი, შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგენის ზემოქმედებით. მათ მიეკუთვნება არამხოლოდ კოსმეტიკური საშუალებები, ასევე სამოსი, განსაკუთრებით სინთეტიკური, ლითონის სამკაულები, მცენარეთა მტვერი.

ფსორიაზის ბუნება ჯერ კიდევ სრულად ახსნილი არ არის. ამ შემთხვევაში გამოიყენება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც არამხოლოდ კანს, ასევე მთელ ორგანიზმს აჯანსაღებს.