EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« რაზე მიგვანიშნებს სახის ფერი? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-23 20:53:02

რაზე მიგვანიშნებს სახის ფერი?

 

თითქმის ყველამ იცის, თუ კანმა ყვითელი ფერი მიიღო, მაშასადამე ღვიძლთან ან ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით პრობლემა აღმოცენდა და საჭიროა ექიმთან სასწრაფოდ ვიზიტი. მაგრამ კანის სხვა ფერის ცვლილებებს ყოველთვის ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა მძიმე დაავადებების გამოვლენაში ესეც გვეხმარება.

ლოყების ლურჯ-წითლად შეფერვა გულის მუშაობაში დარღვევების ნიშანია, მაგრამ, თუ მოლურჯო-მოწითალო ფერის ხდება არამხოლოდ ლოყები, ასევე შუბლის არე და ტუჩები, მაშინ გულის უკმარისობას ფილტვების პრობლემები (ემფიზემა, ბრონქული ასთმა) ემატება.

სახეზე წითელი ლაქები და შეშუპება გულის მუშაობაში სხვადასხვა უთანხმოებაზე მიუთითებს. ლოყებზე თეთრი ლაქები მყარი დაბალი წნევის დროს ჩნდება.

თმის ძირებთან ყავისფერი ლაქები ღვიძლის დაავადებაზე მიუთითებს.

სახის კანის მუქი შეფერილობა, თვალების ქვეშ, ღაწვებზე შავი ლაქები თირკმლის ან შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებების ნიშანია.

კანის მომწვანო ფერი საჭმლის მომნელებელი ან სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებების, აგრეთვე ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულების სიმპტომია.