EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გაეროს მონაცემებით უკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: UshiKai

თარიღი: 2015-01-24 21:04:13

გაეროს მონაცემებით უკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა
war

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის რუპერტ კოლვილის განცხადებით, აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს  დაღუპულთა რიცხვმა 5 ათას გადააჭარბა.
“შეიარაღებული მოქმედებების ესკალაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 086-ს მიაღწია. თუმცა ვშიშობთ, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი გაცილებით მეტია”, – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე რუპერტ კოლვილმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერის განცხადებით, ისინი აღარ გააგრძელებენ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.