EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ცოტა რამ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და შთამბეჭდავ ქანდაკებებზე... »

კატეგორია: სურათები

ავტორი: admin

თარიღი: 2015-03-16 15:33:35

ცოტა რამ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და შთამბეჭდავ ქანდაკებებზე

ქანდაკებები

გაფართოვება (აშშ)
პეიჯ ბრედლის ქანდაკება მანათობელის პოსტამენტის  ორმეტრიანი კომპოზიციაა, რომელზეც შიშველი ქალი ზის ლოტოსის ფორმაში. სკულპტურის ტანი დაბზარულია და ბზარებიდან შუქი ანათებს. ბრედლი დარწმუნებულია, რომ ყველა ჩვენგანს აქვს შინაგანად ეს სხივი და მთვარია მათი გამოთავისუფლების გზას მივაგნოთ.

evpatori.ge

ლას კოლინასას მუსტანგები (აშშ)
რობერტ გლენის ქანდაკება წარმოადგენს 10 მუსტანგს — ველურ ცხენებს. სკულპტურა გამოხატავს მოძრაობის, ინიციატივის და თავისუფალი სულის ძალას.

evpatori.ge

გადასვლა (ვროცლავი პოლონეთი)
ბევრი სირთულე გადაიტანა პოლონეთმა — ომი, ტყვეთა ბანაკები, დიქტატურა. ყველაფერმა ამან იგი გააძლიერა და ვერ გატეხა მისი სულისკვეთება. ეს სკულპტურა სწორედ ამ ბრძოლას ეძღვნება.

evpatori.ge


მდინარის ხალხი (სინგაპური)
ეს სინგაპურში თავისუფალი ხალხის ახალი თაობაა. მოიპოვეს დამოიკიდებლობა 1965 წელს. სკულპტურა 2000 წელს დაიდგა და იგი გამოხატავს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მთელ ერს, ახალგაზრდას და სიცოცხლის წყურვილით სავსეს. ადამიანებს, რომლებმაც ახლახან დაიწყეს თავისი მომავლის შენება.

evpatori.ge


ფეხსაცმელები დუნაის ნაპირზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
სკულპტურა ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში დაღუპული ებრაელების ხსოვნას. 1945 წლის იანვარში მათ თავი მოუყარეს სანაპიროზე, უბრძანეს ფეხსაცმელების გახდა და დახვრიტეს. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი პირდაპირ ცივ წყალში ჩაცვივდა და მათი სისხლით მდინარე წითლად შეიღება.

evpatori.ge


თოფი კვანძით (აშშ)
სიმბოლო სისასტიკის და ბოროტების წინააღმდეგ.

evpatori.ge

 

გარღვევა ( ფილადელფია, აშშ)
სკულპტურა გამოხატავს ბრძოლას შემოქმედებითი პროცესით შინაგანი თავისუფლების მიღწევისათვის.

evpatori.ge


მოგზაური ( მარსელი, საფრანგეთი)
ეს მუდმივი ტურისტი გვაიძულებს დავფიქრდეთ ცხოვრების არსზე, მიზნებსა და ოცნებებზე. სკულპტურა გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანს სხეულის რაღაც ნაწილი აკლია. თვითონ ავტორი დუმს ადამიანური არსის ამგვარ გადმოცემაზე. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ — ასეთი გზით მას უნდოდა ეჩვენებინა შინაგანი სიცარიელე, რომელიც ადამიანებმა უნდა შეავსონ საკუთარ თავში მოგზაურობის გზით.

evpatori.ge


ხუმრობა პოლიციელზე ( ბრიუსელი, ბელგია)
არაოფიციალური სახელწოდებაა ,,არ იჩქარო, თორემ მიუსწრებ”. მზაკვარ სანტექნიკოსს პოლიციელი ფეხით ჰყავს დაჭერილი. ამ ორიგინალურმა ქანდაკებამ ძალიან გაახალისა როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები.


evpatori.ge


ობობა ( ტოკიო, იაპონია)
სიმბოლო დედობრივი მზუნველობისა და სიყვარულის. მას თან აქვს ტომარა 26 მარმარილოს კვერცხით. როგორც თავად ლუიზა ბურჟუა (ავტორი) ამბობს ის ძალიან მეგობრობდა დედასთან, რომელიც იყო ფეიქარი და სწორედ ამის წყალობით მოევლინა ქვეყანას ეს უცნაური ნამუშევარი.

evpatori.ge

 

ჰიპოპოტამი (ტაიბეი, ტაივანი)
სკულპტურა ზოოპარკში მიგვანიშნებს რამდენად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ველურ ცხოველებს.

evpatori.ge


უსაქმური ( ბრატისლავა, სლოვაკეთი)
,, როგორც წესი ქანდაკებები გამოსახავენ ისტორიულ პიროვნებებს და დგანან მაღალ პოსტამენტებზე სერიოზული სახეებით. ხშირად ისინი სრულიად განსხვავებული არიან იმათგან, ვინც მათ უყურებს. უქნარა , რომელიც გოგოებს ათვალიერებს პირიქით, ძალიან ახლოსაა ხალხთან, ეს ნამუშევარი არ ცდილობს იყოს ,,დიდი ხელოვნება” მისი გარეგნული სახე არის ღიმილის მომგვრელი ყველასთვის — აცხადებს ქანდაკების ავტორი ვიქტორ გულიკი.

evpatori.ge


გიგანტური ცხენები (შოტლანდია)
ედნი სკოტის 30 მეტრიანი სკულპტურები ხაზს უსამს ცხენების დიდ როლს შოტლანდიის ისტორიაში. ათსართულიანი შენობის სიმაღლის ორი განდაკება ეკო პარკ ჰელიქსის ვიზუალური დომინანტია. ქანდაკებებმა მიიღეს სახელწოდება ,,კელპი” მითოლოგიური წყლის სულების საპატივცემულოდ, რომლებიც ცხოვრობენ შოტლანდიის მდინარეებსა და ტბებში, მათ აქვთ უნარი მიიღონ ნებისმიერი ცხოველის სახე, მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი ცხენებად გარდაისახებიან.

evpatori.ge


პოეტი მიხაი ემინესკუ (რუმინეთი)
მიხაია ემინესკუსადმი მიძღვნილი ქანდაკება. რუმინელები და მოლდოველები მას როგორც წმინდანს ისე ეთაყვანებიან. ეს ნამუშევარი ულამაზესია მზის ჩასვლისას.

evpatori.ge

დახვეწილი ფერია. ინგლისი.

ფერია